• რეკლამა
  • კონტაქტი
23:11, ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რისთვის შეეფარდა ბადრი ესებუას ძმას 4 წლით პატიმრობა?

ალია ავტორი - ალია
19:58 07-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
114

ზუგდიდის სასამართლომ ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქმეს მოსამართლე ნატრული აკობია განიხილავდა. ცნობილია, რომ ეს გადაწყვეტილება მან 13 ივლისს მიიღო, მედიისთვის ცნობილი კი მხოლოდ დღეს, 27 ივლისს გახდა. 

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის დამნაშავე არ არის და საკუთარი ძმის გამო დაისაჯა.

ადვოკატი
იოსებ ჯანაშია ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს მტკიცებას, რომის ძმას, ბადრის უნდა შეხვედროდა, ოჯახი უარყოფს. კითხვას, თუ მართლაც აპირებდა ძმისთვის ასაფეთქებელი ნივთიერების წაღებას, რატომ არ გაჰყვა შსს უკან, რომ ბადრი ესებუა დაეკავებია, შსს დღემდე არ პასუხობს. უცნობია, რაში სჭირდებოდა ბადრი ესებუას ასაფეთქებელი ნივთიერება, როცა ის ხელყუმბარაც არ გამოუყენებია, რომლითაც, ოფიციალური მონაცემით, ბანკი გაძარცვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ბადრი ესებუას უკვე თვეებია, ეძებს. თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტომბერს მოხდა. შეარაღებული ესებუა (ოფიციალური ვერსიით) ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა. მინისტრი ამბობს, რომ მაშინ დაიჭერს, როცა დაიჭერს და ასევე, ამბობს იმასაც, რომ წყაროზე დაყრდნობით, მას ქვეყანა არ დაუტოვებია.

პირი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ავთანდილ გალდავა, ზუგდიდიდან აჭარაში გადაიყვანეს და ის დღეს, როგორც აჭარის პირველი პოლიციელი, აცხადებს, “ესებუას მივხედავთ, როცა საჭირო იქნება…”

თეგები: ბადრი ესებუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved