• რეკლამა
  • კონტაქტი
00:59, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, როდესაც სპორტული და ბიზნეს მაფია პოლიტიკურადაც გადაეჯაჭვება ერთმანეთს, იმ ქვეყანაში ხალხის ადგილი აღარ რჩება.“ – შალვა ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:51 06-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,015

ლეიბორისტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სალომრ სიმონია ფეისბუქ-პოსტს აზიარებს და წერს:

,,აი როდესაც სპორტული და ბიზნეს მაფია პოლიტიკურადაც გადაეჯაჭვება ერთმანეთს, იმ ქვეყანაში ხალხის ადგილი აღარ რჩება.“

სალომე სიმონია:

,,ზაზა ფაჩულიას ბიზნეს პარტნიორები და წილები კომპანიებში:

ზაზა ფაჩულიას ბიზნეს პარტნიორია ქართული ოცნების მილიონერი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, რომელიც ქვეყნის ყველაზე ღარიბი რაიონების ყველაზე მდიდარი დელეგატია. ის 2-ჯერ ნაცების, 3-ჯერ ქოცების დეპუტატი გახლდათ. ნაცებს 120 000 ლარი შესწირა, ქოცებს – 220 000 ლარი.

უფრო მეტი ენუქიძის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კომენტარში.

ფაჩულია ენუქიძესთან ერთად ფლობს შპს მარნეული ალმონდს-ის წილს. კომპანიის დირექტორი გოჩა ენუქიძის ქალიშვილია.

კომპანია 2021-2024 წლებში სხვადასხვა აგროპროგრამებიდან 341 851 ლარით დაფინანსდა. სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“-დან 633 000 ლარზე მეტის დაფინანსება მიიღო ბიუჯეტიდან.

“მარნეული ალმონს“ მარნეულში 125 ჰექტარზე გაშენებულ ნუშის ბაღებს ფლობს, საიდანაც 32 ჰა სახელმწიფომ ადგილობრივებს წაართვა და მათ კომპანიას იჯარით გადასცა. (2022 წელს, ამასთან დაკავშირებით, მოსახლეობა აქციებსაც მართავდა)

ზაზა ფაჩულია ფლობს „სიონი ლეიქ რესორთ & სპა-ს“ 50%-იან წილს, ივლიანე წულაიასთან ერთად. კომპანია თიანეთში, სიონის წყალსაცავის მიმდებარედ, 16 ჰექტარზე აშენებს მრავალფუნქციურ კომპლექსს.

ივლიანე წულაია კახა კალაძის მეჯვარე, შვილის ნათლია და ყოფილი პარლამენტარია. წულაიას, მის მეუღლეს და დას, ჯამში 260 000 ლარი აქვთ ოცნებისთვის შეწირული.

ზაზა ფაჩულიამ, 2019 წელს, ივლიანე წულაიას კომპანიის, “არქის” წილი შეისყიდა და თანამფლობელი გახდა.

———————————————————————

ზაზა ფაჩულია გამარჯვების ორდენზე წარადგინეს კახა კალაძესთან ერთად, რასაც ზაზა ნამდვილად იმსახურებს, მაგრამ ხალხიც იმსახურებს სიმართლეს მისი საქმიანობის და იმ დუმილის მიზეზების შესახებაც, როცა მის გულშემატკივარს “ქართული ოცნება” სცემდა, წამლავდა, ასისხლიანებდა, იჭერდა და მომავალს ართმევდა.”

თეგები: შალვა ნათელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved