საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა:
“მე ბევრს მეკითხებიან, როდის ჩამოვალ საქართველოში. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, როცა არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ყველაფერი მშვიდობიანად. თავის დროზე მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობას, მაგრამ ის, რომ საქართველო გადასარჩენია, ამაზე ყველა ვთანხმდებით.
ამიტომ, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მე აუცილებლად თქვენთან ერთად, ყველა ერთად, ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს. ღმერთი იყოს თითოეული თქვენგანის მფარველი”
კომენტარები