• რეკლამა
  • კონტაქტი
19:49, ხუთშაბათი, 7 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

როგორ მოვიშოროთ პირის ღრუსთან დაკავშირებული კომპლექსები და გავხადოთ ჩვენი ღიმილი უფრო მომხიბლავი – ელენე შამუგიას საინტერესო რჩევები

ალია ავტორი - ალია
22:25 11-07-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
230

მოწესრიგებული პირის ღრუ და ლამაზი ღიმილი ადამიანის ბედნიერების და წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა, ახალგაზრდა, წარმატებული  ექიმი – ელენე შამუგია ესთეტიკურ სტომატოლოგიაში მუშაობს და ეს სფერო  ძალიან  საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა მისთვის.   თანამედროვე მეთოდების გამოყენებით  ყოველდღიურად უამრავი ადამიანის გაბედნიერებას ახერხებს. 

ელენე შამუგია: სწავლა 2012 წელს დავამთავრე და იმ პერიოდიდან აქტიურად ვმუშაობ სტომატოლოგიის მიმარულებით, თავდაპირველად  თერაპიუილი სტომატოლოგიით დავიწყე,  შემდგომ ქირურგიის კუთხით განვაგრძე  მუშაობა და კოვიდპანდემიის პირობებში, გადავწყვიტე, უფრო პოზიტიურ პლატფორმაზე გადავსულიყავი, ქირურგიდან ესთეტიკურ სტომატოლოგიაში გადავინაცვლე.  უსაზღვრო პოზიტივი მოდის პაციენტებისგან, ყველა კმაყოფილი და ბედნიერია, ცხოვრება გამიხალისდა და დღითიდღე უფრო მომწონს ეს მიმართულება.  

გადავწყვიტე,  დღეს  ორ ყველაზე აქტუალურ თემაზე გესაუბროთ, ესენია:  კბილების ქიმიური გათეთრება  და კბილებზე თეთრი ლაქების გაჩენის მიზეზები და მათი მკურანლობის ყველაზე თანამედროვე  მეთოდები.

– როგორ ხდება ე.წ კბილების საოფისე  გათეთრება და რა შედეგები გაქვთ?

– პირველ რიგში მინდა ჩვენს მკითხველს ვუთხრა, რომ  პროფესიული წმენდის გარეშე  სტომატოლოგიურ კლინიკაში  კბილების ქიმიური გათეთრებით   სასურველი შედეგის მიღება რთულია,  თუ თქვენ გადაწყიტეთ მთლიანობაში მოიწესრიგოთ პირის ღრუ პირველი ნაბიჯი  პროფესიული წმენდა გახლავთ,  შემდგომ კბილების ქიმიური გათეთრება რომელიც  45-60 წუთს მოიცავს და   სრულიად უმტკვინეულო გახლავთ.  საჭიროების შემთხვევაში  შემდგომ უკვე ხდება  ძველი რესტავრაციების გამოცვლა და  თერაპიული თუ ორთოპედიული კონსტუქციებით მკურანლობით გაგრძელება. ლოგიკურად ახალ მიღებულ ფერზე მოხდება თერაპიული თუ ორთოპედიული კონსტრუქციების მორგება.

– რამდენად რეალურია კბილების  სახლის პირობებში გათეთრება და ნამდვილად იწვევს მგრძნობელობის მომატებას?

– პირველ რიგში აუცილებელია პაცინტთთან კომუნიკაცია, იმის  მიხედვით თუ როგორ მიდის პროცესი ვარეგულირებთ % -ობას და საათობრივ რაოდენობას , დღის  თუ ღამის რეჟიმს და ბევრ სხვა ნიუანსებს.  მე ჩემს პაცინტებს სახლის პირობებში არასოდეს ვუნიშნავ 12-15% -ზე ზევით,  უფრო მარტივი სამართავია საოფისე გათეთრების შემთხვევაში რადგან პაცინტს თავზე ვადგავარ და  თავად  ვაკონტროლებ პროცესს, შემთხვევათა 99% -ში საოფისე გათეთრების დროს არანაირი მგრძნობელობა და დისკომფორტი არ აღინიშნება,  გამონაკლის შემთხვევაშიც კი ეს დისკომფორტი დროებითია და რამდენიმე საათში თავისით გადის.   

ზოგადად მგრძნობელობის მქონე პაციენტებს ვურჩევდიკალის ფტორიდს (SnF2)  შემცველ გელის შეძენას,  მაგალითად როგორიცაა calmodent – შემდგომ გათეთრებაც კი შესაძლებელია თუ ექნებათ სურვილი. დღეს ეს ფაქტორი ნამდვილად არ არის ხელის შემშლელი და მარტივად სამკურანლოა თან ერთი კონსულტაციით პაციენტი თავად სახლის პირობებში ახორციელებს მკურანლობას .

– რამდენად მნიშვნელოვანია გათეთრების შემდეგ ეფექტის შესანარჩუნებლად კვებითი ხელშეწყობა?

– აუცილებელია, რომ გათეთრებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში მკაცრად დაიცვას პაციენტმა თეთრი დიეტა, თუ ყავის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ, შეგიძლიათ  მიირთვან ლატე-კაპუჩინო საწრუპით. კბილების გათეთრებამდე საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია პირის ღრუს გაწმენდა  ნადებისგან და რბილი და მაგარი ქვებისგან, ზოგადად პირის ღრუს წმენდა 6 თევში ერთხელ აუცილებელია. მაქვს ოცნება, მქონდეს ისეთი კლინიკა სადაც მხოლოდ ესთეტიურ მხარეზე ვიზრუნებთ და  სადაც ქირურგია-ინპლანტაციამდე არ მივა საქმე. ამისთვის რა თქმა უნდა საჭიროა მუდმივი ზრუნვა პირის ღრუზე.

– ძალიან აქტუალური და საინტერესო თემაა კბილებზე გაჩენილი თეთრი ლაქები, რომელიც თურმე, არც ისეთი ძნელი მოსაშორებელია. როგორ ებრძვით თეთრ ლაქებს?

– კბილების ზედაპირზე არსებული თეთრი ლაქები   მთლიან იერსახეს გვიფუჭებს და ხშირად მომმართავენ ამ პრობლემით.  განსაკუთრებით დიდ დისკომფორტს უქმნით მათ ვისაც წინა კბილებზე აქვთ ლაქები, მათ მოსაშორებლად მრავალი მეთოდი არსებობს, თუ მცირე ზომის ლაქებია კარგად  შველის კბილის ქიმიური გათეთრება, მაგრამ თუ დიდი ზომის  ლაქებია უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ რესტავრაციას ან ვინირებას,  უფრო დეტალურად   კბილების წინა მხრიდან თეთრი ლაქების მოშორების რამდენიმე მეთოდი არსებობს, პირველი-გათეთრება, მეორე-მიკრო აბრაზია Opalustre Kit-ით,  მესამე- DMG Icon -ით ინფილტრაცია ინოვაციური ტექნოლოგიაა. მეოთხე- ეს არის კომბინირებული მეთოდი-გათეთრება ან მიკროაბრაზია ან გათეთრება და ინფილტრაცია, მეხუთე – კბილების რესტავრაცია და მეექვსე -კბილების ვინირება.

– რას გულისხმობს ICON – ინფილტრაციული  მეთოდი?

– ICON ინოვაციური ტექნოლოგია საშუალებას იძლევა უმტკივნეულოდ ჯანმრთელი ქსოვილების დანაკარგის გარეშე ვუმკურნალოთ. მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ქსოვილები იჟღინთება სპეციალური ხსნარით, რომელიც მყარდება სპეციალური სხივის საშუალებით. ICON გვეხმარება არა მარტო კბილის ჯანმრთელი ქსოვილების შენარჩუნებაში არამედ იგი აღადგენს დაზიანებულ ქსოვილებს, ამაგრებს კბილს და აჩერებს კარიესის განვითარებას. მკურნალობა სრულიად უმტკივნეულოა, ტარდება ერთ სეანსში და შედეგიც უმალვე სახეზეა. დაზიანებული მინანქარი მქრქალი თეთრი ან ყვითელი ფერიდან იღებს ლამაზ და კრიალა იერს.

– რა იწვევს კბილებზე თეთრი ლაქების გაჩენას?

– შესაძლებველია ეს იყოს გენეტიკური, პრიალა თეთრი ლაქები ჩნდება არასრულყოფილი ჰიგიენის განსაკუთრებით ორთოდონტული მკურნალობის შემდგომ ან ტრავმული კბილების შედეგად. პროცედურის შემდგომ როგორც პროფილაქტიკური ასევე თერაპიული მიზნებით ინიშნება რემინერალიზაციური თერაპია,  ადექვატურად ჩატარებული მკურნალობის შედეგად ემალი შესაძლოა აღდგეს. 

გისურვებთ ჯამრთელ ღიმილს!

FACEBOOK: Dr. Elene Shamugia

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
ახალი ამბები

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

18:40 05-07-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

12:15 05-07-2026
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
ახალი ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

12:07 05-07-2026
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved