• რეკლამა
  • კონტაქტი
21:53, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის ველოდოთ სინამდვილეში პიკს და როგორ ხდება მისი გამოთვლა – რას უყვება “ალიას” თენგიზ ცერცვაძე

ალია ავტორი - ალია
01:23 03-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა რომ 4 აპრილს ელოდება ეპიდემიის პიკს, იმავე დღეს მინისტრის მოადგილემ განაცხადა რომ შეიძლება საერთოდ არ გვქონდეს ეპიდემიის პიკი.

დღეს მინისტრს სთხოვეს განემარტა – რატომ ელოდება 4 აპრილს პიკს – თქვა რომ – კარანტინში 4 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს და მარნეულში ბევრი ადამიანია გამოკვლეული, გამოსაკვლევი და ამ ორი მიზეზის გამო ელოდება.

სინამდვილეში, როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, თავისი დაწყების, განვითარების, პიკის და მინელების სტადიები აქვს ვირუსს და ის 4000 ზე მეტი ადამიანიც რომ არის კარანტინში, ისიც ვირუსის განვითარების ერთ-ერთი სტადიაა და არა ათვლის წერტილი.

გამომდინარე იქედან, რომ ბევრი ვერსია გაჟღერდა, “ალია” გუშინ დაუკავშირდა ბატონ თენგიზ ცერცვაძეს, რომ ზუსტად მოგიყვეთ, სინამდვილეში როდის და რატომ ველოდებით პიკს. შემოგთავაზებთ ნაწყვეტს გუშინდელი ინტერვიუდან:

„ალიას“ ესაუბრება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, საქართველოში, სპეციალურად კორონავირუსის პანდემიის სამართავად შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმღვანელი, თენგიზ ცერცვაძე:

-გავრცელდა ორი სახის ინფორმაცია, რომ შეიძლება ვირუსის გავრცელების პიკს ველოდოთ ორ კვირაში, ან არ ველოდოთ საერთოდ – რას ეფუძნება ეს ვერსიები და პირადად თქვენ რას ფიქრობთ?

-ჩვეულებრივ, პიკი მოსალოდნელია, პირველი შემთხვევიდან 6 კვირის შემდეგ, ანუ დღეიდან 2 კვირის შემდეგ. იმ შემთხვევაში შეიძლება არ გვქონდეს პიკი, თუ ბოლომდე შევძლებთ გავატაროთ ეს საპასუხისმგებლო ღონისძიებები, ისე ორგანიზებულად და ისე მაღალ დონეზე, როგორც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვა, ჩვენს ქვეყანაში რომ გატარდა, ასე არც ერთ სხვა ცივილიზებულ ქვეყანაში არ გატარებულა. შედეგიც სახეზეა. თუ ჩვენ შევძლებთ, ასე გავატაროთ ბოლომდე და გვეყოფა ამისი ძალა, რესურსი, ნებისყოფა, მაშინ შეიძლება არ გვქონდეს პიკი.
მომატება ყველა ვარიანტში გვექნება, მაგრამ პიკში იგულისხმება ის, რაც საფრანგეთს, იტალიას, ესპანეთს, გერმანიას და სხვებს მოუვიდა – აი, ასეთი რომ არ მოხდეს – ანუ, ჩვენთან რომ არ იყოს ათასეული შემთხვევა, თორემ, ასი და ორასი შემთხვევა რომ იქნება, ამაში ეჭვი არ გვეპარება.

-კლინიკები მზად არიან მომატებული შემთხვევები რომ დაფიქსირდეს?

-კი, კლინიკები მომზადებულია საკმარისზე მეტად. ეს ასე არ მოხდება, რომ დღეს იყოს 100 შემთხვევა და ხვალ 500 იყოს, შესაბამისად, თუ შევხედავთ რომ კლინიკები არ არის საკმარისი – რამოდენიმე დღე დასჭირდება კიდევ სხვა კლინიკების მომზადებას.
არსებობს რამოდენიმე გეგმა, გეგმა „ა“, „ბ“ და „ც“, გეგმა „ა“-ს ფარგლებში გამოყოფილია 460 საწოლი, მერე მოდის დაახლოებით 1500 საწოლი და შემდეგ კიდევ 2000 საწოლი. მერე რა იქნება – ვნახოთ. ჯერჯერობით. 7 საავადმყოფო იღებს პაციენტებს და ეს ოდენობა საკმარისია. წარმოიდგინეთ, საქართველოში 460 საწოლი გვაქვს და 70 ავადმყოფი გვყავს. ასე რომ იმის შიში, რომ შეიძლება არ გვეყოს – არ გვქონდეს.

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved