• რეკლამა
  • კონტაქტი
16:05, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ წავიდეთ კლინიკაში საგანგებო მდგომარეობის დროს? – ვინ გასცემს საბუთს?

ალია ავტორი - ალია
19:01 04-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პაციენტისა და მისი თანმხლები პირის საცხოვრებელი მისამართიდან კლინიკაში გადაადგილების ინსტრუქციას ავრცელებს.

როგორც ინსტრუქციაშია აღნიშნული, კლინიკაში გეგმური სამედიცინო მომსახურების მისაღებად: (დიალიზი, ქიმიო/ჰორმონოთერაპია, მშობიარობა და ა.შ) კლინიკა პაციენტზე გასცემს კლინიკის ბლანკზე, ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ცნობას, რომელიც მოიცავს შემდეგ მონაცემებს:
•    პაციენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
•    ვიზიტის დრო და თარიღი;
•    გადასაადგილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი);
•    საჭიროების შემთხვევაში მძღოლისა და თანმხლები პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
კლინიკიდან პაციენტის გაწერისას:
•    კლინიკა პაციენტზე გასცემს ფორმა N IV-100/ა;
•    ამავდროულად იწერება ცნობა კლინიკის ბლანკზე, ბეჭდით დამოწმებული და ხელმძღვანელის ხელმოწერით, რომ ეს პაციენტი გაეწერება კლინიკიდან (დროის მითითებით), მის საცხოვრებელ მისამართზე (მისამართის მითითებით);
•    გადასაადგილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი);
•    საჭიროების შემთხვევაში მძღოლის და თანმხლები პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

ეს ცნობა უნდა გადაეგზავნოს (დასკანერებული ვერსია ელ. ფოსტაზე) იმ პირს, რომელიც განახორციელებს გაწერილი პაციენტის ტრანსპორტირებას. ამ პირმა ცნობა ამობეჭდილი/მატერიალური ან ელექტრონული სახით (ტელეფონზე) უნდა იქონიოს თან, ამავდროულად პაციენტს თან უნდა ჰქონდეს ფორმა N IV-100/ა, რომელსაც დასტურად წარუდგენს პოლიციას.

მწოლიარე პაციენტების ოჯახის მიერ საკვებით ან პირადი ნივთებით უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში: კლინიკა საკუთარ ბლანკზე, ბეჭდითა და ხელმძღვანელის ხელმოწერით დამოწმებულ ცნობას გასცემს, რომელიც მოიცავს შემდეგ მონაცემს:
•    გადაადგილების მიზნობრიობა (გადააქვს საკვები/პირადი ნივთები კონკრეტული პაციენტისთვის);
•    გადაადგილებოის ტრაექტორია საცხოვრებელი მისამართი და კლინიკის მისამართი;
•    გადაადგილების დრო და თარიღი;
•    პაციენტის ახლობელი/ნათესავი პირის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი);
•    გადასაადგილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი);
•    საჭიროების შემთხვევაში მძღოლის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი

აღნიშნული ცნობა ეგზავნება საკვების/პირადი ნივთების გადამტან პირს ელფოსტის მისამართზე, რომელიც ბეჭდავს ამ ცნობას და ხელთ აქვს მატერიალურად, ან წარუდგენს პოლიციას ტელეფონით ელექტრონულ ფორმატში. კლინიკაში საკვების/პირადი ნივთების მიტანის შემდეგ, კლინიკა საკვების გადამტან პირს წერილობითა და ბეჭდით უდასტურებს, რომ ამა და ამ დროს მიიღო საკვები პროდუქტი. თუ გადამტან პირს არ აქვს ამობეჭდილი ცნობა და მხოლოდ ელექტრონული ვერსია აქვს ტელეფონზე, კლინიკა უბეჭდავს ამავე ცნობას და უდასტურებს ამ ცნობაზევე მინაწერით და ბეჭდის დარტყმით, ან გასცემს ახალ, ბეჭდით დადასტურებულ, ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ ცნობას, რომ ამ პირმა ამა და ამ დროს ნამდვილად მიიტანა საკვები/პირადი ნივთები.

“ალია” – ჯანდაცვის მინისტრს დაავიწყდა აეხსნა, როგორ ამოვბეჭდოთ ცნობა – ადამიანებმა, ვისაც სახლში არ გვაქვს პრინტერი.

ან, რა ქნან ადამიანებმა, რომლებსაც არც კარგი მობილური ტელეფონი აქვთ და არც პრინტერი.

თუმცა, სულ მალე, 24 აპრილს მთავრობა წარადგენს ანტიკრიზისულ გეგმას და დაველოდოთ, იქნებ, პრინტერებსა და ტელეფონებს არიგებენ.

ჯანდაცვის მინისტრს იმის თქმაც დაავიწყდა – როგორ მოიქცნენ ადამიანები, რომლებსაც შინაური ცხოველის წაყვანა უნდათ ვეტექიმთან – დღეს, ერთი ადამიანი უკვე დააჯარიმეს იმის გამო, რომ ლეკვი წაიყვანა ვეტექიმთან – მიუხედავად იმისა, რომ წასვლამდე 5 საათის მანძილზე წერდა სოციალურ ქსელში, რომ მთავრობის ცხელ ხაზს ვერ უკავშირდება და ლეკვი ეღუპება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved