• რეკლამა
  • კონტაქტი
23:29, სამშაბათი, 14 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ „ინდური შტამით“ დაინფიცირდით – ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გირჩევთ

ალია ავტორი - ალია
16:55 06-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

„დელტა“ ანუ ე.წ. ინდური შტამი მსოფლიოსთვის მორიგი საფრთხე აღმოჩნდა. რამდენიმე კვირის წინ ეს შტამი საქართველოშუც გავრცელდა და სპეციალისტები არ გამორიცხავე, რომ აღანიშნული შტამი ქვეყანაში წამყვანიც კი გახდეს.

როგორ უნდა დავიცვათ თავი ახალი საფრთხისგან და რა ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ იმისათვის, რომ ქვეყანამ მორიგი პიკი თავიდან აიცილოს, ამ კითხვებზე ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას პასუხობს:

„რითი განსხვავდება „დელტა შტამი“ მისი წინამორბედი შტამებისგან, ამაზე კვლევები მიმდინარეობს და საბოლოო დასკვნის გაკეთება ცოტათი რთულია.

ამ დრომდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ის უფრო მეტად, დაახლოებით 50 % -ით უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე უხანის შტამი, დაავადების მიმდინარეობა მეტი სიმძიმით ხასიათდება, ვიდრე კლასიკური კორონავირუსი.

იმის თქმა, რომ  უფრო აგრესიულია და უფრო მაღალი ლეტალობა ახასიათებს, ვერ ვიტყვით და ხალხს ვერ შევაშინებთ. მით უფრო, რომ ეს ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ პირველადი კვლევები ამას გვიჩვენებს“.

რა სიმპტოპმები ახასიათებს „დელტა“ შტამს

„გაციება სხვანაირად იწყება. ჩინური შტამის დროს იყო ცხვირში გაჭედილობისა და სიმშრალის შეგრძნება, ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითება.გვიცავს თუ არა „ფაიზერი“ დელტაშტამისგან, რატომ დასჭირდა ისრაელს შეზღუდვების კვლავ დაწესება – გამყრელიძის განმარტება

„დელტა“ შტამი რინორეით იწყება, შეიძლება თავიდან ტემპერატურა არ ჰქონდეს ადამიანს, ცოტა მოგვიანებით დაიწყოს და გახანგრძლივდეს.

სხვა კორონავირუსულ ინფექციებს ახასიათებს ყელის ტკივილი,  მშრალი ხველა, ტემპერატურის მატება. „დელტა“ შტამის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია, რინორია, ანუ ცხვირიდან გამონადენი და  ცხვირთან ასოცირებული შეტევები. რაც წინა შტამების შემთხვევაში ნაკლებად ცირკულირებდა“.

ქვეყანაში ოფიციალურად დადასტურებული 20 შემთხვევაა, რამდენად არის საშიში

„20 და 22 შემთხვევა ნამდვილად არაა ამ ეტაპზე საშიში, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ძალიან გავრცელდა, მათ შორის რუსეთში საკმაოდ მაღალია  დელტა შტამის გავრცელება.  ვრცელდება იმ ქვეყნებშიც, სადაც ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობს და მათ შორის ისრაელში. დელტა შტამის გავრცელების გამო გარკვეული შეზღუდვები შეიძლება იქაც შემოიღონ.

ეს ჩვენ მიგვითითებს ერთ რამეზე – „დელტა“ შტამი არის საკმაოდ სახიფათო და ჩვენ ზაფხულის პერიოდში, როდესაც მობილობა გაიზრდება, განსაკუთრებით საზღვაო კურორტებზე, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ფრთხილად უნდა იყოს როგორც საზოგადოება, რომელმაც უნდა დაიცვას რეკომენდაცია, ასევე სახელმწიფო, რომელმაც უნდა გაატაროს გარკვეული რეგულაციები, იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ შტამის მასობრივი გავრცელება“. – აცხადებს გოგინავა.

ამ ფონზე შეზღუდვების შემსუბუქება და ღია სივრცეში პირბადის არტარება, რამდენად შეიძლება სწორი  გადაწყვეტილება იყოს?

„მოსახელობის დიდი ნაწილი პირბადეს გარესივრცეში არ ატარებდა, ან თუ ატარებდა, ატარებდა წესების დარღვევით.

ფაქტობრივად პირბადის გარესივრცეში ტარების წესი დიდი ხანია უკვე დარღვეულია და ის ვერ უზრუნველყოფდა იმ  ფუნქციას, რაც უნდა ეკისრა.  პირბადის რეგულაციები კი მოიხსნა, მაგრამ რეკომენდაცია რჩება.

მე პირადად მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეგულაცია არ გვაქვს და შეზღუდვები არ გვაქვს, მაგრამ იქ, სადაც არის ხალხმრავლობა და ვერ ვახერხებთ დისტანცირებას, თუნდაც ეს იყოს ღია სივრცე, გამოვიყენოთ პირბადე. რეგულაციის მოხსნის მიუხედავად, პირბადე მაინც ვატაროთ“.

გვიცავს თუ არა „ფაიზერი“ დელტა შტამისგან

„ფაიზერმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მისი ვაქცინა ადამიანებს „დელტა“ შტამისგანაც იცავს. მაგრამ ისრაელმა, სადაც მოსახლეობა თითქმის სრულად აცრილია ამ ვაქცინით, რისკების შესამცირებლად შეზღუდვები კვლავ შემოიღეს.

მართალია „ფაიზერმა“ დადო მონაცემი, რომ მისი ვაქცინა „დელტა“ შტამისგან იცავს ადამიანებს, მაგრამ ეს ბოლომდე შესწავლილი არაა. ისრაელი წინდახედული ქვეყანაა და წინასწარ იღებენ  ღონისძიებებს, რომ შემდეგ მეტი რადიკალური ზომები არ იყოს მისაღები“.

როგორ უნდა დავიცვათ თავი „დელტა“ შტამისგან

„თავდაცვა იგივეა.  დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება, სადაც ამის აუცილებლობაა და რასაკვირველია,  ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს ქვეყანაში.

ჩინურ ვაქცინებზე ამბობენ, ნაკლებად გვიცავსო, მაგრამ ეს ნაკლებადაა შესწავლილი.

ქვეყანაში ვაქცინაცია უნდა გავაგრძელოთ, რადგან თუ ვაქცინირებული ადამიანები არ გვეყოლება, არამარტო „დელტა“ შტამი, სხვა შტამების წარმოიქმნება.

ვაქცინაციის მიზანი ზუსტად ისაა, რომ დავასწროთ ავადმყოფობას, სანამ ახალ შტამებს შექმნის და ამით პანდემია დავამარცხოთ“. – განაცხადა გოგინავამ.

რა ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ „დელტა“ შტამისგან მოსახლეობის დასაცავად

„კურორტებზე  უნდა იყოს მკაცრი კონტროლი, რათა მეტ-ნაკლებად მოხდეს წესების დაცვა. უნდა შემოწმდეს სასტუმროები, სადაც დამსვენებლები იქნებიან. მკაცრად უნდა გაკონტროლდეს იმ ქვეყნებთან სახმელეთო მიმოსვლები, სადაც ვიცით, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდება.

შეიძლება ახლა რომელიმე ქვეყანაში არის კარგი მდგომარეობა, მაგრამ ერთ თვეში გაუარესდეს. იმ ქვეყანაში, სადაც მაღალი რისკია „დელტა“ შტამის გავრცელების, გარკვეული შეზღუდვები უნდა დაწესდეს.

სახელმწიფოს როლია, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა გააკონტროლოს და იმის მიხედვით გადაწყდეს, რომელი ქვეყნიდან შემოვიდენნ ადამიანები“.

წყარო: ფორტუნა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved