• რეკლამა
  • კონტაქტი
18:59, პარასკევი, 3 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ დავაგროვოთ ფული შეკიდული ჭერის დახმარებით? – პრაქტიკული მაგალითები

ალია ავტორი - ალია
17:18 10-03-2025
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ათასობით ფსიქოლოგი, მილიონობით ვიდეოს ავრცელებს, როგორ დავზოგოთ ფული, რათა გვქონდეს მეტი ფული. როგორი უცნაური წინადადებაა, არა? დავზოგოთ ფული, რომ გვქონდეს ფული, მაგრამ ყურებადია. მაგალითებიც ბლომად მოჰყავთ, ამას წინათ ერთი ყვებოდა ვიდეოში, რომ თუ მიზნისთვის აგროვებ ფულს, ყველაფერს იკლებ და დაბადების დღეზე ან დღესასწაულზე თავს ანებივრებ და რაღაცეების ყიდვის უფლებას აძლევ – ასე ვერასოდეს მიხვალ მიზნამდე. გავიდა რამდენიმე დღე, ვსქროლავ და იგივე ფსიქოლოგის ახალი ვიდეო მხვდება, როცა გინდა რაღაცას მიაღწიო და თან ძვირადღირებულ, ხარისხიან ტანსაცმელს არ ყიდულობ და ძვირადღირებულ რესტორანში არ ვახშმობ, ეგრე ვერაფერს მიაღწევ, უნდა დაინახონ რომ საკუთარ თავს პატივს სცემ და ანებივრებო. დახარჯავ – ვაია, არ დახარჯავ – ვუი, გამოდის. ცალკე მილიონობით ვიდეოა ფულის მოზიდვის რიტუალებზე. 

მე არ ვარ ექსპერტი ფულის არც დაზოგვასა და არც დახარჯვაში, მე მიყვარს ერთი დღით ცხოვრება, ოღონდ, ერთი დღით ცხოვრება იმას როდი ნიშნავს, აიღო და სახლის სახურავი გაყიდო, ხვალ ღმერთი მომცემსო, ერთი დღით ცხოვრებაში იგულისხმება, საკუთარ თავს მოუსმინო, ის აკეთო, რაც შენ გგონია სწორი და არა საზოგადოების თავსმოხვეული ტაბუებით იარსებო. 

თუმცა, ეს ბლოგი, არც ერთი დღით ცხოვრებაზეა და არც ფულის მოზიდვაზე, ეს ბლოგი გაგიკვირდება და შეკიდულ ჭერზეა. რა კავშირშია ფულის დაგროვება შეკიდულ ჭერთან? – იფიქრებ ახლა. მე დღეს კონკრეტული, პრაქტიკული მაგალითებით მოგიყვები, როგორ შეგიძლია დაზოგო ფული ისე, რომ არც კი იფიქრო მის დაზოგვაზე,
დიახ, როგორ დაზოგო ფული შეკიდული ჭერით.

დავიწყებ იმით, რომ შეკიდელი ჭერი „გაჭირვების“ სულაც არ არის, პირიქით, ფუფუნებაა, იმენად მრავალფუნქციურია, მტკიცეა, დიდხანს ძლებს,  ესთეტიურია, ლამაზი, მრავალმხრივი, შეგიძლია მისი გამოყენებით რამდენიმე დონიანი ჭერის დამზადება, სხვადასხვა გეომეტრიული, ასიმეტრიული ფიგურების ამოჭრა, განათების სხვადასხვა ტიპის ინტეგრირება, შეგიძლია მოარგო თაღებსაც და პატარა სამზარეულოსაც, მოკლედ, სრულად შეგიძლია ფანტაზიას აფრები გააშლევინო. მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს, მხოლოდ ერთი, პროფესიონალს უნდა ანდო, თუ გინდა კარგად იყოს დამონტაჟებული და დიდხანს გემსახუროს. 

მეტი რაღა მოეთხოვება? იმდენი თვისება ჩამოვთვალე, წესით, თუ ინტრიგანი არა ვარ, მეტად როგორ უნდა დამიზოგოს ფული? მოდი, დავიწყოთ პირდაპირ მაგალითებით, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნების სამეცნიერო გამოცემებში, კვლევების შედეგად გამოქვეყნებულა:

აშშ – ნიუ–იორკი, კომპანიის ოფისი, პატარა ზომის, 50 მ²–ზე. ოფისის კარი, სპეფიციკიდან გამომდინარე ხშირად იღება. შეკიდულ ჭერში ჩაშენებული იყო LED პანელები და თბოიზოლირებული ალუმინის პანელები. კვლევა ჩატარდა ზაფხულში და კონდიციონერის ხარჯი შემცირდა 18 პროცენტით, ხოლო, ხელოვნური განათების ხარჯი – 30 პროცენტით. 

გერმანია, ბერლინი, 40 მ² სტუდიოს სტილის ბინა, დაბალი, თეთრი, შეკიდული ჭერი. იცოდი, რომ შეკიდული ჭერი, ვიზუალურად უფრო დიდს აჩენს ოთახს? მართალია, დიდ ფართებზე ძალიან ლამაზი და მოსახერხებელია მისი გამოყენება, მაგრამ პატარა ფართებისთვის, პირდაპირ ზედგამოჭრილია? – ამ შემთხვევაში გათბობის ხარჯი შემცირდა 15 პროცენტით. 

ავსტრალია – სიდნეი, კომერციული სივრცე, 150 მ² ოფისი, მრავალსართულიანი შეკიდული ჭერი, ჩაშენებული ვენტილაციით და LED განათებით, ენერგია დაიზოგა 20 პროცენტამდე.

ნიდერლანდები – ამსტერდამი, საცხოვრებელი ბინა, 60 მ² ბინა, კლასიკური შეკიდული ჭერი, ჩაშენებული განათებით – განათების ხარჯი შემცირდა 12%, გათბობის ხარჯი – 10%-ით. 

აშშ – კალიფორნია, საცხოვრებელი ბინა შეკიდული ჭერი, LED „ზოლები“. გათბობის ხარჯი 20%-ით შემცირდა; 

დიდი ბრიტანეთი, ლონდონი, 200 მ²-ის ოფისი, მრავალსართულიანი შეკიდული ჭერი, ზაფხულში კონდიციონერის ხარჯი 15%-ით შემცირდა, ზამთარში გათბობის ხარჯი – 18%-ით.

იაპონია – ტოკიო, დაბალი, თეთრი შეკიდული ჭერი, (თუ დააკვირდით, რომ პატარა ოთახებში უმეტესად თეთრი ფერის ჭერია მომგებიანი, კარგია, თუ არადა, ახლა დააკვირდით) ჩაშენებული LED განათება. ოთახი ვიზუალურად უფრო ფართო გამოჩნდა, ენერგიის ხარჯი 25%-ით შემცირდა.

ფინეთი – ჰელსინკი, პატარა ბინა, შეკიდული ჭერი და ჩაშენებული სენსორები განათებისთვის. სენსორები გაანათებენ მხოლოდ საჭირო ადგილზე, რამაც ენერგია კიდევ 10%-ით დაზოგა.

სანამ მოგიყვები უფრო წვრილად, რის ხარჯზე იზოგება ენერგია და შესაბამისად ფული, მანამდე, დაფიქრდი, გადასახადებში რომ დაზოგავ, იქნებ, ზუსტად იმ ფულით წახვიდე დასასვენებლად? იქნებ, ახალი კოლექცია ტანსაცმლის იყიდო ზუსტად იმ კუპიურით, რომელიც გადასახადებში უნდა გადაგეხადა? თუ მაინცდამაინც მუთაქასა, თუ ბარათზე გინდა გქონდეს, დაითვალე გადასახადები შეკიდულ ჭერამდე და შეკიდული ჭერის მერე, ნახე, რამდენი პროცენტი დაგაზოგინა ფული და ყოველ თვე ის თანხა გადაინახე ისე, თითქოს გადასახადს იხდი. 

შეკიდული ჭერი არც ისე ახალია ტექნოლოგიურად იმ სახით, რა სახითაც დღესაა, მაგრამ მოდიდან არ გადადის, დღესაც თანამედროვე დიზაინად ითვლება, ალბათ, ზუსტად მისი იმ თვისებების გამო, რაც ზემოთ ვთქვი. მას შეუშლია გააერთიანოს ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც ენერგიის, შესაბამისად, ფულის დაზოგვაში გეხმარება. ეს ეხება გათბობას, გაგრილებას, განათებას, იზოლაციას. 

იზოლაცია

შეკიდული ჭერი საშუალებას იძლევა, რომ შიდა მხარეს მოეწყოს თბოიზოლაცია. ეს გეხმარება შეინარჩუნო სითბო, თუ სიგრილე სახლში, ზაფხულში კონდიციონერის ხარჯი გიმცირდება და ზამთარში – გათბობის. სხვათა შორის, შეკიდული ჭერი და თბოიზოლაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ფართობის, მაღალი ჭერის მქონე ფართებში – რესტორნები, მაგალითად, ან დიდი ოფისი, ან დიდი კერძო სახლი. ზამთრის კურორტებზე, მთიან რეგიონებში, სადაც შედარებით ცივი ზამთარია და დედაქალაქში, სადაც ზაფხულში განსაკუთრებულად ცხელა, ერთნაირად საჭიროა. ფინეთში, მაგალითად, თანამედროვე ბინების უმრავლესობაში, შეკიდულ ჭერთან ერთად დამონტაჟებულია 5–10 სანტიმეტრამდე სისქის თბოიზოლაციის პანელები. 

განათება

შეკიდულ ჭერში ჩაშენებული LED განათება, თუ გგონია მხოლოდ სინათლისა და სილამაზისთვისაა, სცდები, ის სინათლეს სწორად ანაწილებს, თუ სენსორული განათებითაც ისარგებლებ იმ ოთახებში, რომლებსაც ნაკლებად იყენებ, კიდევ მეტად მოიგებ. დაბალი მოხმარება და მაღალი ეფექტურობაა სწორედ ფულის დაზოგვის წყარო. 

გათბობისა და გაგრილების ეფექტი ჭერში

შეკიდული ჭერს მიეცი საშუალება გააკონტროლოს ჰაერის მოძრაობა. განსაზღვრულ სივრცეში ჩაშენებულია ვენტილაციის ან კონდიცირების ფუნქცია, ბევრად ეფექტურად მუშაობს. თუ სითბო–სივრცის მართვის ფუნქციასაც დაამატებ – უკეთესი, მეტს დაზოგავ. 

მასალების არჩევა

ენერგოეფექტურობა დიდად დამოკიდებულია მასალებზე, მაგრამ აქ მოკლე რჩევა მექნება, აარჩიე მასალები ხელოსანთან ერთად და წინასწარ განსაზღვრე როგორც ბიუჯეტი, ასევე – საჭიროება. საჭიროება კი, არის ხარისხი, გამძლეობა და ენერგოეფექტურობა.

დამატებითი ბონუსი იქნებოდა, შეკიდული ჭერი ინტეგრირებული იყოს ჭკვიან სახლის სისტემაში, რათა განათება, გათბობა და კონდიციონერი ერთად მართოს;

ასევე, ენერგიის და ფულის დაზოგვის კიდევ ერთი დამატებითი ხრიკია ჭერის სქელი და იზოლირებული სექციები, რომლებიც ენერგიას სეგმენტურად ინახავს.

როგორც უკვე ვთქვი, შეკიდულ ჭერს ერთი ნაკლი აქვს, პროფესიონალს უნდა გააკეთებინო. ხშირად ვამბობთ, პური მეპურემ უნდა აცხოსო, მაგრამ რეალობა ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში, პურის გამოცხობას თავად ვცდილობთ, მაშინაც კი, თუ არ ვიცით, მით უფრო, როცა ვისაც არ ეზარება, ყველა გასწავლის, როგორ უნდა გამოაცხო პური, ან დააჭედო ლურსმანი.

მე ცოტა ხნის წინ, ლურსმანი დავაწებე კედელზე. არა, არ შემშლია დაწერა, დავაწებე. ჩავაჭედე მეგონა და ირყეოდა, მეორედ ვცადე, მესამედ, მეხუთედ, მერე უბრალოდ წებო ჩავასხი. კარგია მერე ეს? კარგია დაწებებული ლურსმანი? – არა, მაგრამ დავაწებე, აი, ჭერს მე არ „შევკიდებ“. 

სად უნდა ვიპოვო პროფესიონალი?

ლურსმნის დაწებების პროფესიონალი აგერ ვარ და შეკიდული ჭერი თუ გსურს კარგად დაამონტაჟო, ისე, რომ ლამაზიც იყოს, გამძლეც, მტკიცეც, სახლის მცველიც და საფულესიც, ფულიც გაშოვნინოს ენერგიის დაზოგვით, – გიტოვებ პროფესიონალთა ბაზას – რა კრიტერიუმითაც გინდა იმით შეარჩევ, იმდენად დიდია არჩევანი. სახლიდან გაუსვლელად, სავარძლიდანვე შეგიძლია შეარჩიო პროფესიონალი. უცხოეთში ხარ და საქართველოში არემონტებ ბინას? შეგიძლია სხვა ქვეყნიდანაც შეარჩიო თავადვე. 

ორი მარტივი ტესტი შემიძლია კიდევ გითხრა, ერთი, ჰკითხე, რას გააკეთებს პირველ ეტაპზე, სწორი პასუხია – ზედაპირი დამუშავება სპეციალური საშუალებებით და მაქსიმალურად გაწმენდა მტვრისგან. განსხვავებით გასაჭიმი ჭერისგან, შეკიდულ ჭერი იდეალურად მომზადებულ ზედაპირზე მაგრდება. მეორე – თუ ინტეგრირებული განათება გსურს, ჰკითხე, იცის ელექტროობა, თუ ელექტრიკოსს დაიხმარს, პროფესიონალი არასოდეს გეტყვის, რაში მჭირდება ელექტროობის ცოდნა ან ელექტრიკოსიო.

არ დაგავიწყდეს წაიკითხო კომენტარები, აქ რეალური ადამიანების რეკომენდაციებია. 

(R)

თეგები: შეკიდული ჭერიშეკიდული ჭერის ხელოსანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

„წყლის კრემაცია“ და „კუბო სოკოსგან“  – დაკრძალვის ინოვაციური რიტუალები
ახალი ამბები

„წყლის კრემაცია“ და „კუბო სოკოსგან“  – დაკრძალვის ინოვაციური რიტუალები

18:42 10-03-2025
როგორ დავაგროვოთ ფული შეკიდული ჭერის დახმარებით? – პრაქტიკული მაგალითები
ახალი ამბები

როგორ დავაგროვოთ ფული შეკიდული ჭერის დახმარებით? – პრაქტიკული მაგალითები

17:18 10-03-2025
რამდენი ტიპის ამწე კალათა არსებობს და რომლის დაქირავება სჯობს?
ახალი ამბები

რამდენი ტიპის ამწე კალათა არსებობს და რომლის დაქირავება სჯობს?

15:36 10-03-2025
დიზაინის ინსტიტუტის გრძელვადიანი პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის ინსტიტუტის გრძელვადიანი პროგრამები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

14:59 10-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved