პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:
“პირადად მე არანაირი ილუზია არ მაქვს რომ კევინ სპეისის ისტორია დაასრულებს იმ მასობრივ შიზოფრენიას რომელიც დასავლეთს ბოლო დროს მოედო. პროცესი ძალიან შორს არის წასული.
ყველა მასობრივი შიზოფრენია კეთილშობილური მიზნით იწყება ხოლმე და ამ შემთხვევაშიც ასე იყო. ამიტომაც მოხდა რომ საზოგადოების დიდი ნაწილი თავის დროზე იოლად გაუწვა და დამორჩილდა აგრესიულ და კარგად მოტივირებულ უმცირესობას რომელმაც საბოლოოდ მას თავს მოახვია ჩვეულებრივი ცენზურა და უარი ათქმევინა თავისუფლების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებზე როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და უდანაშაულობის პრეზუმფცია.
ეს აგრესიული უმცირესობა იმიტომაცაა საშიში რომ საკუთარ სიმართლეში ბოლომდეა დარწმუნებული; ფიქრობს რომ ჭეშმარიტებაზე მონოპოლია აქვს; ფიქრობს რომ მხოლოდ მას შეუძლია ცოდვილ კაცობრიობას ნათელი მომავლისკენ უჩვენოს გზა (აშკარაა ანალოგია რელიგიურ ფანატიზმთან და ბოლშევიზმთან).
საბჭოთა კავშირში დაბადებულ-გაზრდილებმა ბარე ორზე უკეთ ვიცით თავისუფლების ფასი და ნამდვილად არაა იოლი გადასატანი ახალი ცენზურა. თუმცა, ახლა ციმბირი, ფსიქიატრიული ან ხუნვეიბინების მიერ ქუჩაში ცოცხლად ჩაქოლვა არ გვემუქრება.
ჰოდა, როგორ შევარდნაძე იტყოდა, ამის არდანახვა არ შეიძლება.”
კომენტარები