• რეკლამა
  • კონტაქტი
15:29, სამშაბათი, 7 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სად და როგორ ვიპოვოთ თოვლის ბაბუა? – 3 რჩევა

ალია ავტორი - ალია
23:26 12-23-2022
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
483

რაც უფრო ახლოვდება ახალი წელი, მით ნაკლები დრო გრჩებათ თოვლის ბაბუას მოსაწვევად და მით უფრო ძვირდება მისი მომსახურებაც. ალბათ, ახლა გაიფიქრებთ, რა უნდა თოვლის ბაბუას არჩევას? მთავარია წითელი ხალათი ეცვას, წითელი ქუდი ეხუროს, წვერი ეკეთოს და ყველა საათი არ ჰქონდეს დაჯავშნილი. ცდებით, წითელი ხალათის ჩაცმა და წითელი ქუდის მორგება ყველას შეუძლია და დღესასწაულის მოწყობას განსხვავებული ასაკის ადამიანებისთვის, განსხვავებულ სივრცეებში, სპეციალური ცოდნა სჭირდება და როგორც იტყვიან, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს.

გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას, როგორ დაგეგმოთ წლის ერთ–ერთი მთავარი დღესასწაულის კულმინაცია.

მაშ ასე, როგორ ავირჩიოთ დეკემბრის მთავარი გმირი?

შეაფასეთ მისი პორტფოლიო წინასწარ

სთხოვეთ მსახიობებს გამოაგზავნონ ფოტოები და ვიდეო ღონისძიებებიდან, რომლებიც უკვე ჩაუტარებიათ. სანამ მომსახურების შეძენაზე დათანხმდებით, შეხვდით პირადად, შეაფასეთ რამდენად შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა თქვენთან და ზოგადად მომხმარებელთან.

დაგეგმეთ ფორმატი და ბიუჯეტი

სანამ სცენარის განხილვას დაიწყებთ, მსახიობს, თუ მსახიობთა გუნდს გააცანით ინფორმაცია სტუმრების ასაკზე, ჩვევებზე, მუსიკალურ გემოვნებაზე, შესთავაზეთ, იქონიონ გეგმა „ბ“, რადგან თუ სცენარის ერთმა ნაწილმა არ გაამართლა, დროულად შეცვალოს სხვა გასართობით.

რის მიხედვით უნდა დაიგეგმოს სცენარი?

უნდა გესტუმროთ სახლში, სადაც 4 ბავშვია, თუ უნდა მოვიდეს რესტორანში, სადაც 10 ზრდასრული ადამიანია? იქნებ, ოფისში, სადაც კორპორატიული დაიგეგმა? იქნებ, ქალაქგარეთ იქირავეთ სახლი, სადაც მეგობრები იკრიბებით? – ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით იქმნება სპეციალური სცენარი და ფასიც შესაბამისია. გინდათ ზღაპრული გარემო შეუქმნათ პატარებს? – ესე იგი თქვენ ეძებთ ადამიანს, რომელსაც კარგად გამოსდის ბავშვებთან ურთიერთობა, თამაში, მათთვის რამდენიმე ფოკუსის ჩვენება, სიურპრიზების მოწყობა, რომელსაც ასევე წინასწარ დაგეგმავთ. გაითვალისწინეთ ბავშვების ასაკიც – კვლევების მიხედვით, 3 წლამდე ასაკის ბავშვების 30 პროცენტი თოვლის ბაბუას დანახვისას ტირილს იწყებს, 6 წლამდე ასაკის ბავშვები, უმეტესად, ცდილობენ გამოიცნონ, ვინ თამაშობს თოვლის ბაბუას როლს, იქნებ მეზობელი? იქნებ, ნათესავია, ან სულაც მამა, ან ბაბუა? 10 წლამდე ასაკის ბავშვების თითქმის მეოთხედი, ცდილობს და–ძმა დაარწმუნოს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებთან მუშაობა რთულია და სპეციალურ უნარებს მოითხოვს, პროგრამაც განსხვავებული ელემენტებისგან უნდა შედგებოდეს, რომ ყველას დაინტერესება მოახერხოს. სასურველია, თოვლის ბაბუას ახლდეს ფიფქია, ან წლის სიმბოლოს ფორმაში გადაცმული ადამიანი, ან ბავშვების საყვარელი გმირი.

 

აი, ივენთზე, კორპორატიულ ღონისძიებაზე ზრდასრული ადამიანები არიან და მათ არ სჭირდებათ საბავშვო თამაშები, მათ სჭირდებათ “ზღაპარი” დიდებისთვის – სახალისო სადღეგრძელოები, კონკურსები, კარგი, მსუბუქი მუსიკა და ჯგუფი, რომელიც იმას კი არ აიძულებს იმ თამაშებში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც არ სურს, არამედ, ისეთ თამაშებს შესთავაზებს, რომელზედაც უარს ვერ იტყვის და დიდხანს დაამახსოვრდება სიამოვნებისგან მიღებული ემოცია.

ფორმაცა და რეკვიზიტებიც, შესაძლებელია შერჩეული იყოს, ივენთიდან გამომდინარე.

 

მსახიობებს შეუძლიათ შემოგთავაზონ მზა სცენარები და რომელიმე მათგანი აირჩიოთ, ან რამდენიმე სცენარიდან ააწყოთ ერთი, თქვენთვის სასურველი. შეგიძლიათ, თავად შესთავაზოთ პირობები, მთავარია, დროულად დაგეგმოთ, სასურველია რეპეტიციაც გაიაროთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევისთვის, თუ დიდი ჯგუფისთვის გსურთ მომსახურების მიღება. შესაბამისი იქნება თანხაც – რაც მეტ დეტალს დაამატებთ ან მეტ გმირს, მით მეტი დაიხარჯება რეკვიზიტებზე, მით მეტი ადამიანური რესურსი გახდება საჭირო და ა.შ.

არ დაგავიწყდეთ – ეს ძალიან მნიშვნელოვანია სცენარის დასაგეგმად – გააფრთხილეთ მსახიობები მაყურებლების ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მახასიათებლების შესახებ.

დაიცავით უსაფრთხოების წესები

ყველა დეტალი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უსაფრთხოების წესების დარღვევა, წინასწარ უნდა განიხილოთ. თუ თქვენ გაქვთ თამაში, რომელშიც ადამიანი თვალახვეულნი მონაწილეობენ და გამარჯვებული შოკოლადით უნდა დასაჩუქრდეს, ისიც კი წინასწარ უნდა იქნეს გათვლილი, რომელი შოკოლადი უნდა გამოიყენოთ და ხომ არ აქვს რომელიმე პირს ალერგია თხილზე, ან რძეზე. აქვს რომელიმე ბავშვს, ან ზრდასრულს ალერგია ციტრუსზე? – გააფრთხილეთ წინასწარ მსახიობი.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, თუ პროგრამა ითვალიწინებს ქიმიურ ან პიროტექნიკურ ელემენტებს. გამოყავით სპეციალური სივრცე შოუსთვის – განსაზღვრეთ მაყურებლის ადგილი და უსაფრთხო მანძილი. ადგილზე იქონიეთ პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები.

დაიმახსოვრეთ – ყველა პიროტექნიკური სამუშაო უნდა შესრულდეს პროფესიონალის მიერ – ნუ ჩართავთ ამ პროცესში მოყვარულებს.

 

 

 

 

წინასწარ გააფრთხილეთ მსახიობი, რომ თუ მთვრალი მოვა დღესასწაულზე, ვიზიტს გაუუქმებთ და თანხას არ გადაუხდით. და მაინც, თუ შეზარხოშებული გესტუმრებათ, შეგიძლიათ, წასვლა მოსთხოვოთ.

გახსოვდეთ, ახალი წლის დღესასწაულს თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის აწყობთ და ისეთი უნდა იყოს, როგორიც თქვენ წარმოგიდგენიათ.

 

 

 

თამო კეშელავა, ალია

თეგები: ახალი წელიდღესასწაულითოვლის ბაბუათოვლის ბაბუა გამოძახებითფართი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

საგარეჯოში თავდამსხმელი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია – მედია
ახალი ამბები

„რასაც ახლა ნოდარ ათუაშვილზე მოგიყვებით, კარგად იცის ყველა უწყებამ და არ ამბობენ!“ – რა უყვება „ალიას“ თადარიგის ოფიცერი, დავით ნემსაძე?

17:35 02-06-2023
„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023

ბიზნესი

30%-იანი ქეშბექი სამუხრუჭე სისტემის კომპონენტებსა და ავტომობილის პოლირებაზე – შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“
ბიზნესი

30%-იანი ქეშბექი სამუხრუჭე სისტემის კომპონენტებსა და ავტომობილის პოლირებაზე – შეთავაზებები „ტოიოტა ცენტრი თეგეტასგან“

13:25 02-07-2023
„საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის
ბიზნესი

„საბა“ 2023 – მესამე ათწლეული ქართული ლიტერატურისთვის

12:52 02-07-2023
„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად
ახალი ამბები

„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად

13:19 02-06-2023
1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved