• რეკლამა
  • კონტაქტი
23:58, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რისთვის მოიგო ტრამპმა დრო და რა ხდება რუსეთის საზღვართან? – კოტე კემულარია

ალია ავტორი - ალია
17:28 05-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
546
პოლიტიკოსი, საქართველოს ყოფილი  საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში,  კოტე კემულარია:
უკრაინის ფრონტზე “ბუქსაობით” გამოწვეულ -საკუთარი მოსახლეობის შეშფოთების განეიტრალებას, მოსკოვი, ამერიკასთან მოლაპარაკებებზე მიღწეული—გამოგონილი “წარმატებებით” ცდილობს…
ფაქტები კი სულ სხვა რამეზე მეტყველებენ:
-G 7 -ის ბოლო სხდომაზე, სადაც სწორედ აშშ პოზიცია არის ხოლმე გადამწყვეტი-დიდმა შვიდეულმა, რუსეთის სუვერენული აქტივები დატოვა გაყინული მანამ, სანამ “რუსეთი არ შეწყვეტს აგრესიას და არ აუნაზღაურებს მის მიერ მიყენებულ ზარალს უკრაინასო!”
-რუბიომ, სენატში დაადასტურა—რუსეთის მიმართ ყველა სანქცია არის ძალაში და უკრაინას შეუფერხებლად მიეწოდება სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციებიო!
-ტრამპის საყრდენმა კონგრესში-რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა რამდენიმე დღის ვადა მისცა კრემლს ცეცხლის შესაწყვეტად, რის შემდეგაც, ის სენატის კენჭისყრაზე წარადგენს ახალ სანქციებს, რომელიც “დაანგრევს” რუსულ ვაჭრობას და ეკონომიკასო!
რაც შეეხება ბრიტანეთ-ევროკავშირის ერთიან ქმედებებს რუსეთის მიმართ:
-გერმანიამ, პირველად მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ლიეტუვაში, უშუალოდ რუსეთის საზღვართან განალაგა, მუდმივ დისლოკაციაზე გათვლილი 5000 ჯარისკაციანი სამხედრო ბრიგადის ტანკები და ქვეითების პირველი ნაწილები!
-მოსკოვის მიმართ გააგრესიულებული ფინეთი, რომელიც ვერასოდეს დაამარცხა რუსეთმა და რომელსაც ევროპაში ერთერთი ძლიერი არმია ყავს, რუსეთის საზღვართან ატარებს სამხედრო წვრთნებს 5000 ჯარისკაცის, მათ შორის, ამერიკელი და ევროპელი სამხედროების მონაწილეობით!
რუსეთის არმია ამ საფრთხეს ვითომ არ ამჩნევს და ეგუება! ერთი წლის წინათაც კი წარმოუდგენელი იყო, რომ მოსკოვი ამ დამცირებას ისე შეურიგდებოდა, რომ მწვავე განცხადებებსაც კი არ გააკეთებდა..
500 მილიონიანმა ევროკავშირმა ახალ პოსტზე დაამტკიცა ევროკავშირის თავდაცვის უმაღლესი კომისარი—კუბილიუსი; უკვე შექმნა საკანონმდებლო და ფინანსური საფუძვლები უპრეცედენტო სუვერენული სამხედრო ძალის ჩამოყალიბებისთვის! მას დასჭირდება 2026 წელი გადაიარაღებისთვის და 2027 წლისთვის სრულად იქნება მზად ევროპული უსაფრთხოების დამოუკიდებლად განხორციელებისთვის!!!
მერცი ღიად აცხადებს რომ, გერმანია იქნება მთავარი ღერძი…სრულად არის ჩართული მოლაპარაკებებში ბრიტანეთიც…
რუსეთმა, უკრაინაში შეჭრით და ევროპისთვის საფრთხის შექმნით, 20 ტრილიონი ევროს საერთო ბიუჯეტის მქონე “მთვლემარე გიგანტი”-ე ვ რ ო პ ა გამოაფხიზლა და გააბრაზა…
ისტანბულის მოლაპარაკებებით ტრამპმა მოიგო დრო რომელიც გამოიყენა შიდა პოლიტიკისთვის წარმომადგენნლობით პალატაში დაამტკიცა ცვლილებებისთვის საჭირო ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი – აშშ ეკონომიკის განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ!
მოკლევადიან რეჟიმში, რუსეთი კვლავ თამაშობს -“ტრამპი ჩვენსკენ არის” მითოლოგიით! კრემლში კარგად იციან რომ, მალე მოუწევთ იმის თქმა რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის არ არიან მზად, რაც საბოლოოდ დაასრულებს ტრამპის “კეთილგანწყობაზე” დამყარებულ ცრუ იმედებს…
აშშ გულის მოსაგებად, რუსეთის “გაჭირვებულ მდგომარეობას” ქართული ოცნების ხელისუფლებამაც დააწია ერთი ქვა—სანქციები დაუწესა ქართული ბანკების ბარათების მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს!!!
15 მაისიდან, ისინი, მხოლოდ 300 ევროს ღირებულების ნივთების შეძენას შეძლებენ საქართველოში, მათ ბარათებზე არსებული თანხებით….ანუ, ძვირფას მანქანებს ამ თანხებით ვეღარ შეიძენენ… ყირგიზების და ტაჯიკების მეშვეობით ყიდვის ხვრელი, ჯერჯერობით ხელუხლებელი დატოვეს!!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved