• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, სამშაბათი, 21 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„როდესაც დამონებული ხარ, ღირსება აყრილი ხარ, „დაჩმორებული“ ხარ და მარტო მშვიდობა გაქვს, ღირს ასეთი მშვიდობა?“ – სანდრო ბრეგაძე

„ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფნის ერთ-ერთი მთავარი გარანტია“

ალია ავტორი - ალია
22:06 05-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
876

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ქართული მარშის“ თანადამფუძნებელი, სანდრო ბრეგაძე.

– ბატონო სანდრო, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიციას როგორ შეაფასებთ?

– საქართველოს  ხელისუფლება თავის წარმატებად თვლის იმას, რომ ომი არ არის საქართველოს ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ამაში არის რაციონალური მარცვალი. საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებელია, პლუსად ჩაეთვალოს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის კონფლიქტი და არ მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები. მაგრამ  მეორეს მხრივ, მე შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ეს არის არა მარტო საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, არამედ იმის „დამსახურებაცაა“, რომ რუსეთისთვის საქართველოში, ელემენტარულად, არ არსებობს  არანაირი წინააღმდეგობა. შესაბამისად, რუსეთი არ არის დაინტერესებული, რომ საქართველოში სამხედრო ძალით შემოიჭრას ან აქ პოლიტიკური სიტუაცია არიოს. საქართველოს ხელისუფლება არ გახლავთ არც ქართული, არც პრორუსული და არც პროდასავლური. საქართველოს ხელისუფლება არის თავისი თავისთვის, თავისი ქონებისთვის. იბრძვის იმ პრივილეგიების გადასარჩენად. რაც გააჩნიათ.

– ანუ საქართველოს ხელისუფლება არის პროსათავისო.

–  ზუსტად, მშვენიერი ნათქვამია და ეს ტერმინი, „პროსათავისო“ თუ დამკვიდრდება, კარგი იქნება. დიახ, პროსათავისო ხელისუფლება გვყავს, ეს არის მათი საგარეო და საშინაო ორიენტაცია, თუ შეიძლება, ასე ითქვას. ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერესია, მათი ქონება იყოს დაცული და იცხოვრონ განცხრომაში, კომფორტულად, ისარგებლონ ყველა სიკეთით, რასაც ხელისუფლებაში ყოფნით იღებენ. ამ, სათავისო ამოცანას შესანიშნავად ასრულებენ. გუშინ ხელისუფლებაში კალოშით მოსული ადამიანები, დღეს უახლოესი მოდელის ავტომობილებით დადიან, უცხოეთში ფეშენებელური ვილები აქვთ, ზოგი ტყეებს ყიდულობს საქართველოში, ზოგი ტბას და ლამის მთლიან კურორტებს. მალე ფეხის დასადგმელი ადგილი აღარ დარჩება ქვეყანაში, ყველაფერი იყიდეს, ყველაფერი ამათი და კერძო საკუთრება გახდა. მათი მიზანია, იყვნენ უსაფრთხოდ, გააგრძელონ ქვეყნის ძარცვა და ბიუჯეტის ქურდობა და ეს ნაძარცვი და ნაქურდალი, ფული თუ უძრავი ქონება უსაფრთხოდ ჰქონდეთ შენახული. ეს არის მთავარი მიზეზი, რომ ქვეყანაში მშვიდობაა და ომი არ არის. ახლა თქვენ მეკითხებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მართებულია თუ არა  რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ? საქართველოს ხელისუფლება რუსეთს კი არა, ვინც რას მოსთხოვს, ყველაფერს უთმობს.  იმ ქვეყნებსაც უთმობენ, რომელთაც არ აქვთ არანაირი საჭიროება ძალის დემონსტრირების, სამხედრო შემოჭრის ან სახელმწიფო გადატრიალების ინსპირირებისა საქართველოში. ჩვენ იცით, როგორ მდგომარეობაში ვართ? საქართველოში არის მშვიდობის სადღეგრძელო, რომელიც ჩვენს ბევრ კუთხეში ისმება. მე არასდროს არ მიყვარდა ეს სადღეგრძელო, რადგან ეს არის კომუნისტური კალკი, „მირუ მირ“ რომ იყო ლოზუნგი საბჭოთა კავშირის დროს, იქიდან არის გადმოღებული. მშვიდობა უნდა იყოს ღირსეული. ღირსეულ მშვიდობას გაუმარჯოსო – ასე უფრო მოუხდება ამ სადღეგრძელოს. როდესაც დამონებული ხარ, ღირსება აყრილი ხარ, „დაჩმორებული“ ხარ და მარტო მშვიდობა გაქვს, ღირს ასეთი მშვიდობა? არა, ასეთ მშვიდობაში არ ღირს ცხოვრება. კი, ჩვენი უმთავრესი მიზანი მშვიდობა უნდა იყოს, მაგრამ უნდა გვქონდეს ღირსეული მშვიდობა. ქვეყანაში მშვიდობაა არა ქვეყნის, ხალხის ინტერესების გამო. მშვიდობაა  იმიტომ, რომ თავად, ხელისუფლებამ იცხოვროს მშვიდობაში. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია არანაირი პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ და ჩვენ არც ის ვიცით, მას აქვს თუ არა საერთოდ საერთაშორისო პოზიცია.

– გამოდის, რომ ამ ხელისუფლებას არანაირი საფრთხე არ აწყობს არა იმიტომ, რომ ეს საფრთხე ქვეყანას და ხალხს დაემუქრება, არამედ იმიტომ, რომ ნებისმიერი საგარეო თუ საშინაო საფრთხე, მათ კომფორტს მოუღებს ბოლოს?

– ვიდრე „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, მანამდე რუსეთიდან საქართველოს  არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ რაიმე აგრესიის განხორციელება, მით უმეტეს, სამხედრო მოქმედებებისა ჩვენს ტერიტორიაზე  იქნება არანორმალური საქციელი. რაში სჭირდება რუსეთს აგრესია? ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული? კი, აქვს. მიდის რაიმე ლაპარაკი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე? არ მიდის ეს ლაპარაკი. საქართველოში რუსეთის კერძო და სახელმწიფო კომპანიები ფლობენ ენერგო  და სხვა სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებს? კი, ასეა. ფლობენ სხვა და სხვა სახის მსხვილ ბიზნესებს? ფლობენ. ტყეები უნდათ, მდინარეები და ტბები უნდათ, რაც უნდათ, იმას ყიდულობენ და უმეტეს შემთხვევაში ჩალის ფასად. შემოჭრილებიც არიან და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ რუსი ოლიგარქები თუ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სხვა და სხვა ბიზნესის უკან დგანან. აქ არის რუსეთი ძალიან დიდი ხანია და ვიდრე „ქართული ოცნება“ ყველაფერს უსრულებს რუსეთს, არანაირი საფრთხე რუსეთიდან არ გვემუქრება. ამბობენ, რომ საქართველოს საფრთხე ემუქრება ჯორჯ სორისისგან და იმ ჯგუფებისგან, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ებრძვიან ეროვნულ ფასეულობებს. უშუალოდ არც მათგან გვემუქრება საფრთხე.  ვერ ხედავთ, რომ აღარც ამ ფრონტიდან გვიტევენ? საქართველოს ხელისუფლება მათაც ყველა მოთხოვნას უსრულებს, მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხელისუფლებასთან. ეს გახლავთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ყოფნის ერთ-ერთი მთავარი გარანტია – ყველაფერს უსრულებს უცხო ქვეყნებს, საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილ ჯგუფებს, გარდა საქართველოს მოსახლეობისა.

თეგები: სანდრო ბრეგაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved