თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს მოთხოვნის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ოპოზიციის ლიდერი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
დღევანდელ პროცესს თავად მელია არ ესწრებოდა, რადგან ის მოსამართლის გადაწყვეტილებით სასამართლო სხდომებიდან გაძევებულია.
გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, შესაბამისად ნიკა მელია საპატიმროს მალე დატოვებს.
მელიას ადვოკატების თქმით, გარკვეულ ბიუროკრატიულ პროცედურებს დრო დასჭირდება, თუმცა მელია საპატიმროს დღესვე დატოვებს.
კომენტარები