• რეკლამა
  • კონტაქტი
04:42, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის მოხდება პანდემიის შეკავება – ექიმ ფაუჩის პროგნოზი

ალია ავტორი - ალია
00:46 08-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

შეერთებული შტატების წამყვანმა ინფექციონისტმა, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ ტელეკომპანია “ენ-ბი-სისთან” (NBC) პანდემიის მართვის სამომავლო პროგნოზებზე ისაუბრა. ის თეთრი სახლის უფროსი მრჩეველია მედიცინის მიმართულებით და 37 წელია ხელმძღვანელობს აშშ-ის ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტს.

ფაუჩი ფიქრობს, რომ კოვიდ-19-ის შეკავება მალე იქნება შესაძლებელი და ეს 2022 წლის პირველ ნახევარში შეიძლება მოხდეს, თუკი ამერიკაში მეტი ვაქცინა დამტკიცდება და მეტი ადამიანი აიცრება.

მის ინტერვიუს ერთი დღით წინ უსწრებდა ამერიკულ კომპანია “ფაიზერში” წარმოებული კოვიდ-19-ის ვაქცინის სრული დამტკიცება, რომელიც გერმანულ “ბიონტექთან” ერთად შეიქმნა. შეერთებული შტატების სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციას ვაქცინა აქამდე მხოლოდ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის აქტის საფუძველზე ჰქონდა დამტკიცებული, რაც საგანგებო ვითარებაში ხდება.

“თუკი შევძელით იმ დარჩენილი 80-90 მილიონი ადამიანის უმრავლესობის აცრა, ვინც ჯერ ვაქცინირებული არ არის, თავს იკავებს იმუნიზაციისგან, ან ჯერ არ ჰქონია ამის საშუალება, ვფიქრობ, გვირაბის ბოლოს სინათლის სხივის დანახვა შეგვეძლება” – განაცხადა ექიმმა ფაუჩიმ. ამას გარდა, ფაუჩის თქმით, თუ ვაქცინების უსაფრთხოება ბავშვებშიც დამტკიცდა და მათი აცრაც მოხდა, პანდემიის მიმდინარეობაში “გარდატეხის შეტანა შეგვეძლება”.

კომპანია “მოდერნა” ამ ეტაპზე უკვე მუშაობს სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციასთან კოვიდ-19-ის ვაქცინის სრულ დამტკიცებაზე და მას პერიოდულად მიღებულ კვლევების მონაცემებს აწვდის. “მოდერნას” ორდოზიანი ვაქცინის სრული დამტკიცება შესაძლოა სულ რამდენიმე კვირაში მოხდეს. კომპანიას “ჯონსონი და ჯონსონი” ერთდოზიანი ვაქცინის სრული დამტკიცებისთვის უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემების გაგზავნის პროცესი ჯერ არ დაუწყია, თუმცა ისიც გეგმავს ამ ნაბიჯის გადადგმას.


მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებში “ფაიზერის” კოვიდ-19-ის ვაქცინა ვაშინგტონმა ფედერალური მასშტაბით სრულად დაამტკიცა, სავალდებულო ვაქცინაციას სულ უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია ითხოვს. ორშაბათს, ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ განაცხადა, რომ ქალაქის სკოლებში, რომლის მოსახლეობა 9 მილიონს აღემატება, საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულებს კოვიდ-19-ზე ვაქცინაციას მოსთხოვს. საუბარია მასწავლებლებზე, დირექტორატზე და ოფისის მუშაკებზე, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 148 000-ია.

ნიუ-იორკის მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიიღო ვაშინგტონის შტატმა, ასევე – ლოს-ანჯელესმა და ჩიკაგომ. ნიუ-იორკის განათლების სფეროს მუშაკებს ვაქცინის პირველი დოზის მიღების საბოლოო ვადად 27 სექტემბერი დაუწესდათ. მათ არ ექნებათ ტესტირებაზე უარყოფითი პასუხის წარდგენის ალტერნატივა.

შეერთებული შტატები 2020 წელს დაწყებული პანდემიის მთავარი მაჩვენებლებით კვლავ მსოფლიოს ლიდერია. დადასტურებულად ინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით 38 მილიონია, კოვიდ-19-ის გართულებების გამო სიკვდილობის მაჩვენებელი კი თითქმის 630 000-ს უდრის. აღნიშნული ინფორმაცია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კორონავირუსის კვლევის ცენტრის მონაცემებს ეყრდნობა.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: ენტონი ფაუჩი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved