• რეკლამა
  • კონტაქტი
10:12, სამშაბათი, 18 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის გაიმართება გაფართოებული საეკლესიო კრება – ანდრია ჯაღმაიძის განმარტება

ალია ავტორი - ალია
12:04 05-03-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

გაფართოებული საეკლესიო კრების გამართვის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება, – განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქის არჩევის პროცედურები განმარტა და აღნიშნა, რომ სინოდის წევრები კვლავ უყრიან კენჭს და კენჭისყრას სამ კანდიდატს შორის იქნება.

„კრებასთან დაკავშირებით ძირითადი სამზადისი ხდება აქ, საპატრიარქოში, ამიტომ ვადევნებთ თვალს. ძალიან ბევრი საკითხებია მოსაგვარებელი, ტექნიკური ნაწილია ძალიან დაწვრილებით გასავლელი, რომ ყველაფერი იყოს წინასწარ განსაზღვრული. რაც შეეხება თარიღს, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა 17 მაისს არ გადასცდება.

პროცედურა მდგომარეობს იმაში, რომ სინოდის წევრები კვლავ უყრიან კენჭს, ახლა უკვე იქნება კენჭისყრას სამ კანდიდატს შორის. თუმცა, იქ მხოლოდ სინოდი არ იქნება შეკრებილი. გაფართოებული კრება ჰქვია იმიტომ, რომ ყველა ეპარქიიდან, ყველა მონასტრიდან და უმაღლესი სასულიერო სასწავლებლებიდან იქნებიან წარმოდგენილი, ასევე იქნებიან სამოქალაქო პირები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტიდან და მათი თანდასწრებით მოხდება კენჭისყრა.

დელეგატს უფლება აქვს სიტყვით მიმართვის და ესეც წინასწარ იქნება განსაზღვრული. დელეგატების რაოდენობა ზუსტდება, 2 000-ს მიაღწევს სრული რაოდენობა. იცით, რომ სამი კანდიდატი იყრის კენჭს. პირველივე ტურში 20 ხმას თუ მოიპოვებს ვინმე, მეორე ტური აღარ ჩატარდება, ხოლო თუ სამი კანდიდატიდან არცერთს არ ექნება 20 ან მეტი ხმა, მაშინ ორ დაწინაურებულ კანდიდატს შორის გაიმართება მეორე ტური, იმავე დღეს, იქვე“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

28 აპრილს, სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი აირჩიეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა

14:06 08-17-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved