• რეკლამა
  • კონტაქტი
18:02, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რკინიგზის“ 184 მილიონ ლარიანი ტენდერი სავარაუდოდ რუსულ კომპანიებზეა მორგებული – TI

ალია ავტორი - ალია
18:17 11-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
116
საერთაშორისო გამჭვირვალოობის ინფორმაციით, “საქართველოს რკინიგზამ“ ელმავლების შესაძენად 184 მლნ ლარიანი, სავარაუდოდ მორგებული ტენდერი გამოაცხადა, რადგან  მასში მხოლოდ იმ კომპანიებს შეუძლიათ მონაწილეობა, რომლებიც რუსეთის დაარსებულ ევრაზიულ კავშირში გაცემულ სერტიფიკატს ფლობენ.

მიმდინარე წლის 4 ნოემბერს სს ,,საქართველოს რკინიგზამ” 10 ელმავლის შესასყიდად 184 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მიმწოდებლებს წინადადების წარდგენა 3 დეკემბრიდან 5 დეკემბრამდე შეეძლებათ, ხოლო გამარჯვებულმა ელმავლები 2024 წლის ბოლომდე უნდა მიაწოდოს.

შესყიდვების ელექტრონულ საიტზე ატვირთულ დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ შესყიდვაში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს: „შემოთავაზებულ საქონელზე გაცემული “НБ ЖТ ЦТ 04-1998” ან “ТР ТС 001/2011”-ის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სერტიფიკატი („უსაფრთხოების ნორმები სარკინიგზო ტრანსპორტზე. ელმავლები. სერტიფიცირების მოთხოვნები“ ან „საბაჟო კავშირის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობა“), რომელიც გაცემული უნდა იყოს თანამეგობრობის ქვეყნების (დსთ) სარკინიგზო ტრანსპორტის საბჭოს რეესტრით გათვალისწინებული აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ“.

საბაჟო კავშირში იგულისხმება ევრაზიის საბაჟო კავშირი, რომელიც რუსეთის მიერ დაარსებული ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ევრაზიული კავშირი) ნაწილია და მასში შედიან: რუსეთი, ყაზახეთი, ბელარუსი, სომხეთი და ყირგიზეთი. ამ ჩანაწერით, „საქართველოს რკინიგზამ“ ფაქტობრივად დაავიწროვა  ელმავლის მწარმოებელი ქვეყნების წრე.

„საქართველოს რკინიგზამ“ აღნიშნული ტენდერი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის (GEO) გზით გამოაცხადა. ეს არის საქონლის ან მომსახურების შესყიდვა დადგენილი სპეციალური წესი, რომელსაც მთავრობა ადგენს კონკრეტული შემსყიდველისთვის. „საქართველოს რკინიგზისთვის“ საქართველო მთავრობამ შესყიდვების სპეციალური წესი 2022 წლის 8 თებერვალს დაადგინა და ის 2024 წლის 10 თებერვლამდე იმოქმედებს.

სპეციალური წესი „საქართველოს რკინიგზას“  ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვისგან და შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფისგან (მუხლის 1) არ ათავისუფლებს.

„საქართველოს რკინიგზის“ მიერ 4 ნოემბერს გამოცხადებული ტენდერი პირდაპირ არღვევს შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიან და არადისკრიმინაციულ მიდგომას (კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, მუხლი 2), რადგან ფაქტობრივად რუსულ სერტიფიკატს ითხოვს. შემსყიდველი ყურადღებას უნდა ამახვილებდეს მიმწოდებელი კომპანიის კვალიფიკაციაზე, შესასყიდი საქონლის ხარისხზე და არა მის წარმომავლობაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2 წლის წინაც წერდა რკინიგზის მიერ დარღვევით გამოცხადებულ მსგავს ტენდერზე. ჩვენ დაგვიკავშირდა ავსტრიული კომპანია „GSL Steel Trade GmbH“, რომელიც ფიქრობდა, რომ რკინიგზა ტენდერში ხელოვნურად ზღუდავდა კონკურენციას. ავსტრიული კომპანიის ძირითადი არგუმენტი ევრაზიული კავშირის სერტიფიკატების მოთხოვნა იყო. რომ არა ეს მოთხოვნა, ავსტრიული კომპანიაც შეძლებდა ტენდერში მონაწილეობის მიღებას. თუმცა, ის ტენდერი მაინც შედგა და „საქართველოს რკინიგზამ“ 17 მლნ დოლარის რუსული წარმოების რელსები შეისყიდა.

მოვუწოდებთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და კონკურენციის სააგენტოს შეისწავლონ აღნიშნულ ტენდერში არსებული კონკურენციის შემზღუდველი პირობები და მიიღონ კანონით განსაზღვრული ზომები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved