დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მოქალაქეებმა კორონავირუსთან საბრძოლველად მდუღარე წყალი დალიეს და ამით დამწვრობა მიიღეს. ამის შესახებ მან მაესტროსთან ისაუბრა.
“ვერ გეტყვით, რამდენად მოერევა ეს კორონავირუსს, მაგრამ ბუნებრივია, ტუჩების, ენისა და საყლაპავის დამწვრობას მივიღებთ. კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, რომ ამ ხერხს ნუ მიმართავენ. ძალიან სახიფათოა მათი ჯანმრთელობისთვის.
იყო შემთხვევები, როცა სპირტიანი ხსნარით დაიმუშავეს ხელები და სიგარეტის მოკიდების დროს ცეცხლი გაუჩნდა.
კომენტარები