• რეკლამა
  • კონტაქტი
14:55, ოთხშაბათი, 31 მაისი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ გავაწყოთ სააღდგომო სუფრა და რა საიდუმლოება იმალება „ტკბილი ქვეყნის“ „საფირმო“ პასკებში?

ალია ავტორი - ალია
11:02 04-15-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, გურმანი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,725

აღდგომის მოახლოებასთან ერთად, ბევრი ადამიანი იწყებს ფიქრს, როგორ გააწყოს სააღდგომო სუფრა სწრაფად და ლამაზად.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

თუ არ გიყვართ ბრჭყვიალა ფერები, დიზაინში შეგიძლიათ შეიტანოთ ბუნებრივი ელემენტები – ხის ნაწილები, ქერქი, ხავსი.
მაგრამ თუ მოგწონთ ბრჭყვიალა ფერები, ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევს ოქროსფერი – გამოიყენეთ ეს ფერი და თქვენი მაგიდა გახდება მდიდრული, კაშკაშა და ძალიან სადღესასწაულო. ეს შეიძლება იყოს ჭურჭელი, თეფშები, ჭიქები, ოქროსფერი ელემენტებით, ვაზები, ოქროსფერი კვერცხები ან პატარა ოქროსფერი კურდღელი.

იცით თუ არა, რომ არასრულყოფილება შეიძლება იყოს დახვეწილი და ლამაზი? ამიტომ, არ შეგეშინდეთ გამოიყენოთ ძველი ნივთები, მაგალითად, დეკორაციისთვის, ძველი, ლითონის დანა-ჩანგალი. ჟანგი, გაცვეთილი საღებავი ან ჩაღრმავება საერთოდ არ გააფუჭებს ეფექტს, პირიქით, შეგახსენებთ დროის მნიშვნელობას.

ყვავილები ყოველთვის კარგი იდეაა საგაზაფხულო დეკორაციისთვის! განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მაგიდის გაფორმებას. არ აქვს მნიშვნელობა ეს რამდენიმე მწვანე ტოტია თუ თაიგული. პროპორციისას სჯობს იხელმძღვანელოთ თქვენი გემოვნებით. ერთ–ერთი კარგი ვარიანტია ახალაყვავებული ხის ტოტები, რომლებიც ყველაზე ნათლად განასახიერებენ სიცოცხლეს და სილამაზეს!

შეგიძლიათ ხის ტოტებისგან დაამზადოთ ე.წ. სააღდგომო ბუდე, ფორმით ჩიტის ბუდის მსგავსი, მარტივი, მაგრამ ძალიან სიმბოლური დეკორატიული ნივთია, რომელიც შეგიძლიათ დაამატოთ თქვენი სახლის დეკორაციისა და მაგიდის გაფორმებას. ღეროების, ხეხილის აყვავებული ტოტებისა და ყვავილების შერწყმა ქმნის ელეგანტური ფრინველის სახლის ილუზიას. აუცილებლად ჩაყარეთ კვერცხები „ბუდეში“.

ანალოგიურად შეგიძლიათ მოამზადოთ დეკორატიული გვირგვინი. წრე არის აღორძინებული ცხოვრებისა და სულის უკვდავების ძლიერი სიმბოლო. შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაზის ან სხვა მცენარის ტოტები, ლენტები, მავთულები, ძაფები, გააფორმოთ თქვენი გემოვნებით: ბუმბულით, ხის კვერცხებით, ფრინველების, კურდღლების, ქათმების ფიგურებით, ხავსით, ბზის და ღვიის ყლორტებით და დაამაგროთ კარზე, ისევე, როგორც ამას ახალ წელს ვაკეთებთ.

გსურთ სააღდგომო კვერცხების შეღებვა ორიგინალურად და უსაფრთხოდ სხვადასხვა ფერად? გამოიყენეთ ამისათვის ბუნებრივი საშუალებები:

კრემისფერის მისაღებად – ყავა, მუხის ქერქის ნახარში, მურყანი

ცისფერი (იისფერი) – წითელი კომბოსტო (შეღებვამდე უმჯობესია, წითელი კომბოსტოს სველ ფოთლებში იყო გახველი რამდენიმე საათით.)

ვარდისფერი, მეწამული – ჭარხალი, მოცვის წვენი

ყვითელი – კურკუმა (შედუღებისთვის 3 სუფრის კოვზი წყალში), არყის ფოთლები

მწვანე – ჭინჭარი, ისპანახი (კვერცხები შეღებვამდე ბულიონში ერთი დღის განმავლობაში უნდა მოთავსდეს)

წითელი – ალუბლის ქერქი.

 

რაც შეეხება პასკას, თუ სახლში არ დაგიცხვიათ, ტკბილი ქვეყანა, რომელიც 300–ზე მეტ პროდუქციას აწარმოებს და წლებია უწყვეტად ამარაგებს ბაზარს ისევე, როგორც წინა წლებში, გთავაზობთ ძველ, მაგრამ დაუვიწყებელ გემოს, ახალ გემოებთან ერთად, რომელიც გასინჯვისთანავე გახდება თქვენთვის საყვარელი.

ტკბილი ქვეყანა, სხვა პასკებთან ერთად, გთავაზობთ, საფირმო ნაწარმსაც.

პასკა „საფირმო“ – წონა 450 გრ.

პასკა „საფირმო“ შოკოლადით – 500 გრ.

პასკა „საფირმო“ პუდრით – 850 გრ.

და მისი უდიდებულესობა, პასკა „საფირმო“ კარაქით – 850 გრ.

საწარმო დიდხანს არჩევდა, რომელი კარაქით დაემზადებინა მომხმარებლისთვის და მათი ოჯახებისთვის პასკა და არამხოლოდ პასკა და საბოლოოდ, ლაბორატორიული კვლევებისა და ხარისხის შემოწმების შემდეგ, არჩევანი შეაჩერა დანიურ კომპანიაზე. კიდევ ერთი ხარისხიანი პროდუქტის დამატება და ახალი ტექნოლოგიები – ეს არის „ტკბილი ქვეყნის“ „საფირმო“ პასკების საიდუმლოება.

აღდგომა განსაკუთრებული დღესასწაულია, ყველას გვინდა ეს დღე გავატაროთ ისე, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს, სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს ტკბილი ქვეყანაც და მომხმარებელს აწვდის არამხოლოდ დაუვიწყარ გემოს, არამედ სააღდგომო განწყობასაც.

ტკბილი ქვეყნის პასკები შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიებში, ან მისამართზე – თბილისი, ვახტანგ ნინუას 3.

როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად ხარისხიანი პასკა? – რამდენ ხანს ინარჩუნებს პასკა ვარგისიანობას?

თეგები: აღდგომაპასკასააღდგომო სუფრატკბილი ქვეყანა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ამბობენ, თუ ხელისუფლება დილარ ხაბულიანს ნინო ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო…“
ახალი ამბები

„ამბობენ, თუ ხელისუფლება დილარ ხაბულიანს ნინო ბურჯანაძის ოჯახის დაჩაგვრის უფლებას მისცემს, მაშინ პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ გაჩუმდებაო…“

23:18 05-29-2023
„ძალიან მალე ზურაბიშვილს დაარტყამენ, თუმცა არა პოლიტიკური, არამედ მისი პირადი, ოჯახური საქმეები გამოვა სააშკარაოზე“
ახალი ამბები

„ძალიან მალე ზურაბიშვილს დაარტყამენ, თუმცა არა პოლიტიკური, არამედ მისი პირადი, ოჯახური საქმეები გამოვა სააშკარაოზე“

21:49 05-29-2023
„ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამოგრჩათ ქართველ ჟურნალისტებს!“ – რას უყვება „ალიას“ სოსო ცინცაძე
ახალი ამბები

,,შესაძლოა, საკუთარ ავტომობილებში, სახლებში, აგარაკებზე ჩაცხრილული და აფეთქებული ჩინოვნიკები, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ვიხილოთ, რომლებიც ერთმანეთს დაერევიან“ – სოსო ცინცაძე

17:17 05-28-2023
,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რუს ტურისტებს ვლადიკავკაზელი გიდი როგორ უხსნიდა, საქართველო ცივილიზაციას აზიარა, მანამდე პაპუასები იყვნენო“ – რას ყვებიან გიდები
ახალი ამბები

,, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, რუს ტურისტებს ვლადიკავკაზელი გიდი როგორ უხსნიდა, საქართველო ცივილიზაციას აზიარა, მანამდე პაპუასები იყვნენო“ – რას ყვებიან გიდები

12:29 05-28-2023

ბიზნესი

თიბისი Tech Meetups სერია გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი Tech Meetups სერია გრძელდება

13:01 05-31-2023
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, დროის დაზოგვის მიზნით, მომხმარებელს ტექნიკურ მომსახურებას – Toyota Care-ს სთავაზობს
ახალი ამბები

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“, დროის დაზოგვის მიზნით, მომხმარებელს ტექნიკურ მომსახურებას – Toyota Care-ს სთავაზობს

12:54 05-30-2023
თიბისის ციფრული ბანკის თამაშის მეორე კვირა დაიწყო!
ახალი ამბები

თიბისის ციფრული ბანკის თამაშის მეორე კვირა დაიწყო!

15:10 05-29-2023
აჯენტო – თიბისი დაზღვევის ახალი აპლიკაცია
ახალი ამბები

აჯენტო – თიბისი დაზღვევის ახალი აპლიკაცია

13:14 05-29-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved