• რეკლამა
  • კონტაქტი
07:00, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

ალია ავტორი - ალია
08:03 05-09-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,971

ბოლოს როდის მოახვიე ხინკალი? მე წლების წინ. სამსახურის შემდეგ, სახლში მისულს, მას შემდეგ, რაც მივალაგებ, დავრეცხავ, დავწმენდ, ვინმემ ხინკლის მოხვევა რომ მთხოვოს, ალბათ, თავს მოვიმძინარებ მყისიერად.

მართალია, ყველანიც ვამბობთ, რომ ჩვენი ხელით დამზადებული ხინკალი, პელმენი, კატლეტი, ბლინი მაღაზიაში ნაყიდს და რესტორანში დამზადებულს ბევრად სჯობს, მაგრამ ფაქტია, მაღაზიაში უფრო მეტი და მეტი სახეობის ნახევარფაბრიკატები შემოაქვთ და იყიდება, რაც მეტი შემოაქვთ – მეტი იყიდება, ესე იგი, ყველანიც ვყიდულობთ და მივირთმევთ. უბრალოდ, ზოგი ვამხელთ ამას და ზოგიც – არა.

თუ მაინცდამაინც ის გსურთ, სატრფოს, თუ მეუღლეს მოაწონოთ თავი და აჩვენოთ, როგორი გამრჯე ხართ, არც ეგაა პრობლემა, მთავარია წინსაფარი, მაგიდა და დაფა იყოს ფქვილიანი, ქვაბში კი იხარშებოდეს გემრიელად ხინკალი, თუ პელმენი, ან ტაფაზე შიშხინებდეს ბლინი, გინდ ყველიანი და გინდ – ხორციანი. მთავარი რჩევაა, ნაგავი დროულად გავიტანოთ სახლიდან, რადგან ნაგვის ვედროში, შემთხვევით, შეფუთვა არ გვიპოვონ.

ხუმრობა იქეთ იყოს და რაკი, ყველანიც ვყიდულობთ და მივირთმევთ, სჯობს, გემრიელი, ჯანსაღი ვიყიდოთ და სწორად მოვამზადოთ.

გარეგნული ნიშნები:

პირველ რიგში ვამოწმებთ ეტიკეტს, აუცილებლად უნდა იყოს მითითებული კომპანიის სახელი, ინგრედიენტები, ენერგეტიკული ღირებულება, მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია და ასევე, შენახვის ვადები.

ნახევარფაბრიკატების ხარისხი, ცხადია, დამოკიდებულია იმ პროდუქტზე, რომლისგანაც დამზადდა. პელმენის, ხინკლის, ბლინის შემთხვევაში, ცომსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. კარგად დამზადებული ცომს არ უნდა ჰქონდეს ბზარები, არ უნდა იყოს დატეხილი. ამიტომ, პირველ რიგში, გარეგნულად ვაკვირდებით. თუ ფორმაცვლილი არ არის, ეს უკვე კარგის ნიშანია. თუ პროდუქტს აქვს ყინულის კრისტალები, ესე იგი, მას არასწორად ინახავს მაღაზია, სავარაუდოდ, ტემპერატურული ცვლილებები განიცადა, რაც დაუშვებელია.

 

ცნობისთვის, გაყინული ნახევარფაბრიკატების გალღვობა და თავიდან გაყინვა კატეგორიულად დაუშვებელია.

იმ შემთხვევაში, თუ გარეგნულად მიმზიდველად გამოიყურებ და ყიდულობ, სახლში მიგაქვს, მაგრამ არ გინდა მყისიერად გამოიყენო, ინახავ –18 გრადუს ტემპერატურაზე. მოკლედ, ვცდილობთ, რომ სახლში მიტანისთანავე შევინახოთ მაცივარში, ან მოვამზადოთ. თუ დიდ გზაზე მიგვაქვს, არსებობს პატარა, მანქანის მაცივრები, რომლებიც ტემპერატურას უნარჩუნებს, ან თუ ცივი დღეებია და პროდუქტი კარგადაა გაყინული, რამდენიმე საათით მანძილზე, შესაძლოა, ისედაც არ გადნეს.

ასევე, ბარემ გეტყვი იმასაც, რომ იმის მიუხედავად, რამდენად სწრაფად ინახავ საყინულეში, სახლში მიტანისას, შენახვის ვადაში, სწორედ, გაყინულ მდგომარეობაში შენახვის ვადა იგულისხმება, ანუ, მუდამ არც გაყინულ მდგომარეობაში ინახება, ზოგადად, ეს ვადა 90 დღეა ხოლმე, ზოგჯერ ცოტა მეტი და ზოგჯერ ცოტა ნაკლები. ასე რომ აუცილებლად ნახე, რას წერს მწარმოებელი ვადაზე.

გამოყენების წესი:

ნებისმიერ პროდუქტს თავისი გამოყენების წესი აწერია ეტიკეტზე. თუ შენ იცი, ერთი კონკრეტული ბრენდის პროდუქტის სწორად მომზადების წესი, ეს არ ნიშნავს, რომ ყველას მომზადების წესი იცი, ამიტომ აუცილებლად წაიკითხე ეტიკეტზე მომზადების წესი. თუმცა, არსებობს საშუალო, ზოგადი მაჩვენებლებიც. პირველ რიგში გეტყვი იმას, რომ გაყინული პროდუქტი, გაყინულ მდგომარეობაში უნდა მოხარშო და შეწვა. მაგალითად, გაყინულ პელმენს, არ ალღვობ მოხარშვამდე, ასევე, გაყინულს ყრი ადუღებულ, მარიალიან წყალში. გაყინულ კატლეტსაც არ ალღვობ, პირდაპირ ათავსებ ცხელ, ცხიმწასმულ ტაფაზე, თუ ღუმელში.

როგორც უკვე ვთქვი, არსებობს ზოგადი წესებიც, მაგალითად, ხინკალის და პელმენის შემთხვევაში, დაახლოებით 8–13 წუთიანი ხარშვა საკმარისია ხოლმე, კატლეტიც ასევე, დაბალ ცეცხლზე, მინიმუმ 15 წუთი უნდა შეწვა.

ხორცია, თუ ხორცისმსგავსი?

მაგალითად, ზოგი არაკეთილსინდისიერი ურევს სოიოს, ზოგი თაღლითი, ყველის მაგიერ სანახევროდ მაკარონს იყენებს და ა.შ.

როგორ ამოვიცნოთ?

ხორცი მომზადებისას პატარავდება, მცირდება, ასევეა ყველიც, აი, თუ სოიოს შეიცავს ხინკალი თუ კატლეტი, ან ყველიანი ბლინი მაკარონს, ან იგივე მოცულობის რჩება მათში შიგთავსი, ან სულაც იზრდება.

სიახლე:

ბოლო რამდენიმე თვეა ბაზარზე ახალი მწარმოებლის ნახევარფაბრიკატებია, მათ, ყველასთვის ცნობილი, ტკბილი ქვეყანა ამზადებს. აღმოჩნდა, რომ ტკბილი ქვეყანა, მხოლოდ ტკბილეულის მომზადებაში არ არის პროფესიონალი. მთავარია ცომი იცოდე, კარგი ხორცის, ყველის  ცნობა და გული გულობდეს, ისეთი ლამაზი და გემრიელი პროდუქციით გადაახალისეს ბაზარი, რომ თვალსაც უხარია და კუჭსაც. მე რომ მკითხო, მთავარი მაინც კეთილსიდისიერებაა, თორემ, კარგი ხინკლის მოხვევასაც შესძლებს მწარმოებელი და კარგი კატლეტის მომზადებასაც. აი, კეთილსინდისიერება კი, ტკბილი ქვეყნის 2006 წლიდან დღემდე დატესტილია და ვინც მთელი წელი მის ტკბილეულს, ახალ წელს გოზინაყს და აღდგომას პასკას მიირთმევს, უპირობოდ დამეთანხმება, რომ უცვლელია.

„ტკბილი ქვეყნის“ ნახევარფაბრიკატები, შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ ქსელურ მაღაზიებში: ფრესკო, ზღაპარი, უნივერსამი.

გარდა ამისა, საუბნო მაღაზიებსა და  საფირმო მაღაზიებშიც:

საფირმო მაღაზიების მისამართები:

ქარვასლა, ც.დადიანის ქ. N7;

კარფურის შენობა – საბურთალო, სულხან ცინცაძის N5)

ან საწყობის მისამართზე – თბილისი, ნაძალადევის რაიონი, ვახტანგ ნინუას N 3.

 

(R)

 

თეგები: ნახევარფაბრიკატებიტკბილი ქვეყანა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved