კიდევ ერთი საეჭვო გარემოება შაქარაშვილის საქმეში.
“მთავარი არხი” შაქარაშვილის საქმის დროს დაზარალებული გიორგი ქათამაძის ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ახალგაზრდას მნიშვნელოვანი დაზიანებები აქვს მიყენებული.
ქათამაძე ჩვენებაში ტრაგიკულ ღამეს იხსენებს და ჰყვება, რომ 18 ივნისს ტრაგიკულ დაბადების დღეზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, მას თავდამსხმელის მოქნეული რკინა მოხვდა.
ქათამაძე იმ ღამეს სასწრაფომ “თბილისის ზღვის ჰოსპიტალში” მიიყვანა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით ექიმებმა დაზიანების სიმძიმის მიუხედავად პაციენტს სამედიცინო ისტორიაში სხვა ჩვენება ჩაუწერეს.
რა თქმა უნდა, პირველადი მონაცემი შეიძლებოდა დაყრდონოდა ახალგაზრდების მონაყოლს, მაგრამ ამ დაზიანებების მიხედვით რომ პერსონალმა მაინც ველოსიპედიდან გადმოვარდნა ჩაწერა, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ პოლიციისთვის არ შეუტყობინებიათ..
კომენტარები