• რეკლამა
  • კონტაქტი
05:07, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ დააფასა საქართველოს მთავრობამ სამედიცინო პერსონალის თავდაუზოგავი შრომა ეპიდემიასთან ბრძოლაში

ალია ავტორი - ალია
19:19 10-03-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფმა ბრიფინგი გამართა და სამედიცინო სფეროს თანამშრომლების შეუსაბამო, დაბალი ანაზღაურება განიხილა. მათ მსოფლიოში სამედიცინო დაწესებულებების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება, რომელიც 20%-ით გაიზარდა, საქართველოში ამავე სფეროში დასაქმებულთა ხელფასს შეადარეს. 

  „ლელოს“  პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ექთნების და ექიმების შრომა გახდეს დაფასებული, უსაფრთხო, მაღალანაზღაურებადი, ასევე გაუმჯობესდეს სამუშაო პირობები და გაუთანაბრდეს საერთაშორისო სტანდარტებს. 

„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფის წარმომადგენლის და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის  ლევან კობერიძის თქმით, სამედიცინო პერსონალმა, რომელმაც უშუალოდ მონაწილეობა  მიიღო კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიასთან ბრძოლაში, ფინანსურად არ წახალისებულან. ხელისუფლებამ უნდა გაასაჯაროვოს მათი ხელფასი და ასევე მოხდეს მათი მოტივაცია. 


„მედიცინის სფეროს მუშაკების, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებენ კორონავირუსით გამოწვეულ ეპიდემიასთან ბრძოლაში, წახალისება და ფინანსური მოტივირება არ ხდება და ყველაზე  სამწუხაროა, რომ მომავალში დაგეგმილიც კი არ არის. პირიქით, მიმდინარეობს სამედიცინო საზოგადოების ერთგვარი ტერორი, ახალი არაადეკვატური რეგულაციების შემოღება, ექიმების დაკავება, დაშინება, პირველად ჯანდაცვის სექტორში ხელფასების შემცირება. ჯერ არ მომხდარა გაზაფხულზე შესრულებული უზარმაზარი სამუშაოს სრულყოფილი დაფინანსება. მთავრობა ვერ აანალიზებს იმ ფაქტორს, რომ სამედიცინო სტრუქტურის გამართული მუშაობა და, პირველ რიგში, ღირსეულად დაფასებული და მოტივირებული  მედიცინის მუშაკები არიან კორონა ვირუსის ეპიდემიის ეფექტიანი მართვისა  და საბოლოო დამარცხების საწინდარი.  ჯანდაცვის მუშაკების კომპენსაციის გაზრდა არის ერთ – ერთი გზა, რომლითაც მთავრობას შეუძლია მხარი დაუჭიროს  იმ მამაც ადამიანებს, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე დგანან,“ – განაცხადა კობერიძემ. 

ლევან კობერიძის თმით, ვინც ეპიდემიის წინახაზზე მუშაობს უნდა წახალისდეს დამატებითი  1000 ლარი და  გრძელვადიანი, 2021 წლის ბოლომდე, ფინანსური კონკრეტული სამოტივაციო გეგმა სახელმწიფოს მხრიდან. კობერიძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელიც პარლამენტში განიხილეს, სამედიცინო პერსონალისთვის არ არის გამოყოფილი არანაირი წამახალისებელი თანხა. კობერიძე მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები არიან დაუფასებლები და მხოლოდ მადლობით არ უნდა შემოიფარგლებოდეს მთავრობა. აუცილებელია ბიუჯეტში კონკრეტული სქემა ჩაიდოს, რომელიც უშუალოდ ექიმებს და ექთნებს შეეხებათ.


ბრიფინგს ესწრებოდა “ლელოს” ჯანდაცვის წარმომადგენელი ვატო სურგულაძეც. მისი თქმით, როცა მსოფლიოში ექიმების ხელფასი 20% იზრდება საქართველოში ექთნები მინიმალურ ხელფასზე მუშაობენ. სურგულაძეს მიაჩნია რომ  საჯარო  უნდა გახდეს ყველა ის სახელმწიფო ხარჯი, რომელიც მოხმარდა კოვიდ-19 ეპიდემიასთან ბრძოლას, რადგან სამედიცინო პერსონალის შრომის ხელშეკრულების პირობები კაბალურია. 

„აუცილებელია, ყველა იმ სამედიცინო, ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, ვინც ჩართულია  სასწრაფოდ ეპიდემიის არსებობის პერიოდში, მოხდეს ყოველთვიური ბონუსური სისტემის შემუშავება და განხორციელება, რომლის გაკეთება არ წარმოადგენს დიდ სირთულეს.  გარდა იმ ადამიანებისა, ვინც უშუალოდ ჩართულია კოვიდ-19-თან ბრძოლის პროცესში, დღეისათვის, ქვეყანაში დაახლოებით 25000 დასაქმებული სერტიფიცირებული ექიმია და ამდენივე ექთანი.  უმრავლესობა გადანაწილებულია სხვადასხვა კერძო კლინიკაში. ექთნები იძულებული არიან, შეთავსებით დასაქმდნენ 3,4 და ზოგჯერ, ხუთ ადგილზეც კი, მათ შორის, სხვა ქალაქშიც და მუნიციპალიტეტში. პირველ რიგში, დაბალი ანაზღაურება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2013 წლიდან საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში არ ხდება ტარიფების შეცვლა, პირიქით, ზოგიერთი დაავადების მკურნალობის ტარიფებმა დაიკლო. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, რომელიც იყო 2013 წელს, დარჩა 2020-ში, რაც სამედიცინო პერსონალის  შრომის პირობების დარღვევაა,“ – განაცხადა სურგულაძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved