• რეკლამა
  • კონტაქტი
23:32, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ხელისუფლებას ელის სრული კრახი” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:43 05-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
419
პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
“ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური ნაძირლების უკანასკნელი თავშესაფარი.
პირადად მე ნაკლებად სავარაუდო მგონია, რომ ლგბტ პროპაგანდაზე კანონის მიღებას ხელისუფლება ახლავე შეეცადოს. უფრო ვფიქრობ, რომ ისინი ჯერ მოსინჯავენ ნიადაგს, დააკვირდებიან ხალხის რეაქციას, პარალელურად კი დაელოდებიან კანდიდატის სტატუსის მიღებას, რასაც ოპოზიციის დიდი ნაწილის პოზიციის წყალობით ძალიან მარტივად მიიწერენ საკუთარ წარმატებად, ხოლო ამ, მათი აზრით, ჯოკერის გათამაშებას, წინასაარჩევნოდ დააპირებენ იმ გათვლით, რომ ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და სრულიად დასავლეთი “გლობალური გა@იდარასტების პარტიად” და მათ აგენტურად წარმოაჩინონ, რაც, (ასევე მათი აზრით) გამარჯვების უტყუარი გარანტია გახდება. იგივე მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს – ხელისუფლებისთვის ეს იქნება კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, რომ დასავლეთს მხოლოდ გა@იდარასტებულები და ომში ჩათრეულები ვუნდივართ და ამაში მათ ხელს უწყობს ადგილობრივი ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება.
ცხადია, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე კანონის მიღებას ახლავე დააპირებენ, რაც ცალსახად იქნება კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. ამის მიზეზი კი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი: პირდაპირი დავალება მოსკოვიდან. ყველა სხვა ვარიანტი გამორიცხულია, რადგან ხელისუფლების პარანოიდული ლოგიკიდან გამომდინარე ჰომოფობიური პროპაგანდით ოპოზიციასთან დაპირისპირება ყველა ვარიანტში წინასაარჩევნოდ უფრო მომგებიანად გამოიყურება.
თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ხელისუფლებას ელის სრული კრახი. მარტის დღეებში ის ასიათასობით ადამიანი რუსთაველზე ენჯეოების ფინანსური ინტერესების დასაცავად კი არ გამოსულა, არამედ ყველამ ცხადლივ დაინახა, რომ აგენტებზე კანონის მიღება ნიშნავდა ევროპულ ორიენტაციაზე უარს და რუსეთის გავლენის სფეროში გადასვლას. ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების ღალატის მცდელობაზე კი ქართველ ხალხს ყოველთვის სათანადო რეაქცია ექნება, როგორც არ უნდა შეფუთონ იგი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ მეორე რუსული კანონის მიღებას დასავლეთიდანაც ისეთი რეაქცია მოჰყვება, რომ შვეიცარიის ბანკთან დავა თამაშად და უჩნდეთ მღერად. ასეთ ორმხრივ ზეწოლას კი, როგორც პრაქტიკა ცხადყოფს, საქართველოში ვერცერთი ხელისუფლება ვერასდროს ვერ უძლებს.”
თეგები: დავით ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved