• რეკლამა
  • კონტაქტი
08:47, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ იზრუნა ავსტრიამ ჩვენს ემიგრანტებზე და ვინ ეხმარებათ იქ მყოფ ქართველებს?

ალია ავტორი - ალია
23:08 04-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

„ალიას“ ავსტრიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თამარ ვაშალომიძე ესაუბრება.

– თამარ, რა სიტუაციაა ავსტრიაში და რა მდგომარეობაში არიან მანდ მყოფი ქართველი ემიგრანტები?

– უკვე 2 კვირაა, გარეთ არ გავსულვარ, ინტერნეტით და ტელევიზიით ვგებულობ რა ხდება ავსტრიაში. მე ვენაში ვარ და რაც მთავარია, არც აქ და არც მთელ ქვეყანაში, პანიკა არ არის. უკვე 13 ათასზე მეტია დაინფიცირებული, მაგრამ ბოლო 5 დღეა, დასტაბილურდა მდგომარეობა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, ახლად დაინფიცირებულთა რაოდენობას აჭარბებს. აქაური ექსპერტები ამბობენ, რომ ავსტრიამ კორონავირუსის პიკი გადალახა, ეს ტენდენცია შენარჩუნდება და დაავადებულთა და შესაბამისად, გარდაცვლილთა რიცხვი დაიკლებს. თუმცა, რასაც აქ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო უკეთ უმკლავდება ამ პანდემიას, ვიდრე ევროპის ქვეყნები, მათ შორის, ავსტრია. აქ ცოტა გვიან დაიწყეს მნიშვნელოვანი ღონისძიებების გატარება. 3 დღეა, რაც პირბადით ქუჩაში სიარული სავალდებულო გახდა. ერთი უბრალო პირბადე 4 ევრო ღირს.  თუ პირბადის გარეშე გნახეს ქუჩაში, ჯარიმა 200 ევროა. 2 მეტრიანი ფიზიკური დისტანცია  უნდა დაიცვა ყველგან.  თუ მეტროში არ დაიცავ ამ დისტანციას, 500 ევროა ჯარიმა. ხალხი პარკებში ვეღარ სეირნობს, აკრძალულია, მაგალითად, პარკში თუ გნახა პოლიციამ,  3 000 ლარია ჯარიმა. აკრძალულია ეზოებში საბავშვო–გასართობ მოედნებზე ბავშვების შეშვება. თუ დაარღვევ ამ წესს,  აქაც 3000 ევროთი დაგაჯარიმებენ.

ემიგრანტებს რაც შეეხებათ, ბევრი დარჩა უმუშევარი. ვინც ყოველდღიურ ანაზღაურებაზე იყო,  ყველა უმუშევარია. ავსტრიის ქართველთა სათვისტომო შეძლებისდაგვარად ცდილობს დაეხმაროს ემიგრანტებს, მინიმუმ, საკვებისა  და თავშესაფრის გარეშე არ დარჩეს ვინმე. სათვისტომოს თავად აქაური ემიგრანტები აფინანსებენ და გამოდის, ხალხი ეხმარება ერთმანეთს და სათვისტომო უწევს ამას ორგანიზებას. ავსტრიაში საქართველოს  საელჩოც ეხმარება ხალხს,  დღეს 28 ემიგრანტი უზრუნველყვეს თავშესაფარითა და საკვებით.

– ქართველი ემიგრანტებიდან ბევრი არ წამოსულა საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრები და სახლებში გამოკეტილები არიან. ბევრს საარსებო საშუალებაც ელევა. რა მოტივით, რის იმედად დარჩნენ ავსტრიაში ეს ადამიანები?

– ყველა თვლის, რომ დროებით დარჩნენ უმუშევრები. ეს ხალხი მაქედან უსახსრობას, უმუშევრობას გამოექცა და რა აზრი აქვს დაბრუნებას? ჩამოვიდნენ და დასხდნენ სახლში? დაემატოს მანდ უმუშევრებს? რა, ისე ცოტა უმუშევარი ჰყავს საქართველოს? სახლებში აქაც სხედან, მაგრამ აქ  იმის პერსპექტივა აქვთ, რომ პანდემია გადაივლის და სამსახურებში დაბრუნდებიან. საქართველოში კი სამსახურები ადრე ვერ იშოვნეს და ახლა იშოვნიან, როდესაც სამუშაო ადგილების სერიოზული დეფიციტი იქნება ქვეყანაში?  უკვე ცხადია, რომ  საქართველო ამ კრიზისს მძიმედ გადაიტანს, ფეხზე როდის დადგება ქართული ეკონომიკა, არავინ იცის და სამუშაო ადგილები ნამდვილად შემცირდება. ავსტრია კი ამ კრიზისს უფრო მალე და შედარებით, ნაკლები ეკონომიკური დანაკარგებით დააღწევს თავს. ეს ხალხი დაბრუნდება სამსახურში.

– თუ სამუშაო ადგილები ავსტრიაშიც შემცირდება, ეს პირველ რიგში ემიგრანტებს შეეხებათ.

– კი, რა თქმა უნდა. არ გამოვრიცხავ ქართველი ემიგრანტების ნაწილი უმუშევარი დარჩეს, მაგრამ ვფიქრობ, ბევრს არ შეეხება. ავსტრიის კანცლერი, სებასტიან კურცი გამოვიდა და განაცხადა, რომ 14 აპრილიდან გაიხსნება ყველა მაღაზია, სავაჭრო ცენტრი და სილამაზის სალონები. მაისის შუა რიცხვებში კი, ქვეყანა ძველებურად ცხოვრებას დაუბრუნდება, მხოლოდ გარკვეული სავალდებულო წესების დაცვა მოუწევს მოსახლეობასო.

– ბევრი ამბობს, რომ კურცის ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევია, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

– კურცს მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებაში მხარს უჭერს და არა მგონია, გადაიფიქროს.

– სწრაფი ტესტი რა ღირს ავსტრიაში?

– 400 ევრო და ხალხი იხდის ამ ფულს. სწრაფი ტესტირება რაც დაიწყეს, მას შემდეგ გამოსწორდა მდგომარეობა. კი, 14 000-მდე  დაინფიცირებული ცოტა არ არის, სიკვდილიანობაც მაღალია, მაგრამ იმედიანად არიან აქაური ჯანდაცვის ექსპერტები, ექიმები. მასობრივი  ტესტირების შემდეგ, აცხადებენ, რომ დასნებოვნებულების უმეტესობა აღმოჩენილია, მკურნალობს და მხოლოდ მცირე რაოდენობის ინფიცირებული შეიძლება იყოს და ისიც, უმეტესობა, უსიმპტომოებიო. ასეც არის. აქ ერთს თუ წამოახველებენ, ეგრევე სწრაფ ტესტს იკეთებენ, 400 ევრო აქ არაფერია, მით უფრო, როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება. თუ ვირუსის სიმპტომები გაქვს, დარეკავ ცხელ ხაზზე, მოვა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და თუ საგანგაშოა სიმპტომები, მაშინ გადაგიყვანენ კლინიკაში, თუ მსუბუქი სიმპტომებით ხარ, სახლში იმკურნალებ, ექიმთან ონლაინ–კონსულტაციით.

– ყველა საკუთარი ჯიბიდან იხდის სწრაფი ტესტის საფასურს?

– კი, ყველა თვითონ იხდის.  თუმცა, ვისაც დაუდასტურდება კორონავირუსი, მას ლაბორატორიულ კვლევებსა და მკურნალობას,  უკვე სახელმწიფო უტარებს  საკუთარი ხარჯებით.

– რაიმე პროდუქცია თუ გაძვირდა?

– კი, ბევრი პროდუქტი გაძვირდა, მაგრამ ძალიან არა. ეს ფასები ასატანია აქაურებისთვის. არ ჩივიან, რადგან ესმით, რომ ეს ფორს–მაჟორით არის გამოწვეული. საერთოდ, ავსტრიელები ძალიან მობილიზებული, პასუხისმგებლიანი ხალხია, ცხადია, კანონმორჩილი და ესმით, რომ ეს  ჭირი უნდა გადაიტანონ, უნდა გაიჭირვონ და მერე, თავიანთი ქვეყანა ხელისუფლებასთან ერთად დაალაგონ. ზოგიერთ ქვეყანაში 3 თვის კომუნალური გადასახადები სახელმწიფომ გადაუხადა ხალხს. აქ წელიწადში ერთხელ, წლის ბოლოს იხდიან და ჯერ არ ვიცი, სახელმწიფო რაიმე შეღავათს გაუწევს თუ არ ხალხს.  3 თვის ბინის ქირას სახელმწიფო უხდის ყველას, ვინც ქირით ცხოვრობს. თუმცა, ასეთები ცოტანი არიან  აქაურები. ეს დიდი შეღავათია ემიგრანტებისთვის. ბანკებმაც 3 თვით გადაუვადა სესხები ყველას, არც ძირს იხდიან და არც პროცენტს. თუმცა, ამბობენ რომ  კომუნალური და სხვა სახის გადასახადები გაძვირდება ამას ნელ–ნელა აპარებენ ხალხს.

– უმუშევარ ხალხს სხვა რაიმე შეღავათები თუ დაუწესა ხელისუფლებამ?

– როგორც თითქმის ყველგან, აქაც ყველაფერი დაკეტილია და აფთიაქები და მარკეტები მუშაობენ მხოლოდ. ავსტრია ეკონომიურად ძალიან ძლიერი ქვეყანაა და შესაბამისად, ხალხიც მატერიალურად და ფინანსურად უზრუნველყოფილია. თუმცა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ავსტრიასაც შეეხო. სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს არ შეხებიათ ეს კრიზისი, მაგრამ კერძო სექტორში დასაქმებულები, ვინც დროებით უმუშევარია, 3 თვე ხელფასის 50%– იღებს. შემდგომში ამ თანხას ბიზნესს სახელმწიფო დაუბრუნებს ეტაპობრივად.  

– ორი ავსტრიელი გამოაჯანმრთელეს საქართველოში კორონავირუსით. ეს ამბავი თუ გაშუქდა ავსტრიულ მედიაში?

– კი, გაშუქდა და მადლობლებიც არიან, თუმცა, ავსტრიელებმაც იზრუნეს ქართველებზე. ჩარტერული რეისით, ავსტრიელებთან ერთად, 5 ქართველი ჩამოიყვანეს ნიგერიიდან და ახლა კარანტინში არიან ეს ქართველები.

– რა ვიცი, აქედან ისე ჩანს, რომ ავსტრიის ხელისუფლება გადამკვდარია ხალხზე და დროულად რატომ არ მიიღეს რადიკალური ზომები? დროულად რატომ არ დააწესეს აკრძალვები და რატომ არ შეზღუდეს ვირუსის გავრცელების არეალი? თუნდაც, კარანტინი მანდ სხვა ქვეყნებზე გვიან გამოცხადდა, სკოლების, საბავშვო ბაღების,  ბიზნეს–ობიექტებისა და სახელმწიფო უწყებების  ნაწილის მუშაობა თუ გვიან გააჩერეს.

– ეს შეცდომა იყო და ამას აღიარებენ, არ ეგონათ, ასეთ მასშტაბებს თუ მიიღებდა ვირუსი და ათასები დაინფიცირდებოდნენ. 10 ათასს რომ გადასცდა ეს ციფრი, მერე მიიღეს საგანგებო ღონისძიებები.  სკოლებიც კი არ დაკეტეს თავიდანვე, ყველაფერი მუშაობდა, რესტორნები, ბარები, დისკოთეკები… ავსტრიაში ძალიან ბევრი ზამთრის კურორტია და იქიდან გავრცელდა ვირუსი. თავიდან არ იყო ბევრი დაინფიცირებული და მერე  უცებ იფეთქა ეპიდემიამ. ავსტრიელები იტალიელ ტურისტებს აბრალებენ, მაგათ შემოიტანეს ვირუსი ავსტრიაშიო. მეტიც, იტალიელებმა დაღუპეს მთელი ევროპა, როდესაც ვირუსის ნიშნები ჰქონდათ, რას დაეხეტებოდნენ ევროპის კურორტებზე, იტალიელებმა დააბინძურეს ევროპაო, ამბობენ.

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

თეგები: ემიგრანტები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved