• რეკლამა
  • კონტაქტი
13:28, კვირა, 23 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რისთვის იწყება დიდი ცვლილებები ტელევიზიებში?! –

ალია ავტორი - ალია
20:25 03-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ეუთო-ოდირის დასკვნის მიხედვით, საქართველოში არსებულ კერძო ტელევიზიებს წინასაარჩევნოდ კონკრეტული მხარის პოზიცია ეკავათ და არცერთი ტელევიზია არ ცდილობდა ნეიტრალური ყოფილიყო. გამონაკლისი საზოგადოებრივი მაუწყებელი ყოფილა, რომელიც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა და სიმართლე გითხრათ, ეუთო-ოდირის დასკვნაში ახალი არაფერი წერია. მხოლოდ საარჩევნო პერიოდში კი არა, ტელევიზიები ისედაც ორ პოლუსად არიან გაყოფილი და ნაწილი ხელისუფლება უკმევს, ნაწილი – ოპოზიციას. ამიტომაც არის, ტელევიზორის მაყურებელთა რიცხვი დღითი დღე რომ კლებულობს და თუ ტენდენცია არ შეიცვლება, მალე ტელევიზიებს იმაზე მეტი თანამშრომელი ეყოლებათ, ვიდრე მაყურებელი.

ეს ყველაფერი კი იმიტომ გითხარით, რომ ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე ტელევიზიაში ზაფხულის ბოლოსთვის სერიოზული ცვლილებები იგეგმება. საუბარი არ გვაქვს მხოლოდ იმაზე, რომ უკვე დაანონსებულია „რუსთავი-2“-ში ახალი ინვესტორის მისვლა და მენეჯმენტთან ერთად, არაერთი ჟურნალისტის შეცვლა და გადაცემების დახურვა. არც პოსტივიზე ვამბობთ, რაც „ალიაში“ ექსკლუზიურად გვეწერა და სიტუაცია არც ლაშა ნაცვლიშვილის მისვლის შემდეგ შეიცვლება რადიკალურად. იგივე იგეგმება „იმედზე“ და როგორც გვეუბნებიან, ტელევიზიები ღიად სახელისუფლებო პროპაგანდას აღარ გასწევენ.

„დავიწყოთ იმით, რომ ბიზნესმენებს პანდემიის პირობებში აღარ სურთ რეკლამების იძულებით მიტანა ტელევიზიებში მაშინ, როცა ამ ტელევიზიებს უბრალოდ აღარავინ უყურებს. ყველა საინფორმაციო გამოშვება ერთმანეთს ჰგავს. ასეა თუ ისე, ოპოზიციურ არხებს, თუნდაც ხშირად თითიდან გამოწოვილი სკანდალებით, უფრო მეტი მაყურებელი ჰყავთ. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ თემურ ჭყონიამ ღიად გამოხატა „მთავარი არხისადმი“ და „ტვ პირველისადმი“ მხარდაჭერა და ამით ხელისუფლებას აგრძნობინა, რომ არაფერში ფულის გადახდას აღარ აპირებს. ჭყონიას შემდეგ, იგივე პრეტენზია დანარჩენ ბიზნესმენებსაც გაუჩნდათ და ხელისუფლებამ დრო ითხოვა იმისთვის, რათა ყველაფერი ისე დაალაგოს, ბიზნესმენებს რეკლამების მიტანა არ „დაეზაროთ“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.

ტელევიზიებში ახალი მფლობელები ინვესტიციებსაც მიიტანენ. თუმცა, უფრო ზუსტი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ახალი მეწილეები, თორემ არც ქიბარ ხალვაში აპირებს ასპროცენტიანი წილის ბოლომდე გასხვისებას და არც ირაკლი რუხაძეს სურს რამდენიმე ტელევიზიის პაკეტის სრულად მოცილება. არ გეგონოთ, საუბარი მხოლოდ იმ არხებზე გვაქვს, რომლებიც სახელისუფლებო ტელევიზიებად მოიაზრებიან. უკეთეს დღეში არც ის არხები არიან, რომლებსაც ოპოზიციის ფლანგი აქვთ გამაგრებული და „ცოდვა გამხელილი სჯობს“ – ოპოზიციისგან ფინანსდებიან. ანუ, მათი მფლობელები ის ადამიანები არიან, ვინც ხელისუფლების შეცვლისთვის პირდაპირ თუ ფარულად იბრძვის. სერიოზული რეორგანიზაცია იგეგმება „ფორმულა ტვ“-ზე, რომელსაც, წესითა და რიგით, „რუსთავი 2“-დან წასული „კომედი ჯგუფი“ უნდა შეეფარებინა, მაგრამ თანხების მიმართულებით სერიოზული დეფიციტია და ერთი ტელევიზიიდან მეორეში წასულ გუნდს, იმის ნახევარსაც ვერ ჰპირდებიან, რაც ადრე ჰქონდათ. უფულოდ კიდევ, ხარისხიანი პროდუქტის შექმნა ძალიან ძნელია და ეს ყველაზე კარგად „ტელევიზიონშიკებმა“ იციან. როგორც გვეუბნებიან, „იმედიცა“ და „რუსთავი 2“-იც აქცენტს მცირებიუჯეტიან გადაცემებზე გააკეთებენ. ანუ იქნება ბევრი და მცირე ეთერიანი გადაცემა. შესაბამისად, თუ რომელიმე მათგანი კარგ რეიტინგს აჩვენებს, მის განვითარებაზე იზრუნებენ, დანარჩენებს კი გააჩერებენ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ტელევიზიები საქართველოში მომგებიანი ბიზნესი არასოდეს ყოფილა, ნაციონალების დროს გადასახადებს უბრალოდ აწერდნენ (წელიწადში 10-15 მილიონს), ახლა კი უბრალოდ „შეტენილი“ აქვთ ბიზნესმენებს და ხარჯის გადანაწილებაც ცდილობენ. ახალი ინვესტორებიც სწორედ ამის გამოა, ხარჯი რომ შეუმსუბუქდეთ ტელევიზიების მფლობელებს.

ანი დვალიშვილი, ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved