• რეკლამა
  • კონტაქტი
05:12, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როდესაც საუკეთესო შედეგის დადება გიწევს ყველაფერი მეტად ამაღელვებელი ხდება – ლუის ჰამილტონი ქართულ აუდიტორიას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
16:08 09-21-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
185

Formula 1-ის ტიტულოსანი ავტომრბოლელი, ლუის ჰამილტონი ქართველ გულშემატკივარს ექსკლუზიურ ვიდეომიმართვას უგზავნის. შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ქართულ აუდიტორიას თავის გამოცდილებას უზიარებს. ვიდეომიმართვაში ავტომრბოლელი მნიშვნელოვანი საჩემპიონო რბოლების დროს მისი მრავალწლიანი პარტნიორის, Petronas-ის ზეთების უპირატესობაზე საუბრობს.

Petronas-ის ოფიციალური პარტნიორი და რეალიზატორი საქართველოში ერთ წელზე მეტია „თეგეტა მოტორსია“. სწორედ თეგეტას ინიციატივითა და ჩართულობით ჩაწერა ლუის ჰამილტონმა ვიდეო, რომელიც მისი და ზოგადად Formula 1-ის მოყვარულებისთვის ძალიან დიდი სიურპრიზია. როგორც იცით,  ბრიტანელი მრბოლელი ამჟამად Mercedes-AMG Petronas-ის გუნდისთვის ასპარეზობს.

ირაკლი ლავრინსკი, „თეგეტას“ იმპორტების მიმართულების საცხებ-საპოხი მასალების ხელმძღვანელი: „დაახლოებით ერთი წელი გავიდა, რაც „თეგეტა მოტორსში“ პეტრონასის გაყიდვები დავიწყეთ და ამ პერიოდის განმავლობაში რეალიზაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბრენდის ზეთებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და Formula 1-ის მრბოლელ ლუის ჰამილტონს საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, გადავწყვიტეთ, გაგვეხარებინა ჩვენი მომხმარებელი და დავიწყეთ მოლაპარაკებები პეტრონასის საერთაშორისო წარმომადგენლობასთან.  საბოლოოდ, შევძელით და ჩვენი თხოვნით,  გადატვირთული სარბოლო პერიოდის მიუხედავად, ლუის ჰამილტონი დაგვთანხმდა და ქართული აუდიტორიისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა, რითაც დარწმუნებული ვართ, რომ მისი ქართველი გულშემატკივრები ძალიან გავახარეთ“.

Formula 1-ის პილოტი, ლეგენდარული ლუის ჰამილტონი წლებია, Petronas-ის მომხმარებელია. ეს არის ბრენდი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სარბოლო ავტომობილებში გამოიყენება.

თუნჩ ერლერი, Petronas-ის  რეგიონული მენეჯერი: „ისეთი სუპერვარსკვლავის ყოლა, როგორიც ჰამილტონია, ფასდაუდებელია. წინა წლებში ფორმულა 1-ის მიმართ საზოგადოების ყურადღება უფრო დაბალი იყო, დღეს კი რბოლებს უკვე უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს. მჯერა, რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰამილტონის პროფესიონალიზმმა და შთამბეჭდავმა წარმატებებმა.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველომ გაგვაოცა არა მხოლოდ თავისი დინამიზმით, არამედ საპოხი მასალების ცოდნითა და ინოვაციური მიდგომით. „თეგეტა მოტორსი“ იყო და არის ფასდაუდებელი პარტნიორი და გვჯერა, რომ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. 

საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ავტოინდუსტრიაში და აქ გრძელვადიანი პერსპექტივები გვაქვს. დარწმუნებული ვართ, რომ „თეგეტასთან“ ერთად მუშაობით, ინოვაციების დანერგვითა და  უმაღლესი სტანდარტების დაცვით, შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ ყველასათვის უფრო მდგრადი მომავლის შექმნაში“.

ქართულ ბაზარზე Petronas-ის შემოსვლას საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. საბოლოოდ კი „თეგეტა მოტორსმა“ პრემიუმ ბრენდის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოახერხა. Petronas-ის პორტფელი პასუხობს ყველა ავტომწარმოებლის მოთხოვნას, როგორც მსუბუქი და სატვირთო, ისე – ინდუსტრიული მიმართულებით.

—

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved