27 მაისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში იწვიმებს, +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. იწვიმებს ახალქალაქშიც. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +22 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება.
ომალოშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +11 ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდი იქნება დღეს თელავში, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანშიც, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში ღრუბლიანი დღეა. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ანალოგიური ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.














კომენტარები