• რეკლამა
  • კონტაქტი
02:42, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორია მაიმუნის ყვავილის პრევენციული ღონისძიებები, არსებობს თუ არა ვაქცინა და არის თუ არა პანიკის საფუძველი? – პირველადი დახმარების ცენტრი

ალია ავტორი - ალია
20:12 08-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
549
პირველადი დახმარების ცენტრი, რომლის თანადამფუძნებელი, ექიმი, არჩილ მარშანიაა, წერს:
⚠️ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
??‍♀️ იგივე მდგომარეობა იყო გამოცხადებული 2022 წელს, თუმცა, წლევანდელი სიტუაცია განსხვავდება იმით, რომ არის ახალი შტამი, რომელიც წინანდელზე უფრო საშიშია.
??‍⚕️ ხშირად დასმული კითხვები:
❓ რა არის მაიმუნის ყვავილი?
?? ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც აღმოაჩინეს 1958 წელს და ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა 1970 წელს დაფიქსირდა.
ენდემურად ის გავრცელებულია ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის რეგიონებში.
❓ რამდენი შემთხვევაა დაფიქსირებული ამჟამად?
?? აფრიკის კონტინენტზე, მინიმუმ 13 ქვეყანაში დაფიქსირებულია 17 000-ზე მეტი ინფიცირებისა და 500-ზე მეტი სიკვდილის შემთხვევა, რომელთა უმეტესობა მოდის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე.
აფრიკის კონტინენტის გარეთ, პირველი შემთხვევა დაფიქსირებულია შვედეთში.
❓ რა სიმპტომები ახასიათებს მაიმუნის ყვავილს?
?? ძირითადად, ხასიათდება ბუშტუკოვანი გამონაყრით, რომელიც ლოკალიზებულია ხელებზე, პირზე, სახეზე, გულმკერზე და გენიტალიების არეზე.
ასევე, შესაძლოა, განვითარდეს ცხელება, სისუსტე, ლიმფური კვანძების გადიდება, თავის, წელისა და კუნთების ტკივილი, რომელიც 2-დან 4 კვირამდე გრძელდება.
❓ როგორ ვრცელდება მაიმუნის ყვავილი?
?? ინფექციის გადაცემა ხდება დაავდებულ ადამიანთან ან ცხოველთან პირდაპირი კონტაქტით (ახლო კონტაქტი – კანით კანზე, გამონაყართან კონტაქტით, ლორწოვანთან კონტაქტით, ნერწყვთან კონტაქტით, ვირუსით დაბინძურებულ ნივთებთან კონტაქტით და/ან სექსუალური კონტაქტით).
❓ როგორია მაიმუნის ყვავილის მკურნალობა?
?? ხელმისაწვდომი მაღალეფექტური სამკურნალო პრეპარატი არ არსებობს (თუმცა, მიმდინარეობს კვლევები და არსებობს რამდენიმე ანტივირუსული პრეპარატი). მკურნალობა, ძირითადად, სიმპტომურია.
❓ როგორია მაიმუნის ყვავილის პრევენციული ღონისძიებები?
?? პრევენცია შესაძლებელია სავარაუდოდ ინფიცირებულ ადამიანთან/ცხოველთან კონტაქტისთვის თავის არიდებითა და ვაქცინაციით.
❗ მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არსებობს, თუმცა, მისი რაოდენობა შეზღუდულია და მარტივად ხელმისაწვდომი არ არის.
?? ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამ ეტაპზე, ევროპაში გავრცელების რისკი დაბალია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ეს განცხადება, პირველ რიგში, ემსახურება საერთაშორისო რეაგრების აუცილებლობასა და პრევენციულ ღონისძიებებზე კონცენტრირებას.
? ჯანმრთელობას გისურვებთ
#ექიმიმარშანია
#მაიმუნისყვავილი
#monkeypox

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved