• რეკლამა
  • კონტაქტი
20:20, ოთხშაბათი, 9 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ იცვლება “დელტა” შტამის სიმპტომები დღეების მიხედვით

ალია ავტორი - ალია
11:00 10-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ისრაელელმა ექიმებმა, იტაი გალის ხელმძღვანელობით, კორონავირუსის “დელტა” შტამით ინფიცირების შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობასა და სიმპტომების ცვალებადობაზე ისაუბრეს. 

ექიმი აღნიშნავს, რომ პირველი სიმპტომები, რომელიც ინფიცირებიდან 2-დან 5 დღეში ვლინდება ტემპერატურის მატება და სუნთქვის გართულებაა, რასაც თან არ ახლავს ხველება. ამასთან, აღნიშნული სიმპტომები, შესაძლოა, ინფიცირებიდან მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ გამოვლინდეს. როგორც წესი, ტემპერატურა 37.8-38.5 ° C ფარგლებში მერყეობს.

გარდა ამისა, ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება, როგორც სხვა სიმპტომებთან ერთად, ასევე მათ გარეშე.  

ინფიცირებიდან მესამე-მეშვიდე დღე:

ზოგიერთ ადამიანში დაავადება ასიმპტომურია ან მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, განსაკუთრებით აცრილებში.

იტაი გალი აღნიშნავს, რომ ბავშვებს ხშირად არ აქვთ სიმპტომები დაავადების ყველა სტადიაზე, ამიტომ მათ შეუძლიათ სხვების ინფიცირება. 

თუმცა, სხვა პაციენტებში სიმპტომები იზრდება, ვითარდება ვირუსული პნევმონია, რაც დამახასიათებელია კორონავირუსისათვის. ამ შემთხვევაში ხველა და სუნთქვის გაუარესება ძლიერდება, ზოგჯერ კიდევ უფრო მეტად იმატებს სხეულის ტემპერატურა.

მეხუთე-მეექვსე დღე:

ეს დღეები კრიტიკულია, რადგან ზოგიერთ პაციენტში დაავადება მძიმდება. პნევმონია ვლინდება უფრო მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით, პაციენტებს აღენიშნებათ ხველა და ძლიერი ქოშინი. ამ ყველაფერს თან ახლავს სისუსტე.

ინფიცირებიდან მე-10 დღე:

მსუბუქი ფორმის დაავადების მქონე ინფიცირებულების უმეტესობაში სიმპტომები ქრება. 

ინფიცირებიდან მეორე კვირა:

მსუბუქი ფორმის ინფიცირებულები გრძნობენ გაუმჯობესებას სიმპტომების გაქრობამდე. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება მუცლის ტკივილი და დიარეა.

მესამე კვირა:

ხველების მქონე პაციენტებში მისი სიხშირე მცირდება სრულ გაქრობამდე. 

ინფიცირებიდან ერთი თვის შემდეგ:

გამოჯანმრთელების შემდეგაც კი, კორონავირუსის სიმპტომები შეიძლება შენარჩუნდეს. კერძოდ, საუბარია ყნოსვის და გემოს შეგრძნების დაკარგვაზე, ყელისა და კუნთების ტკივილზე, ქოშინსა და  სისუსტეზე.

როგორც წესი, ერთი თვის შემდეგ კოვიდის ყველა ეს სიმპტომი ქრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved