• რეკლამა
  • კონტაქტი
23:33, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორ მუშაობს პროპაგანდა? ვინმე შათირიშვილი აქვეყნებს პოსტს, შემდეგ გამოდის ბიძინას 9-იანი და…” – ნათია მეზვრიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:37 01-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
479

პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი:

“2023 წელი დაიწყო ოცნების ძალიან მკაფიო ანტი-დასავლური სტრატეგიით (რასაც ბოლო 2 წელია აქტიურად ამზადებენ). ვინმე შათირიშვილი არავინაა. მისი წერილები, ამ წერილების გამავრცელებელი ე.წ. ექსპერტების პოზიციები და რამდენიმე მედია-საშუალების სიუჟეტები ამ თემაზე ოცნების პოზიციას გამოხატავს – დასავლეთი აღარაა ხელისუფლების არჩევანი! ოცნებამ პრაქტიკულად წლის დასაწყისშივე გამოაცხადა, რომ წლის მანძილზე მათი მთავარი პრიორიტეტი იქნება ბრძოლა დასავლეთთან (ეს მაშინ, როცა საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსს). ეს ხალხი კი ოცნების ანტი-დასავლური პროპაგანდის ინსტრუმენტია. როგორ მუშაობს პროპაგანდა?
▪️ვინმე შათირიშვილი აქვეყნებს პოსტს
▪️პოსტს მაშინვე აზიარებს სუს-ის დანაყოფი პოს ტვ, იმედი და და სამწუხაროდ, რუსთავი 2
▪️პოსტს დაუყოვნებლივ ეხმიანებიან ოცნების ე.წ. ექსპერტები – ციტირებენ ამონარიდებს
▪️ე.წ. ექსპერტების გამოხმაურებებს დაუყოვნებლივ აშუქებს პოს ტვ და პროპაგანდის მთავარი ინსტრუმენტი – იმედი
▪️შემდეგ გამოდის ბიძინას 9-იანი და იგივე ხაზს ატარებს – შუქდება ინტენსიურად
▪️ასე გააგრძელებენ შემდეგ ოცნების დეპუტატები და მაღალი პოლიტიკური თანამდების პირები
ამ ფონზე უმნიშვნელოვანესია, რომ საზოგადოებას სწორად ავუხსნათ რასთან გვაქვს საქმე – ოცნებას დასავლეთი აღარ უნდა და ესაა მისი გაცხადებული პოზიცია! პროპაგანდის ყველა ინსტრუმენტს იყენებს საზოგადოების თვალში დასავლეთის დემონიზებისთვის. ცდილობს ხალხში დანერგოს განწყობები, რომ „ცუდი“ დასავლეთი ვერ იქნება არჩევანი და არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობა ნორმაა.
ეს უნდა იყოს დღეს მთავარი განსჯის საგანი და ამის წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული ყველა ძალისხმევა.”
თეგები: ნათია მეზვრიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved