• რეკლამა
  • კონტაქტი
03:44, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რისთვის გამოიყენა “ФСБ-მ ოთარ ფარცხალაძე? – აშშ-მ ფარცხალაძე დაასანქცირა – სახდეპის განცხადება

ალია ავტორი - ალია
19:58 09-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,497

ფოტოკოლაჟი – მთავარი არხი

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

სანქციების მორიგი პაკეტის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. აშშ-ის დამატებით სანქციებში ჯამში 150 პირი მოხვდა. მანამდე უცხოური მედია წერდა, რომ სანქცირებულთა შორის იყო “ქართველ-რუსი ოლიგარქი”.

შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იყო. ცნობისთვის, ფარცხალაძე ცნობილი გერმანიაში ბოტასების ქურდობის სკანდალით გახდა.

“ФСБ-მ გამოიყენა ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენის მოხდენისთვის”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, სადაც განახლებულ სანქციებზე წერს.

გთავაზობთ ამონარიდს განცხადებიდან ოთარ ფარცხალაძის შესახებ:

…სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე უწესებს სანქციებს ქართველ-რუს ოლიგარქსა და რუსეთის დაზვერვის სამსახურის ოფიცერს, რათა შემდგომში მოხდეს გამკლავება რუსეთის ფედერაციის მავნე გავლენებთან საზღვარგარეთ.

ოთარ ანზორის ძე ფარცხალაძე 1(a)(i) პუნქტის შესაბამისად არის სანქცირებული რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის. ფარცხალაძე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ოლიგარქია.

ალეკსანდრ ვლადიმირის ძე ონიშჩენკო (ონიშჩენკო) 1(a)(iii)(A) პუნქტის შესაბამისად სანქცირებულია როგორც რუსეთის ფედერაციის მთავრობის ლიდერი, თანამდებობის პირი, უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი და დირექტორთა საბჭოს წევრი. ონიშჩენკო არის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) ოფიცერი.

FSB ოფიცერი ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში. ფარცხალაძემ სრულად მიიღო რუსული იდენტობა და რეგულარულად მიემგზავრებოდა რუსეთში. ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენის მოხდენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო FSBსთან კავშირის შედეგად.

პუნქტის 1(a)(i) შესაბამისად, შემდეგი ორი ორგანიზაცია სანქცირებულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში ოპერირების ან საქმიანობისთვის. ორივე არის რუსეთში დაფუძნებული მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია, რომელთა 50 პროცენტი ფარცხალაძეს ეკუთვნის, – წერს სახდეპი.

წყარო – მთავარი არხი

თეგები: ოთარ ფარცხალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved