• რეკლამა
  • კონტაქტი
09:46, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის გაიხსნება გზა რიკოთზე? – საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ალია ავტორი - ალია
14:49 04-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,742

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს:

„?საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მოძრაობის შეჩერების მიზეზებსა და გზის გახსნის საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
?„ვინაიდან დიდია საზოგადოების ინტერესი, რიკოთის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ მონაკვეთზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით
?მოგეხსენებათ, 30 მარტს რიკოთის მონაკვეთზე შევწყვიტეთ მოძრაობა და გადავრთეთ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, აღნიშნული გარემოება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობიდან, ვინაიდან თოვლის დნობის შედეგად, გზასთან სიახლოვეს, დაახლოებით 200 მეტრში, განვითარდა მეწყრული პროცესები. შესაბამისი დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა ბზარების ზრდის და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია. ამიტომ, სპეციალისტების დაკვირვების შემდეგ და მათი რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეზღუდა რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ – აღნიშნა გიორგი წერეთელმა
?ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კმ-ზე გზის გაფართოვების სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შესაბამისი გეოლოგიური კვლევებისათვის გზის მიყვანის სამუშაოები, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გეოლოგიური, გეოფიზიკური კვლევები საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ. კვირის ბოლოსათვის უკვე ცნობილი იქნება პირველადი, წინასწარი შედეგები, რომლის შემდეგაც იმსჯელებენ როგორც საფრთხეების დონეზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე.
?გიორგი წერეთელმა ბრიფინგზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით გადაადგილების შეფერხების მიზეზებზეც ისაუბრა
?„რაც შეეხება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იან მონაკვეთს, რომელზეც ამჟამად გადართულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამ ეტაპზე 109 კმ-იანი გზის მხოლოდ და მხოლოდ 6 კმ-ზე მიმდინარეობს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები. კონკრეტულად, ტარდება ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზის საფარის და დამეწყრილი ადგილების რეაბილიტაცია, რაც ხელს უშლის მოძრაობას და შეფერხებით ხდება გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ ამ 6 კმ-იან მონაკვეთზე. ამ დისკომფორტისთვის, საავტომობილო გზების დეპარატამენტი კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს მოსახლეობას, მგზავრებს, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს“ – განაცხადა გიორგი წერეთელმა.
?გიორგი წერეთლის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რიკოთის მონაკვეთზე რაც შეიძლება დროულად აღდგეს მოძრაობა და უსაფრთხო გადაადგილება იქნეს უზრუნველყოფილი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved