• რეკლამა
  • კონტაქტი
09:21, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ შლის სახელმწიფო ინსტიტუტებს კლინიკიდან სააკაშვილი და რას პასუხობს მას მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
21:59 06-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
328

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ყოფილი პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რომ საჭიროა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც ქართველი ერის გამომხატველ არჩევნებს ევროკავშირის კონტროლის ქვეშ ჩაატარებს, პასუხობს და ამბობს:

 

“ტექნიკურ თუ დროებითი თანხმობის მთავრობაზე ლაპარაკი არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლის მცდელობა, სახელმწიფო არ ჩამოიშლება, რადგან სახელმწიფო შედგა, უამრავი რეფორმა გატარდა

2020 წელს რამდენიმე თვე იწვალეს, რომ კრიზისი წარმოეჩინათ, საბოლოო ჯამში ის ხელოვნურად შექმნილი კრიზისიც განიმუხტა, სახელმწიფოც თავის ადგილზე დგას. სახელმწიფო შედგა, უამრავი რეფორმა გატარდა. „სასამართლოში არაფერი გაკეთებულა“ – ასე ისვრიან ფრაზებს და არც ცდილობენ დაამტკიცონ. 4 ტალღა გატარდა და თავადაც რომ ეთანხმებოდნენ ისეთ ცვლილებებზეა საუბარი. ყველაზე დიდი ბოროტებაა, რომ სახელმწიფოს ჩამოშლის მცდელობები გქონდეს სხვადასხვა გზით და ამას აკეთებდე საზოგადოების მოტყუების გზით. თავად ყველაზე უკეთ იციან, რომ ასოცირებულ ტრიოში და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს კი არა, ზოგ ევროპულ მეგობარ სახელმწიფოსაც რაღაც კრიტერიუმებით ვუსწრებთ, ეს არის ძალიან საამაყო.”

კითხვას, თუ ეს ასეა, ევროპულმა კომისიამ ეს რატომ ვერ დაინახა, მდინარაძე აცხადებს, რომ „ევროპულმა კომისიამ რა დაინახა და რა ვერ დაინახა, ეს ახსნა საფრანგეთის პრეზიდენტმა, გამოვიდა ის კაცი და მარტივად თქვა – გეოგრაფია და ის, რომ უკრაინაში ომია“.

 

“უნდა შეიქმნას ტექნიკური მთავრობა, რომელიც არჩევნებს  ევროკავშირის კონტროლით ჩაატარებს” – სააკაშვილი

თეგები: მამუკა მდინარაძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved