• რეკლამა
  • კონტაქტი
06:49, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“როგორ მეზიზღებით ასეთი ღორები – მერე გამწარებული ხალხი აგინებს მთავრობას, აბა რას იზამს?”

ალია ავტორი - ალია
23:56 08-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

ეკონომიკის ექსპერტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:

“აი, რა ხდება თურმე რეალურად. სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე, ბევრი რამ მეც არ ვიცოდი!!!

მოკლედ. რამდენიმე თვის წინ, მამაჩემს გავუკეთე ოპერაცია ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც სახელმწიფომ დამიფინანსა 90 % ით, საკმაოდ სოლიდური თანხა – დაახლოებით 9 000 ლარი.

მეორე ოპერაციაც დასჭირდა მამას, რომელიც გავუკეთე სხვა კლინიკაში, მიყვანამდე გავიარე კლინიკის მენეჯმენტთან გადახდის პირობები, სადაც იყო ზუსტად იგივე, აქაც – სახელმწიფო ფარავდა 90 % -ს.

და რა ხდება შემდეგ? მიმყავს პაციენტი, ადმინისტრატორმა გოგონამ, წინასწარ უნდა გადაიხადოთ კორონაროგრაფიის 1050 ლარიო, თორემ ვერ შევიყვანთო. როდესაც ვკითხე, რომ კი მაგრამ რაც არ უნდა დაჯდეს, რეალურად ჩემი გადასახდელი არ გამოვა მაგდენი თქო პასუხი იყო: კორონაროგრაფიას სახელმწიფო არ აფინანსებს, მაგრამ თუ აღმოჩნდა რომ არის გადაუდებელი, მაშინ კორონაროგრაფიაც ფინასნდება და თანხა უკან დაგიბრუნდებათო. გადავიხადე.

გადის ორი დღე, პაციენტი უნდა გამოწერონ და რა ხდება მისაღებში? თუ არ გადაიხდით 5356 ლარს, პაციენტს ვერ გაგატანთო. ნუ იქ საუბარი როგორი იყო, არ მინდა მოვყვე. ავუხსენი, რომ ეს იყო უკანონობა და ორჯერ იღებდნენ თანხას, რადგან არაერთხელ მაქვს განხილული თუ რა შედის ბიუჯეტში და ზუსტად ვიცოდი, რომ აღნიშნული ოპერაცია ფინანსდებოდა 90 % – ით და მთლიაონაბში, აქით ქონდა დასაბრუნებელი 160 ლარი დაახლოებით.

ნუ მოკლედ გადაფიჩინდა გოგო, არაო. არ მინდოდა მამაჩემს გაეგო აღნიშნული დავა და გადავიხადე (რა თქმა უნდა არ მქონდა და რამდენიმე საათში მივიტანე).

ორშაბათსვე შევიტანე განცხადება ჯანდაცვის სამინისტროში, მათ დაუყოვნებლივ შექმნეს ჯგუფი, შევიდნენ კლინიკაში, შეამოწმეს აღნიშნული ფაქტი და კლინიკა დააჯარიმეს საკმაოდ სოლიდური თანხით და ასევე დაავალეს ჩემთვის დაებრუნებინათ უკანონოდ გადახდილი თანხა.

როგორ მეზიზღებით ასეთი ღორები, ასეთი ნაძირალა ხალხი, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს რომ ბიუჯეტიდან დააფინანსოს თავიანთი მოქალაქეების ჯანმრთელობა და თქვენ, ისედაც მილიონრები ხალხს ართმევთ თანხებს, თან რამხელა თანხებს. . . .

კარგით, მე, ასე თუ ისე მყავს ნაცნობები, არავის დაგაჩაგვრინებ თავს, მაგრამ უბრალო ადამიანი, შემოდის კლინიკაში, აქვს გულის პრობლემა, სახელმწიფო მისთვის გირიცხავს თანხებს და შენ, მასაც ართმევ საკმაოდ სოლიდურ თანხას?

დასაჭერები ხართ და ლიცენზიები გაქვთ ჩამოსართმევი ყველას, ვინც ასე უნამუსოდ ექცევით თქვენს მოქალაქეებს!!!

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მინისტრს ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს და მის პირველ მოადგილეს, ქალბატონ თამარ გაბუნიას ოპერატიულობისა და ობიექტურობისათვის!!!

მერე გამოდის ეს გამწარებული ხალხი და აგინებს მთავრობას, აბა რას იზამს? არადა ამ დროს, ხელისუფლება პირნათლად ასრულებს თავის მოვალეობას და ეხმარება ყველას!!! მეგობრებო, როდესაც ოპერაციებში მოგთხოვენ თანხებს, აუცილებლად გადაამოწმეთ ბიუჯეტი იხდის თუ არა თქვენს ოპერაციებს და თუ მაინც გთხოვენ, მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და ის თქვენ დაგიცავთ!!! მადლობა ყურადღებისთვის”

თეგები: ეკატერინე ტიკარაძეირაკლი ლატარიაჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved