• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, კვირა, 22 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ უნდა შეამოწმო დივნის ხარისხი? – წესები, რომლებიც ავეჯის შეძენაში დაგეხმარება

ალია ავტორი - ალია
07:00 05-15-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,109

მოდა ისაა, რაც გიხდებაო, მთლად ეგრე არ მგონია საქმე, თუ არ იცი, არ გისინჯავს, რა იცი, გიხდება, თუ არა?

ბოლო დროს, მივხვდი, რომ ხარისხიანი ავეჯი მიხდება. ადრეც ვიცოდი, რომ ხარისხიანი უნდა მეყიდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა შემემოწმებინა ხარისხი და ან სად მეყიდა. სწავლა სიბერემდეაო, ეგ კი სიმართლეა, მაგრამ თან სევდიანი სიმართლეა, 44 წლის ასაკში რატომ უნდა ვიგებდე, როგორ ამოვიცნო ავეჯის ხარისხი?

მოდა ცვლადია და თან ბრუნვადი, თუმცა არის ერთი რამ, რაც არასოდეს გადადის მოდიდან და ეს ხარისხია. რაც უნდა შეიკეროს, რისგანაც უნდა შეიკეროს, რა ფორმისაც და ფერისაც, იქნება ეს სამზარეულოს ავეჯი, შარვალი, თუ ფარდა, – უნდა იყოს ხარისხიანი.

ცალკე ამბავია, რა გვგონია ხარისხი. დიდხანს რომ ძლებს ნივთი, კი, ეგაც ხარისხის მაჩვენებელია, მაგრამ მეორეს მხრივ, იმდენი უხარისხო ნივთი ძლებს დიდხანს, მაგალითად, პლასტმასის ჭიქა დიდხანს ძლებს, მაგრამ ეს მის ხარისხიანობას არ მიუთითებს. ხარისხის ძირითადი ნიშნებია – რამდენად ბუნებრივი მასალითაა დამზადებული და რამდენად კომფორტულია.

შარშან ვიყიდე დივანი. სანამ ვიყიდდი, ვეძებე, სადაც წავედი, ყველგან ერთნაირები იყიდებოდა, კი, ზოგი 10 სანტიმეტრით გრძელი იყო, ზოგი 15 სანტიმეტრით მოკლე, მეტი არაფერი სხვაობა. ეს, მაკას რომ უდგას მისაღებში ისეთია, ის, ზურმუხტისფერი, ზუსტად იგივე ფერია, გიოს რომ უდგას სასტუმრო ოთახში, და ეს, კუთხის, ზუსტად ეგეთი ტატოს, ქეთის და მზიკოს აქვთ სამზარეულოში.

სახლში ვერ მოგიტანთ, მაგრამ სახლთან მოგიტანთო. ცალკე მომიწია დაქირავება იმათი, ვინც მეექვსე სართულზე აიტანდა. ეს უნდა დავშალოთო, დაშალეს სადარბაზოშივე და სახლში ააწყვეს თავიდან. 250 ლარი გადავიხადე.

სახლში, აწყობის პროცესში, დავინახე, რომ ქვედა ნაწილი, რომელიც არ ჩანს ერთი შეხედვით, ძალიან ცუდადაა ნაკეთები, ე.წ. მასიური ხე დაბზარელია, ნაჭერი თხელი, ოკრობოკროდ მიკრული, მეტალის ნაწილები სულაც არაა უჟანგავი და თავი მოტყუებულად ვიგრძენი. დავრეკე კომპანიაში, თუ გინდა გამოგიცვლითო. რა გარანტია მაქვს რომ იგივე პრობლემა არ ექნება? – არანაირიო. ამოტანა 250 ლარი, ჩატანა 250 ლარი და იმ ახალის ამოტანა 250 ლარი და გარანტია – 0.

დავრჩი ხასიათწამხდარი, დაღლილი და რომელიმე მეგობარს რომ დაურეკო, მოდი, ჩემს ახალ დივანზე შემოვსკუპდეთ და ყავა დავლიოთ–თქო, არც ეგ გამოდის, რა ახალი, ქალო, იმასაც ეგეთი აქვს სახლში.

მალევე ღრმულები გაუჩნდა. სადაც ხშირად ვჯდებოდი, ის ადგილები ჩავარდა. ცოტათი მოირყა, ცოტათი გაშლისას „ჭედავდა“. ეგეთი ხომ ძველიც იყო?

აი, მაგ დროს გადავწყვიტე, რომ ხარისხიან ავეჯს ვიმსახურებ, არც ყოველწლიური დისკომფორტი მინდა, არც მასიური, არ მინდა ავეჯი, რომელსაც იქეთ უნდა მოვარგო ჩემი სახლი, მინდა ავეჯი, რომელსაც ჩემს სახლს მოვარგებ, რომელიც ასიამოვნებს ჩემს ინდივიდუალიზმს და აამებს კანს, ბუნებრივი ქსოვილით,

ტელეფონი მოვიმარჯვე, პირველმა დღემ ჩაიარა უშედეგოდ, რადგან ვისაც ვკითხე, ყველამ მითხრა, რომ კარგი ხარისხის მასიური ხით და უჟანგავი ფოლადითაა დამზადებული, ვითხოვდი ძირის ფოტოებს, ან შიდა, ფოლადის ნაწილების ფოტოებს, ზოგმა არ გამომიგზავნა, ზოგმა ურცხვად მომაწოდა, თითქოს დაბზარული ძირი და ნახევრადდაჟანგული ნაწილები ნორმა იყოს.

მეორე დღეს, დავიწყე გამოკითხვა, რამდენად ბუნებრივი მასალითადაა ზედაპირი დამზადებული – ზოგმა ისიც არ იცოდა, რომელია ბუნებრივი ნაჭერი, ზოგი მიმტკიცებდა, რომ ბუნებრივი ნაჭრით არავინ მუშაობს ბაზარზე და ტყუილად ვეძებ, ზოგი მარიგებდა, რომ ავდგე და ბუნებრივი ქსოვილის გადასაფარებელი ვიყიდო.

ტილო, ხალხო, ტილო – ნატურალური, დალოცვილი მასალა. დამუშავებული ტილო გამოიყენება ავეჯისთვის, ფეხსაცმლისთვის, ქურთუკებისთვის, ტვირთგამძლე ჩანთებისთვის, ფულის და ფოსტის გადასაზიდად, მაგალითად და იმდენ ფულს გისურვებთ, ტილოს მყარი ჩანთები დაგჭირვებოდეთ გადასატანად. თუ მწარმოებელი ტილოს ფარდებს კერავს, მას შედარებით თხელი, გათეთრებული მასალა სჭირდება, ავეჯის, ინტერიერის მწარმოებელს უხეში, გაუთეთრებელი. ორიგინალურიცაა და ეკოლოგიურად სუფთაც. კარგად იღებება სხვადასხვა ფერად. ეს უძველესი ქსოვილი, ბოლო დროს ტრიუმფალურად დაბრუნდა წარმოებაში და ფეხს არ იცვლის.

ბუნებრივად მას შეიძლება ჰქონდეს მოყავისფრო, მონაცრისფრო, მოყავისფრო–მომწვანო, მოყვითალო, კრემისფერი ელფერები. თუმცა, არც სხვა ფერებია პრობლემა. რაც მთავარია, იგი სწორად უნდა დამუშავდეს, რომ ბუნებრიობაც შეინარჩუნოს და სიმტკიცეც შეიძინოს.

ვიპოვე, როგორც იქნა, კომპანია, რომელმაც ყველა კითხვაზე მიპასუხა და ახლა ნახვის დროა – ასე ვიპოვე ხარისხიანი,  ესპანური ავეჯი interiorismo-ში. ნამდვილად ტილო დამხვდა, კი, კარგი ხარისხის. მაგრამ ეს ხომ შალითაა, მოხსნი, გარეცხავ, – ეგ კარგია, მაგრამ თავად დივანი? – ისიც ტილოსგან შეკერილი აღმოჩნდა.

კატალოგიც დამხვდა ესპანური მწარმოებლის, სადაც ფერების მიხედვით შევარჩევდი დივანს, ძალიან დიდი არჩევანია ფერის და რომელიც მომეწონებოდა, ისეთს ჩამომიტანდნენ, თუ ადგილზე არ დამხვდებოდა.

სამაგრები ავეჯის ქვედა მხარეს

 

 

 

 

ახლა ძირი უნდა ვნახო – ამოვატრიალეთ, ხის ნაწილები სადაც ჩანდა, იდეალურად ნამუშევარი, ნაჭერი ქვედა მხარეს, კარგად დამაგრებული, ლამაზად და თან მყარად,

ქვედა მხარესაც გამძლე, მყარი სამაგრებითაა დამაგრებული ავეჯი. ანუ, მხოლოდ ვიზუალზე არ ზრუნავს, უყურე შენ…

 

 

 

 

იშლება და მატრასი აქვსო, აუჰ, მატრასი არ უვარგა ხოლმე უმრავლესობას და ამასაც ნამდვილად უხარისხო ექნება, ვფიქრობ, მაგრამ დივანი იყოს ხარისხიანი და ჯანდაბას, გამოვცვლი. გაშლა ვითხოვე, გავშალეთ და მთლიანი, მეტალის კარკასი, ე.წ. ბლუმის მექანიზმით. ეს მექანიზმი საშუალებას გაძლევს ავეჯის შიდა სივრცე სრულად აითვისო, რაც, თავის მხრივ, პრაქტიკულობის, გამძლეობის და კომფორტის გარანტია.

სამი სხვადასხვანაირი ორნამენტითაა კარკასი დამზადებული, სხეულის მდებარეობის მიხედვით, მაქსიმალური კომფორტისა და გამძლეობისთვის.

მეტალი ხომ ხარისხიანი დამხვდა და ისე ლამაზად ჩაჩუქურთმებულია, თითქოს კარკასი არ იყოს, გარედან ჩანდეს, ან კედელზე მისაკრავად მინდოდეს.

ცალკე მოსაყოლი ამბავია ჭანჭიკები – ხარისხიანი, უჟანგავი, ლამაზები, ჩაწიკწიკებული.

არა, ასეთი კარკასის ფონზე, მატრასი როგორიც უნდა ისეთი იყოს, აღარ მაინტერესებს, – ვფიქრობ და კუთხეებს, ჭანჭიკებით ულამაზესად და უმყარესად დამაგრებულებს თითებით ვეფერები, თან ვცდილობ, ძალიანაც არ დამეტყოს, ემანდ ფასი არ მომიმატონ. ახლა მატრასს დავუწუნებ და „მჟავე“ სახეს მივიღებ, თორემ, ზედმეტად ბედნიერი გამომეტყველება მაქვს.

რაკი თავიდანვე ბუნებრივი ქსოვილები ვიკითხე, მთხოვეს, მატრასს ხელით შეეხეთო – შევეხე და დამრჩა თითები ზედ, ეგაც ბუნებრივ მასალაზე დამზადებული, რბილი, აშკარად კარგად ნაკერი, ოჰ, დავწვები და 3 თვეში ამოვა ზემოთ რკინები – წავიწუწუნე და აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ აქვს არანაირი ზამბარა, ისეა შეკერილი.

რატომ უნდა ჰქონდეს ხარისხიან დივანს ხარისხიანი მატრასი? რაში სჭირდება? ლოგინი ხომ არაა? დივანია. ახლა უკვე დავიბენი და აღარ ვიცი, სად დავდგა, სასტუმრო ოთახში, თუ საძინებელში? არა, სტუმარს ამაზე ვერ დავაწვენ, ზედმეტად კარგია სტუმრისთვის, – ვფიქრობ.  წესით, ახლა, პატიოსანმა ადამიანმა უნდა ჰკითხოს – ისა და მატრასს ცალკეც ხომ არ ყიდით?

ამ დროს გამახსენდა, რომ ხე არ ვიცი, რომელი აქვს მწარმოებელს გამოყენებული, ხეზე მაინც დაზოგავდა, ეგ ფულს ალბათ. ცოტა უსინდისობა კია, ასეთი კარკასის შემდეგ, ხის ნაწილების დაწუნება, მაგრამ „დამღალეს“, ბატონო, ამ თავაზიანობით, ღიმილით და ხარისხით, ერთი ვერ ამოვიწუწუნე. აღმოჩნდა, რომ ხის ნაწილები მუხისგანაა დამზადებული.  ხოო… მანდ საბოლოოდ გავტყდი.

სიურპრიზი იყო ის, რომ შიდა სივრცისთვის კი კარგი ხარისხის ტილოს მასალითაა დამზადებული, სქელი, მტკიცე, მაგრამ აქვთ გარე სივრცისთვისაც დივნები, რომლებიც ისეთი ბუნებრივი ქსოვილისგანაა შეკერილი, ნესტს რომ უძლებს.

მანგოს ხის მასალისგან დამზადებული უმაგრესი დიზაინის მაგიდები დავინახე და სამზარეულოსთვის რაღაც იმდენად კარგი, მაგიდის დაძახება რომ მოგერიდება წესიერ ადამიანს, მაგრამ ერთი დღისთვის მეტისმეტი იყო. ისე, იცოდი, რომ სამზარეულოში პრიალა ზედაპირის ავეჯი აღარაა მოდაში? – კი, მე ვიცოდი, ფერებიც ვიცოდი, რომელი შემოვიდა წელს მოდაში. ამათაც სცოდნიათ.

სარკე? – იცი, რა რთულია ხარისხიანი სარკის პოვნა? იმდენად რთულია, რომ ყაბულს ხარ, სულაც არ იყოს უცხო დიზაინით დამზადებული. არადა, აქ ორი ერთში ამბავია, ესპანური და ფრანგული მწარმოებლების დამზადებული.  სკამების არჩევანი იმდენად დიდია, საცხოვრებლად უნდა გადავიდე, ყველა რომ დავათვალიერო, მაგრამ დამპირდნენ, როცა სკამის ყიდვას გადაწყვეტ, შენ მხოლოდ კრიტერიუმები გვითხარი, სტილი და აგარჩევინებთო.

ჯერ სკამი არ მინდა, სამსახურშიც საკმაოდ ვზივარ, ჯერ ამ ახალი დივნით უნდა დავტკბე, წამოწოლილ–მიწოლილმა უნდა დავლიო ყავა საღამოს, რამე სასიამოვნო ფილმის ყურებისას.

ზოგი ჭირი მარგებელია და ხარისხიანი, კომფორტული ავეჯის ძიებაში, დივნის მდივნად კი ჩამოვყალიბდი და შენ რას „მიგიღწევია“ ამ კუთხით ცხოვრებაში, კომენტარებში მოგვიყევი.

 

 

 

თეგები: INTERIORISMOავეჯიგასაშლელი დივანიდივანიესპანური ავეჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved