ნებისმიერი შეზღუდვა იყო იმაზე დამოკიდებული თუ რა ვითარება იყო ქვეყანაში. რომ არ შექმნილიყო საცობები და დიდი რაოდენობით ადამიანების გარეთ გამოფენა, არ გახდებოდა საჭირო ავტომანქანებით მოძრაობის აკრძალვა, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარი არ გამორიცხავს, რომ ავტომობილებით გადადგილებაზე შეზღუდვა 21 აპრილის შემდეგაც დარჩეს ძალაში. „საავტომობილო გადაადგილების შეზღუდვა 21 აპრილამდე გამოცხადდა მხოლოდ იმიტომ, რომ დღეისათვის საგანგებო მდგომარეობა არის 21-მდე. ის რომ ჩვენ შეზღუდვა გამოვაცხადეთ 10 მაისამდე, ამის შესახებ შესაბამისი წარდგინება გაეგზავნება პრეზიდენტს და შემდეგ შევა პარლამენტში. მაგრამ ვიდრე ეს არ მოხდება საგანგებო მდგომარეობაც და სხვა შეზღუდვებიც მოქმედებს 21 აპრილამდე“
კომენტარები