• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რიტუალურ-სამეჯლისო-პენსიონრული ცეკვა, თუ ეროვნული შერიგება? – უნდა გადადგეს, თუ არა, პრეზიდენტი? – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:05 01-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “პალიტრანიუსთან” ამბობს:

“მინდა გესაუბროთ იმ დიდ შერიგების, ეროვნული თანხმობის პროცესზე, რომელიც საკმაოდ პომპეზურად წამოიწყო პრეზიდენტმა და რასაც დიდი ენთუზიაზმით შეხვდა საზოგადოება და პოლიტიკური ოპოზიცია. ეს თემა უმნიშვნელოვანესია ჩვენ სინამდვილეში, ვინაიდან, ნამდვილად გვჭირდება ეროვნული თანხმობის მიღწევა, არა იმდენად მოკლევადიან პოლიტიკურ თემებზე და პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ, მთლიანად საზოგადოებაში გრძელვადიან საკითხებზე, რაც შეიძლება ითქვას პოლიტიკის მიღმაცაა და ქართული სახელმწიფოს სტაბილურ, ნორმალურ განვითარებას უკავშირდება.

პრეზიდენტის განაცხადიც თავიდან იყო სწორი შეფასებებით გაჯერებული, ასე რომ მისი ინიციატივა, იძლეოდა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, გავიდა რამდენიმე თვე და შეგვიძლია შუალედური შეფასება გავაკეთოთ ამ პროცესის და აქ სამწუხაროდ, ვერ ვიქნები ოპტიმისტი, უფრო სკეპტიკურად შევხედავდი.

ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ არ გვიმუშავია არც ერთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, თუნდაც რომელიმე მიმართულებით, პირიქით, პრეზიდენტის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა გარკვეულწილად ამ პროცესს ნდობაც დაუკარგა – მხედველობაში მაქვს საზოგადოების მოლოდინი, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ირგვლივ მიმდინარე პერიპეტიებში ის იტყოდა თავის სიტყვას, სიტყვა კი თქვა, პრინციპში ვერბალურად, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა აღარ დაადასტურა, ხელი მოაწერა იმ კანონპროექტს, რომლიც სრულიად აშკარად ატარებს პოლიტიკურ ხასიათს, ყველას კარგად ესმის, რომ საკუთრივ ერთი პერსონის, სახელმწიფო ინსპექტორის ზედმეტ დამოუკიდებლობას უკავშირდება ეს ნაბიჯი, ხელისუფლება ამაზე ანერვიულდა და გადაწყვიტა რეორგანიზაციის სახელით დაიბრუნოს კონტროლი ამ ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუტზე.

პრეზიდენტმა გამოთქვა თავისი კრიტიკული შენიშვნები, მაგრამ როდესაც ხელის მოწერაზე მიდგა საკითხი, ძალიან ტკბილად მოაწერა ხელი.

მიუხედავად ამისა, ის აგრძელებს შეხვედრებს, რასაც, ჩემი აზრით, აქვს რიტუალური ცეკვების ხასიათი და არანაირ შედეგზე არ არის ორიენტირებული, პროცესი არის ძალიან მძიმე და სამი ძირითადი კომპონენტისგან შემდგარი, ჩვენ გვჭირდება წარსულის სწორად შეფასება, აგრეთვე, საჭიროა სწორად ავღწეროთ არსებულის, აწმყოს პრობლემები და დავამკვიდროთ სწორი თამაშის წესები სამომავლოდ, იმიტომ რომ დღეს როგორც არ უნდა შევრიგდეთ, თუ ჩვენ სამომავლოდ სამართლიანი წესები არგვექნა თამაშის, არაფრისმთქმელი და არაფრისმომცემი იქნება.

უნდა გვესმოდეს მარტივი ფორმულა, თუ არ იქნება სამოქალაქო სამართლიანობა, აზრი არა აქვს ამ ყველაფერს, ვერც მშვიდობა გვექნება და ეროვნული თანხმობის სიმპტომები, ამ პროცესს თავიდანვე არ ექნება – დაკარგავს ყოველგვარ პერსპექტივას.

ამ მიმართულების პრეზიდენტისგან არაფერს არ ვისმენთ, გასაგებია, რომ მისი კომპეტენცია შეზღუდულია და არ შეუძლია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა სისტემური რეორგანიზაციისკენ, მაგრამ მას შეუძლია წარმართოს სერიოზული პოლიტიკური პროცესი, მომავალზე ორიენტირებული საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერით. სურვილიც არ ჩანს მაინცდამაინც და ეს ამ სახელმწიფო ინსპექტორის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა.

ეს არის ერთგვარი… აი, არის ესეთი, პენსიაზე რომ გადიან ხოლმე, სამეჯლისო ცეკვებზე იწყებენ სიარულს, აი, ასეთ რიტუალურ-სამეჯლისო-პენსიონრულ ცეკვასთან გვაქვს საქმე და ინტერესიც მინავლებისკენ მიდის.

გასაგებია, რომ პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს არგუმენტი, რომ მას არა აქვს კონსტიტუციური მექანიზმები, რომ რაღაცა კონკრეტულად გააკეთოს, მე შევახსენებ სომხეთის პრეზიდენტის სულ ცოტა ხნის წინ გადადგმულ ნაბიჯს, როდესაც მან დაინახა, რომ არ შეეძლო იმ ხაზის გატარება, რაც სომხეთის სახელმწიფოს სჭირდება, ის გადადგა.

არ მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს გადადგომისკენ, მას კიდევ აქვს მოქმედების რესურსი…

თუ მას მხოლოდ რიტუალური ცეკვების ფაზაში უნდა დარჩენა, ეს არ არის საზოგადოებისთვის საინტერესო, არც სახელმწიფოსთვის ნიშნავს არაფერს, ეს მისი პირადი ჭიის გახარებაა, პრინციპში, რაც პირადად მისთვის შეიძლება იყოს საინტერესო, მაგრამ არა ჩვენთვის, ქალბატონო სალომე.

თეგები: გია ხუხაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved