• რეკლამა
  • კონტაქტი
06:57, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რისთვის ემზადება გიორგი გახარია და ვის „აენთება წითელი“ „ოცნებაში“?

ალია ავტორი - ალია
22:57 11-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
199

ანი დვალიშვილი, „ალია“

ჩვენს თაობას თამამად შეუძლია თქვას, რომ ყველაფერი ნაანახი აქვს. სამოქალაქო ომიდან დაწყებული, სამამულო ომით გაგრძელებული, რევოლუციით შეზავებული, პანდემიის გამო დაღუპული ათასობით ადამიანი და უკიდურეს გაჭირვებამდე მისული მოსახლეობა. ანუ, ყველაფერი ის, რასაც ბაბუები და ბებიები გვიყვებოდნენ სამამულო ომის შესახებ, როცა იყო ბლოკადა, შიმშილი, უკურნებელი სნეულობები. 30 წლის განმავლობაში ჩავტიეთ ეს ყველაფერი და არავინ იცის, მომდევნო წლები რას გვიქადის. წლები კი არა, ხვალ რა იქნება, იმის პროგნოზირებაა ძნელი, რადგან საქართველოს ეკონომიკა მყიფეა, პოლიტიკაც, განათლების საშუალო დონეც „ნიჟე პლინტუსა“ და ახლა არ დამიწყოთ, რუსული ტერმინებით რატომ საუბრობო?! დიდი, ძალიან დიდი ნააბიჯებით დავიწყეთ სვლა დიადი საბჭოეთისკენ და თუ ასე გაგრძელდა, ისედაც შორეულ პერსპექტივად რომ ჩანს ნატო და ევროკავშირი, საერთოდ უპერსპექტივო გახდება.

მოდით, ვაღიაროთ, რომ 2003 წლიდან მოყოლებული, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში მთავარი ფიგურაა და მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლებაშია თუ არა – პოლიტიკური ცენტრი მის გარშემო ტრიალებს და ისე ჩანს, კიდევ კარგა ხანს იტრიალებს. ერთადერთი, რის იმედადაც ხელისუფლება არის, ადრე თუ გვიან, მიშა ციხეში გააგრძელებს სასჯელის მოხდა, შემდეგ კი ის ისევე დაავიწყდებათ, როგორც თავის დროზე ვანო მერაბიშვილი მიივიწყეს, ან თუნდაც ბაჩო ახალაიაო. მაგრამ „ოცნებას“, ისევე როგორ ყველგან, აქაც ეშლება -სააკაშვილი ამ ორისგან აშკარად განსხვავდება და რაც მთავარია, ყოველდღიურად, წერილს წერილზე დაწერს, სოციალურ ქსელს აიკლებს და დავიწყების საშუალებაას არავის მისცემს. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ციხეში მყოფ მიშას ისეთივე გავლენა ვეღარ და აღარ ექნება, თუნდაც როგორც უკრაინაში ყოფნისას, თავისუფლებაზე ჰქონდა. პირადად მის სასახელოდ უნდა ითქვას ის, რომ უკრაინაში მან არაერთი ათეული ახალგაზრდა წაიყვანა, პირადად ესაუბრა, თავისკენ „მოქაჩა“ და ახლა სწორედ ეს ახალგაზრდები არიან, მიშას მზეს რომ ფიცულობენ და აქციებზე მათი მიყვანა ოპოზიციას ფული არ უჯდება – ისინი თავისით მიდიან.

მას შემდეგ, რას მიშა გორში გადაიყვანეს, აი რას გვეუბნება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი:

„მიშასაც ექნება გაქცევის მცდელობა და დაპირების მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობაც შეეცდებაჰოსპიტალზე შტურმი მიიტანოს. დაპირება, რომ იქ აქციები არ გაიმართება, უბრალოდ ფანდია, მარტივად იტყვიან, ჩვენ არ გავმართეთ, ხალხი თავისით მივიდა მიშას გამოსახსნელადო “.

თავის მხრივ, „ოცნება“ წამსვლელია ყველაფერზე, ოღონდ კი როგორმე ეს ტალღა გადააგოროს და მერე გარანტირებული აქვს 4 წელი ხელისუფლებაში ყოფნა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ოპოზიცია იმდენად გაერთო სააკაშვილის ამბებით, რომ მთავარი მოვლენები ეპარება. არჩევნების შემდეგ, ხელისუფლებამ რეგიონებში საჯარო მოხელეების წმენდა დაიწყო, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში რეორგანიზაცია გამოაცხადეს და იმ ადამიანებს, ვინც არჩევნებზე „ოცნებას“ ერთგულება ვერ დაუმტკიცა, განცხადების დაწერაზე მინიშნება უკვე გაუკეთეს. თუმცა, ნაციონალებს ახლა მათთვის არ სცალიაათ. ეგ კი არა და, მოგებული წალენჯიხაც შესაძლოა მალე თავზე ჩამოემხოთ, რადგან გამარჯვებული მერი კი მათ მხარესაა, მაგრამ ასევე მოგებულ საკრებულოში არ შეიმჩნევა ის სიმტკიცე და რიხი, როგორიც თავიდან იყო. ჰოდა, თუ საკრებულო აერიათ, წალენჯიხის მერს იმპიჩმენტს დეკემბრის ბოლომდე მოუწყობენ და უკვე მაისში, ახალი არჩევნები ჩატარდება. მერე, ხალხისგან შერისხულ გულორდავას აღარ დააყენებს „ოცნება“ და იმ ერთ მუნიციპალიტეტსაც მოიგებს, წესითა და რიგით, ნაცებს მთავარ ბასტიონად რომ უნდა ექციათ.

როგორც გვეუბნებიან, მთავარ აქცენტს ოპოზიცია გიორგობის დღესასწაულისთვის აკეთებს. ანუ, ვარდების ევოლუციის წლისთავზე, მათ კიდევ ერთი გაბრძოლება და მორიგი რევოლუცია სურთ და ეს იმის მიუხედავად, რომ ხმამაღლა საუბრებში ძალისმიერ მეთოდებს თითქოს ერიდებიან. ეს ერთი შეხედვით „თითქოს“ რეგიონებში მზადებასა და კუნთმაგარი ბიჭების შეგროვებაშია გადაზრდილი. ეს იცის ხელისუფლებამ და რაღა თქმა უნდა, არ სძინავს – არანაკლებ კუნთმაგრების შეგროვება მათ უკვე დასრულებული აქვთ და როცა საჭირო გახდებაა, მათ ხელის ერთი აქნევაც ეყოფათ.

სულ უფრო სუსტდება ნიკა მელიას პოზიციები პარტიაში. ძირითადი ბირთვი ახლა მთლიანად მიხეილ სააკაშვილს უსმენს და რაც არ უნდა თქვას მელიამ, თუ მიშა თავს არ დაიქნევს, არ სრულდება. ეს ყველაფერი პარტიის ოფიციალურ თავმჯდომარეს ძალიან აბრაზებს, მაგრამ სხვა გზა არ აქვს – ეს მოცემულობა უნდა მიიღოს, ან პარტიიდან წავიდეს და როგორც ბოლო დროს ითქვა,  „ლელოს“ შეუერთდეს. იმ „ლელოს“, რომლის ლიდერ მამუკა ხაზარაძეს გიორგი გახარიასთან უკვე აქტიური მოლაპარაკებები აქვს დაწყებული და ისინი ერთმანეთს კულუარულად უკვე შეხვდნენ. მოგეხსენებათ, გახარია ბადრი ჯაფარიძესთან მეგობრობს და ამიტომ, ნდობის მიმართულებით პრობლემა არ შეიქმნება. თავის მხრივ, გახარია იმასაც ამბობს, ნაციონალებთან ნებისმიერი კომუნიკაცია გამორიცხულიაო, რაც იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, ხაზარაძესაც მოსწყინდება აქციების დაფინანსება და კონსტრუქციულ გზას „აირჩევს“. მითუმეტეს, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მას საკრებულოს წევრები ჰყავს, გახარიას გუნდს – ბევრად მეტი და საერთო ძალებით, არსებობს იმის შანსი, საჭიროების შემთხვევაში, სოლიდური ხმები მოაგროვონ და ამ ყველაფერში მმართველი პარტიაც დაეხმაროს, რათა პოლიტიკური ველიდან ნაციონალური მოძრაობა გააქროს. მითუმეტეს, თუ პარტიიდან მელიაც წავა და ლელოს შეუერთდება…

ოპოზიციაზე მეტად, ხელისუფლებაა ახლა ძალთა შიდა გადანაწილებით არის დაკავებული. იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებმაც ცუდი შედეგი დადეს, პარტიულ დონეზე წმენდა უკვე დაიწყო, იცვლებიან არამარტო პარტიის ადგილობრივი ლიდერები, არამედ რეგიონალურ კოორდინატორებსაც წყალი შეუდგათ. მათ შორის არის პარტიის რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძეც, რომელიც გადარჩენას და ქულების დაწერას სოსო გოგაშვილის კრიტიკითა და სოციალურ ქსელში ზე-აქტიურობით ცდილობს, თუმცა ყველაზე კარგად თავად იცის, რომ მისი შემცვლელის ძიება პარტიულ თანამდებობაზე უკვე დაწყებულია და მას პირველ რიგში, სწორედ სამეგრელოში ნაჩვენებ კაატასტროფულ შედეგს არ პატიობენ

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved