• რეკლამა
  • კონტაქტი
21:11, შაბათი, 30 სექტემბერი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სახლისთვის

ალია ავტორი - ალია
20:12 09-14-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
336
სახლის კეთილმოწყობაზე, ენერგოეფექტურობასა და კომფორტზე დიდ გავლენას ახდენს სწორად შერჩეული გათბობის სისტემა. წინასწარ მიღებული ინფორმაციის გარეშე, ბაზარზე არსებული მრავალრიცხოვანი ვარიანტებიდან საუკეთესოს არჩევა შესაძლოა რთული და შრომატევადი პროცესი იყოს. თუმცა, თუკი გაითვალისწინებთ რამდენიმე ძირითად ფაქტორს და იმას თუ როგორ ერგება კონკრეტული გათბობის სისტემა თქვენს მოთხოვნებს, შეძლებთ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

ჩვენს სტატიაში მოგაწვდით საჭირო რჩევებსა და ინფორმაციას გათბობის სხვადასხვა ტიპის მუშაობის პრინციპების შესახებ და დაგეხმარებით თქვენთვის საჭირო არჩევანის გაკეთებაში.

განსაზღვრეთ თქვენი შესაძლებლობები და საჭიროებები

პირველი, რაც გათბობის ქვაბის ყიდვამდე უნდა გააკეთოთ, არის საჭიროებების განსაზღვრა და მათზე მორგებული ტიპის გათბობის ქვაბის შერჩევა. არსებობს ორი ტიპის ქვაბი:

          1.ტრადიციული ტიპი

ტრადიციული მუშაობის პრინციპის მქონე გათბობის ქვაბები ყველაზე მეტად არის გავრცელებული რაც განპირობებულია მისი ხელმისაწვდომი ფასით, მარტივი ექსპლუატაციით და ნაკლები სერვისის ხარჯით. მას გააჩნია როგორც რადიატორების გათბობის ასევე სამომხმარებლო ცხელი წყლის მიწოდების ფუნცია. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი შეადგენს შეადგენს 90-93%-ს.

         2. კონდენსაციური ტიპი

კონდენსაციური ტიპი ტრადიციულისაგან განსხვავებით ახდენს ჰაერისა და ბუნებრივი აირის ოპტიმალური შერევას. თბომცვლელის დიზაინი და მოდულირებადი ვენტილატორი საშუალებას იძლევა ჰაერის და ბუნებრივი აირის შერევა ოპტიმალური ფარდობით მოხდეს. შედეგად, აირი ბოლომდე იწვის და არ გვაქვს დანაკარგი საკვამური მილიდან გამოტყორცნილი დაუწვავი ნარჩენების სახით. აღნიშნული ტექნოლოგია საშუალებას იძლევა დაიზოგოს გაზის ხარჯი ტრადიციულთან შედარებით 10-დან 30%-ამდე შეღავათით. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის 103-110% და ტრადიციულთან შედარებით ნაკლებად აბინძურებს ნამწვით გარემოს. კონდენსაციურ ქვაბს გააჩნია როგორც რადიატორების გათბობის ასევე სამომხმარებლო ცხელი წყლის მიწოდების ფუნცია.  მაქსიმალური ეფექტისათვის გასათვალისწინებელია რომ კონდესაციური ქვაბის შეძენის შემთხვევაში სტანდარტული ქვაბისგან განსხვავებით გათბობის რადიატორები 10-15%-ით მეტი თბოგამოცემის სიმძლავრით უნდა იქნას შერჩეული.

სწორად შეაფასეთ ეფექტურობა

გათბობის ქვაბის შეძენამდე, აუცილებლად გაეცანით მის მახასიათებლებს და სწორად შეაფასეთ ეფექტურობა. თუ ფიქრობთ, რომ არ გაქვთ საკმარისი ცოდნა კონკრეტული მოდელის შესაფასებლად, გაიარეთ კონსულტაცია შესაბამის პირთან, რათა სრულიად დარწმუნდეთ თქვენი შენაძენის სისწორეში.

განსაზღვრეთ დამონტაჟებისა და მოვლის ხარჯები

გათბობის სისტემის შერჩევისას აუცილებლად გაითვალისწინეთ როგორც დამონტაჟების, ასევე ეტაპობრივი ტექნიკური შემოწმებისა და სერვისის ხარჯები.

შეაფასეთ ღირებულება

გათბობის ქვაბის ღირებულება ერთ ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია, რითიც საქართველოში ადამიანების უმეტესობა ხელმძღვანელობს. ღირებულება მოიცავს როგორც უშუალოდ პროდუქტის ფასს, ისე მისი დამონტაჟებისა და შენახვის ხარჯებს. ქვაბის და მთლიანი გათბობის სისტემის მონტაჟის ხარჯები დამოკიდებულია უშუალოდ მოდელზე, ფართობსა და დამონტაჟების სირთულეზე. რაც შეეხება შენახვის ხარჯებს, მათში უნდა გაითვალისწინოთ ყველა ის მოსალოდნელი გართულება შეკეთების ხარჯები, რაც დროდადრო გახდება საჭირო.

მოიძიეთ ინფორმაცია ბრენდზე

სანამ ახალი გათბობის ქვაბის ყიდვას დააპირებთ, კარგად გაეცანით ბრენდს და დარწმუნდით, რომ ენდობით მას. სანდო ბრენდი არა მარტო ხარისხიან პროდუქციას ყიდის, არამედ უზრუნველყოფს დაცულობის შეგრძნებას და საჭიროების შემთხვევაში იღებს პასუხისმგებლობას, აღმოფხვრას პროდუქტთან დაკავშირებული პრობლემები ყიდვის შემდეგ. წინასწარ გაეცანით ბრენდს და დარწმუნდით, რომ კმაყოფილი მომხმარებლები ყავს. ამისთვის ძველი მომხმარებლების შეფასებების წაკითხვა ინტერნეტში შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს. ყურადღება მიაქციეთ კომპანიის სხვა ასპექტებსაც, მაგალითად, მომხმარებელთან ურთიერთობას, ყიდვის შემდგომ მხარდაჭერას და სხვა.

რჩევებისთვის მიმართეთ პროფესიონალს

თქვენი სპეციფიკური მოთხოვნილებებისა და საჭიროებების სწორად შეფასება და შესაბამისი რჩევების მოცემა შეუძლია მხოლოდ კვალიფიცირებულ პროფესიონალს.

თერმოცენტრის თანამშრომლებს გათბობის სისტემებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, რაც მათ კვალიფიციურ მრჩეველებად აქცევს. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ ონლაინ კონსულტაცია გაიაროთ ჩვენს თანამშრომლებთან ან ფიზიკურ მაღაზიებში მიიღოთ მათგან დახმარება. გათბობის სისტემა სერიოზული ინვესტიციაა, ამიტომ, მნიშვნელოვანია, დასაწყისშივე გაითვალისწინოთ ყველა დეტალი კონკრეტული სისტემის შესახებ და შეარჩიოთ ისეთი, რომელიც თქვენს მოლოდინებს სრულიად გაამართლებს.

შეჯამება

თქვენი სახლისთვის სწორი გათბობის სისტემის არჩევა არის გადაწყვეტილება, რომელიც არსებით გავლენას ახდენს თქვენი და თქვენი ოჯახის კომფორტსა და კმაყოფილებაზე. ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა თქვენი გათბობის საჭიროებები, ენერგოეფექტურობის რეიტინგები,

თეგები: გათბობის სისტემა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილი საქმის კურსში ჩააყენეს, მაგრამ მან დუმილი არჩია… ის ამ სიჩუმით ორ კურდღელს დაიჭერს“
ახალი ამბები

,,ივანიშვილი ოქტომბერში გააკეთებს განცხადებას… ვინ გაერთიანდება ,,გაცოცხლებულ” ,,მოქალაქეში” – რას ამბობს დავით ჭიჭინაძე

22:41 09-29-2023
სიცოცხლისთვის საშიში კორპუსები ორთაჭალასა და თბილისის ზღვის მიმდებარედ! – პროფესორი ქალაქის მერსა და პრემიერებს ამხელს!
ახალი ამბები

სიცოცხლისთვის საშიში კორპუსები ორთაჭალასა და თბილისის ზღვის მიმდებარედ! – პროფესორი ქალაქის მერსა და პრემიერებს ამხელს!

19:51 09-26-2023
ვახტანგ მაისაიას სამი დაუჯერებელი პროგნოზი, რომელიც აცხადდა
ახალი ამბები

„სამშობლოს ღალატის მუხლი ამოიღო სს კოდექსიდან გიგა ბოკერიამ და ამათ არ აღადგინეს, დღეს ვერავის წაუყენებ სამშობლოს ღალატის ბრალდებას“ – ვახტანგ მაისაია

16:11 09-26-2023
ვიდრე ნატო-ში მიგვიღებენ, ეს აუცილებლად მოხდება – რა გეგმები აქვს ამერიკას საქართველოსთან მიმართებაში?
ახალი ამბები

,,ეს ყველაფერი არის შეთქმულება… ,,ნაცმოძრაობამ” ეს, თავის დროზე, ჩემს წინააღმდეგაც გამოიყენა” – რას გვიყვება ვალერი გელბახიანი

12:33 09-25-2023

ბიზნესი

თიბისის ციფრულ ბანკში თანხის განაღდება QR კოდით შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისის ციფრულ ბანკში თანხის განაღდება QR კოდით შეგიძლიათ

12:37 09-29-2023
რა არის დენსიტომეტრია და რა საფრთხის არიდებაა შესაძლებელი მისი დახმარებით?
ახალი ამბები

რა არის დენსიტომეტრია და რა საფრთხის არიდებაა შესაძლებელი მისი დახმარებით?

20:31 09-28-2023
ქართული რაგბის მხარდასაჭერად თიბისი 30 სექტემბერს ნაკრების მატჩის ღია ჩვენებას გამართავს
ახალი ამბები

ქართული რაგბის მხარდასაჭერად თიბისი 30 სექტემბერს ნაკრების მატჩის ღია ჩვენებას გამართავს

15:52 09-28-2023
„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“, მზის ელექტროსადგურის ამოქმედებიდან 5 თვეში, ნახშირორჟანგის გარემოში გაფრქვევა 66 ტონით შეამცირა
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“, მზის ელექტროსადგურის ამოქმედებიდან 5 თვეში, ნახშირორჟანგის გარემოში გაფრქვევა 66 ტონით შეამცირა

15:48 09-28-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved