12 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოდან ვრცელდება.
მოზარდი საავადმყოფოში 28 თებერვლიდან ოჯახის წევრებთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მას ვირუსის განმეორებითი ტესტის ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
კორონავირუსი დაუდასტურდა ბავშვის ოჯახის 4 წევრს. ხუთივე მათგანს კონტაქტი ჰქონდა იმ ადამიანთან რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა და რომელიც საქართველოში N2 დაინფიცირებულ პაციენტად ითვლება.
კომენტარები