• რეკლამა
  • კონტაქტი
08:51, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ გავწმინდოთ ტელეფონი კორონავირუსისგან თავის დასაცავად

ალია ავტორი - ალია
20:35 03-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

კორონავირუსის და ზოგადად, ვირუსებისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გქონდეთ მუდამ სუფთა ხელები და არ მოისვათ ისინი სახეზე. თუმცა, მუდმივად სიფხიზლის შენარჩუნება რთულია.

თითების მიკრობებისგან დაცვის კიდევ ერთი ჭკვიანური გზაა ტელეფონის დეზინფექცია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მობილურ ტელეფონს „ხშირად შეხებად ზედაპირად“ მიიჩნევს, რომელსაც ვირუსების ტარება შეუძლია.

თუმცა, ტელეფონის საფუძვლიანად გასუფთავება სინამდვილეში არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს — უამრავი ნახვრეტი, ამოშვერილობა, მინა, დამცავი ჩასადები და ა. შ.

რა არ შეიძლება

ნებისმიერმა სითხემ შეიძლება თქვენი ტელეფონი მწყობრიდან გამოიყვანოს. ტელეფონების მწარმოებლები გვირჩევენ, არ გამოვიყენოთ შესასხურებელი გასაწმენდი საშუალებები და ყოველდღიური გამოყენების სხვა პროდუქტები.

არანაირი ქლორი, არანაირი აეროზოლი სპრეი. თქვენ ხომ ტელეფონი სუფთა, მაგრამ მუშა მდგომარეობაში გესაჭიროებათ.

და კიდევ, ალბათ თქმაც არაა საჭირო, რომ არ უნდა ჩადოთ ტელეფონი არანაირ სითხეში, იქნება ეს ანტიბაქტერიული თუ სხვა.

რა შეიძლება

ტელეფონის დეზინფექციას ბრწყინვალედ გაართმევს თავს რბილი საწმენდი ქსოვილი 70 პროცენტზე მეტი ალკოჰოლის შემცველი სითხით. შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სპეციალური სადეზინფექციო ხელსახოცები, ისე სადეზინფექციო ხსნარით დანამული ქსოვილი.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციით, წმენდის დროს გამოიყენეთ ერთჯერადი ხელთათმანები, შემდეგ კი დაიბანეთ ხელები. მრავალჯერადი გამოყენების ხელთათმანები შეიძლება, ტელეფონის მსგავსად იყოს ვირუსის მატარებელი და წმენდას აზრი დაუკარგოს.

არ დაგავიწყდეთ ტელეფონის ჩასადებიც. გაწმინდეთ ის ყველა მხრიდან, დაელოდეთ გაშრობას და შემდეგ ისე მიარგეთ ტელეფონს.

რატომ?

ეს შეიძლება საუკეთესო რამ იყოს, რასაც დღის განმავლობაში გააკეთებთ. ეპიდემია სწრაფად ვრცელდება, ვირუსი ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის და უცნობია, რამდენ ხანს ცოცხლობს ზედაპირზე. თუმცა, სავარაუდოდ, საგნების ზედაპირზე მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდეა.

ტელეფონები კი მა მხრივ უსაფრთხო არ არის. 2017 წელს 27 ტელეფონზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველა მათგანი ატარებდა ბაქტერიებს, ვირუსებსა და პათოგენებს. მეცნიერთა აზრით, ეს ფაქტორი სერიოზულ როლს უნდა თამაშობდეს საზოგადოებაში ინფექციურ დაავადებათა გავრცელებაში.

გახსოვდეთ, უსაფრთხოება ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია!

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.

1tv.ge

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved