• რეკლამა
  • კონტაქტი
10:20, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ იმართლებს სკოლა თავს, სადაც მოსწავლეს სავარაუდოდ გაუპატიურებით დაემუქრნენ

ალია ავტორი - ალია
12:39 12-04-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

როგორ იმართლებს სკოლა თავს, სადაც სავარაუდოდ მოსწავლეს გაუპატიურებით დაემუქრნენ? – მძიმე ამბის გახმაურების შემდეგ, “პირველები” ზუგდიდის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციით, შშმ მოსწავლეზე ტანატოლებმა ფიზიკურად იძალადეს და დაემუქრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი – 126-ე ძალადობის და 150-ე იძულების მუხლებით დაიწყო.

სანდო წყარო “ტვ პირველს” ეუბნება, რომ მეცხრე კლასის მოსწავლის მიმართ მუქარა და ძალადობა სკოლის დამხმარე შენობა-ნაგებობაში განხორციელდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, დაზარალებულს ღირსების შემლახველი ვიდეოც გადაუღეს. ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც მოზარდმა მომხდარის შესახებ მშობლებს უამბო, მოსწავლის ოჯახმა კი სკოლის დირექციას მიმართა. თავის მხრივ სკოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. საქმეს ზუგდიდის რაიონული სამმართველო იძიებს.

სკოლის დირექტირი “ტვ პირველს” ეუბნებია, რომ შესაძლო ძალადობის ფაქტი საგაკვეთილო პროცესის დროს არ მომხდარა.

საგაკვეთილო პროცესი არ იყო. ეს იყო შესვენების პერიოდი. არ ხდებოდა [სავარაუდო ძალადობის ფაქტი] დამხმარე შენობაში. იცით, ბულინგი ზოგადი პრობლემაა, მარტო ჩვენი სკოლის კი არა, ზოგადი პრობლემაა. ახლა ამას ვერავინ გამორიცხავს, რომ ამ ან სხვა სკოლაში ბულინგი არ არსებობს. თუ დადგინდა დანაშაული დაისჯება დამნაშავე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მანდატურის სამსახურმა მიმართა. იქნება დისციპლინური კომიტეტი და განიხილავენ ამ საკითხს. დაახლოებით ასეა [სამი მოსწავლე ფიგრირებს]”- აცხადებს სკოლის დირექტორი.

ფაქტის შესახებ იცის ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელმაც – მამუკა ბულია აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით ფაქტი სკოლის ტერიტორიაზე მოხდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved