• რეკლამა
  • კონტაქტი
13:53, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდის და როგორ დასრულდება კორონავირუსის პანდემია: ოთხი სავარაუდო სცენარი

ალია ავტორი - ალია
13:04 09-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორებიც – ევროპის 30 წამყვანი მეცნიერი-მედიკოსი – მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ განვითარდება COVID-19-ის პანდემია. მთავარი საკითხი, რომელიც სპეციალისტებს აინტერესებთ – დასრულდება თუ არა პანდემია მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში?

მათი აზრით, ეს სამ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული:

რამდენად სწრაფად ჩატარდება ვაქცინაცია – როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ასევე პლანეტის მასშტაბით;

როგორი იქნება ვირუსის მუტაცია – ანუ რამდენად სახიფათო იქნება მისი ახალი შტამები;

რამდენად მკაცრად დაიცავენ ადამიანები რეკომენდაციებსა და შეზღუდვებს (როგორც აცრილები, ასევე აუცრელები).

სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ სამივე მიმართულებით ვითარება ოპტიმისტური არ არის – ვაქცინის ორივე დოზა ამ დროისთვის პლანეტის ყოველმა მეოთხე ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო, გადამდები „დელტა“ შტამი უკვე პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში დომინანტური გახდა, რეკომენდაციებს კი მსოფლიოში სულ უფრო ცუდად იცავენ.

პანდემიის განვითარების ოთხი სცენარი კი ასეთია:

სცენარი პირველი – სრული აღმოფხვრა. ის ითვალისწინებს, რომ მედიკოსები COVID-19-ის სრულად განადგურებას შეძლებენ. ამისთვის იმუნიტეტი, როგორც აცრის, ასევე დაავადების გადატანის შემდეგ ძლიერი და ხანგრძლივი უნდა იყოს, რათა ადამიანი რეინფიცირებისგან დაიცვას და ინფექციის გავრცელება შეაჩეროს. მეცნიერების აზრით, ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ვირუსი მუდმივად მუტირებს.

სცენარი მეორე – ინფექციის განდევნა. ანუ მკაცრი შეზღუდვებისა (საზღვრების სრული ჩაკეტვა და დანარჩენი სამყაროსგან იზოლაცია) და მასობრივი იმუნიზაციის ხარჯზე კონკრეტულ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების ნულამდე შემცირება. ავტორების თქმით, ამ შემთხვევაში ეპიდემიის გაკონტროლება ვაქცინების განახლებით გახდება საჭირო.

სცენარი მესამე – ცხოვრება ვირუსთან. ამ შემთხვევაში შემუშავებული ვაქცინები და მათი მომავალი მოდიფიკაციები მხოლოდ COVID-19-ის მძიმე განვითარებისა და ლეტალური შედეგისგან დაგვიცავენ. ამ შემთხვევაში, იქ, სადაც ვაქცინირებულთა რაოდენობა მაღალი იქნება, კორონავირუსი სეზონურ გაციებად გადაიქცევა.

სცენარი მეოთხე – მასშტაბური აალება. ეს ვარიანტი ყველაზე სავარაუდოა იმ შემთხვევაში, თუ პლანეტის მნიშვნელოვანი ნაწილი აუცრელი იქნება. ამ შემთხვევაში ვირუსი სწრაფად გავრცელდება, შესაბამისად, მუტირებას გააგრძელებს.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში ყველაზე სავარაუდო მესამე ვარიანტია, თუმცა ახლა, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა დიდი არ არის, პანდემია დიდი ალბათობით მეოთხე სცენარით განვითარდება.

ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, მოხერხდება თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტიანი მედიკამენტის შექმნა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved