• რეკლამა
  • კონტაქტი
06:38, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის გაუქმდება “კომენდანტის საათი”? – ნათია თურნავა

ალია ავტორი - ალია
15:24 06-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, კოვიდრეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქების შესაძლებლობაზე საუბრისას, განაცხადა:

„მე პირადად არ მიმაჩნია მიზანშეწონილად რეგიონული მიდგომა იმიტომ, რომ საქართველო ძალიან მიმზიდველი ტურისტული ადგილი, მაგრამ მცირე ქვეყანაა. ტურისტების ქცევა ცოტათი შეიცვალა, უფრო ხანგრძლივი დროით შემოდიან. ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული საზღვრების გადმოლახვა, აქედან გამომდინარე, უფრო ხანგრძლივი დროით შემოსული ტურისტი ცდილობს ყველა რეგიონი მაქსიმალურად მოიაროს და გვინდა უნიფიცირებული, ერთიანი წესი დავახვედროთ. ალბათ დადგება ის მომენტი, როდესაც ვიმსჯელებთ ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის საერთოდ გაუქმების შესახებ. იცით, რომ ეტაპობრივად ვამცირებთ – საღამოს 11 საათამდე დავწიეთ შეზღუდვის დაწყება, დილით 4 საათამდე ჩამოვწიეთ.

ნელ-ნელა მგონი იქითკენ მივდივართ. მაგრამ ჯერ ახალი გახსნილია სახმელეთო საზღვრები, ამიტომ 1, 2, 3 კვირა ყოველთვის გვჭირდება, რომ ვითარებას დინამიკაში დავაკვირდეთ. იმიტომ, რომ ჩვენ შიგნით კარგად ვმართავთ (მდგომარეობას), მაგრამ ველოდებით ტურისტულ ნაკადებს – უსაფრთხოდ, მაგრამ ამას გარკვეული რისკები მაინც მოაქვს. თუმცა ლოგიკურია, რომ ამაზე შემდგომში გავაგრძელოთ მსჯელობა. 2 კვირის თავზე ალბათ დაახლოებით გამოჩნდება სახმელეთო საზღვრების გახსნამ რამე ხომ არ გააუარესა და მერე გვექნება საშუალება ეს (ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის) საერთოდ გავაუქმოთ”

თეგები: ნათია თურნავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved