• რეკლამა
  • კონტაქტი
00:04, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ ხდება სანქციების თავიდან არიდება? შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნული ხელისუფლების გარეშე გაკეთდეს? “ – გიორგი ქადაგიძე განმარტავს, როგორ ხდება სანქციების თავიდან არიდება

ალია ავტორი - ალია
13:17 04-06-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის მხრიდან საქართველოსთვის წაყენებულ ბრალდებას ეხმიანება,  გიორგი ქადაგიძე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს:

 

„როგორ ხდება სანქციების თავიდან არიდება? ყველაზე გავრცელებული ფორმაა პროდუქციის დანიშნულების ქვეყნის ცვლილება, შუალედური კომპანიის/რგოლის გაჩენით. მაგ: ტაილანდი არ ყიდის ჩიპებს რუსეთზე, ამიტომ მას ყიდულობს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია და გადააქვს რუსეთში ვაშლით დატვირთული მანქანით.

არის თუ არა ეს შესაძლებელი? დიახ, არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული, რომ ვინმე არარაობა არ ეცდება ხელი მოითბოს ომზე. უფრო მეტიც, ყველა ომში ვიღაცა ამაზე ხელს ითბობს.

შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნული ხელისუფლების გარეშე გაკეთდეს? დიახ, უმეტესობა შემთხვევაში, სანქციების გვერდის ავლა კერძო პირების მეშვეობით ხდება. თუ ეს სახელმწიფო დონეზე, ან სახელმწიფოს თანხმობით ხდება, ეს ომის შესაბამის მხარედ დაფიქსირებას ნიშნავს.

რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ მომატებული საფრთხის პირობებში, რომ რეპუტაციული და სხვა უფრო მძიმე რისკები თავიდან აიცილოს? უნდა შექმნას შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფი (როგორც წესი საბაჟო სამსახურში) რომელიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება:

– ხომ არ მოიმატა საქართველოში რუსეთში სანქცირებული პროდუქციის იმპორტმა (მაგ. ჩიპების);

– ხომ არ მოიმატა რუსეთ-საქართველოს საზღვრის სატვირთო ბრუნვამ, მათ შორის ტრანზიტული ტვირთების;

– ხომ არ მოიმატა ისეთი სატვირთო მანქანების რაოდენობამ საზღვარზე, სადაც გამგზავნი ახალი, ან ახლად დარეგისტრირებული კომპანიაა;

– ხომ არ მოიმატა იმპორტმა ისეთ ქვეყანასთან რომელიც აწარმოებს სანქცირებულ პროდუქციას (მაგ. იაპონიასთან ან ტაივანთან);

– ხომ არ მოიმატა ფინანსურმა ნაკადებმა ომის მხარე/მოკავშირე ქვეყნებთან (მაგ. ბელორუსი, უნგრეთი და ა.შ.);

– აწარმოოს დაკვირვება ნებისმიერ უჩვეულო იმპორტის და რეექსპორტის ზრდაზე;

– არსებობდეს გადამოწმებული განმარტება ნებისმიერ უჩვეულო/არასტანდარტულ სავაჭრო ზრდაზე.

საქართველო არის ბუნებრივად მომატებული საფრთხის ქვეყანა, რადგან ვართ მოსაზღვრე ქვეყანა, გვაქვს უვიზო რეჟიმი, გაზრდილია შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, გაზრდილია მათ მიერ დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, ოფიციალურად განცხადებული გვაქვს, რომ არ ვუერთდებით სანქციებს.

ამის გამო, უნდა უკიდურესად გამკაცრდეს ტვირთების შერჩევით/ან მთლიანად შემოწმება რუსეთთან საზღვარზე. ეს ყველაფერი არის სტანდარტული პროცესების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც უნდა აკეთებდეს მოკავშირე/მეგობარი ქვეყანა.

რაც მთავარია ეს ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო (მაგ. ქვეყნდებოდეს შესაბამისი ანგარიში) და მარტივად ხელმისაწვდომი, მათ შორის მეგობარი სახელმწიფოსთვის (მაგ. უკრაინა, აშშ, პოლონეთი). ჩვენ რას ვაკეთებთ, ვმუშაობთ პარტნიორებთან? ვცვლით ინფორმაციას? ვცდილობთ ქვეყნის პოზიციონირებას დასავლურ ბლოკში?

საერთაშორისო სანქციების საკითხი მჯერა/არ მჯერა და დამიმტკიცე/ბოდიში მოიხადე თემა არ არის. ეს არის კონკრეტული ქმედებების ჩამონათვალი, რომელსაც პრევენციულად უნდა ატარებდეს ქვეყანა, რომ არ აღმოჩნდეს ჩართული კატასტროფულ პროცესებში“, – წერს გიორგი ქადაგიძე.

თეგები: გიორგი ქადაგიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved