22 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
მზეა ფოთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი.
ზუგდიდშიც უნალექო ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +9 იქნება.
ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +25 იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +18 ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
წვიმიანი დღეა გურჯაანში, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მცირე ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.











კომენტარები