• რეკლამა
  • კონტაქტი
12:48, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რისი ეშინია ოპოზიციას? – “ყური აუწიეს და არჩევნების წინ ეს დიდი შეცდომა იყო”

ალია ავტორი - ალია
00:25 07-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

როგორც ვივარაუდეთ, ოპოზიციურ ერთობას დიდი ბზარი გაუჩნდა, გასულ კვირას ეს ბზარი ნაპრალად იქცა და ამ კვირაში უფსკრულად გადაიქცევა.

ცხადზე ცხადია, რომ ერთობა არანაირად არ შედგება, ისიც ყველამ კარგად იცის, რომ ოპოზიციის მიერ დედაქალაქში გადანაწილებული ოლქები პირობითია და თითო ოლქში, საუკეთესო შემთხვევაში, 5-6 კანდიდატი იქნება. გაერთიანებული ოპოზიციის ცალკე, მმართველი გუნდის – ცალკე, პატრიოტთა ალიანსის – ცალკე, „ლელო“ ცალკე იჭიდავებს, კახა კუკავას „თავისუფალი საქართველოსი“, დამოუკიდებელი კანდიდატები და კიდევ რამდენიმე ისეთი პარტიის, რომელიც ოპოზიციას არ უთანხმდება და დამოუკიდებლად თამაშობს.

უფრო მეტიც, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ლიდერები საკუთარი დაპირების ტყვეები გახდნენ, თორემ რეალურად, არავის არ სურდა მაჟორიტარობა და შერცხვენა. სწორედ რომ შერცხვენა, რადგან რამდენიც არ უნდა შეუძახონ საკუთარ თავს, ფაქტია, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ვერ შედგა, შიდა პარტიულ საუბრებში აქტივისტებს ეუბნებიან, რომ მხოლოდ დედა-პარტიის საკეთილდღეოდ იმუშაონ და მაგალითად, ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი ნაციონალების ან ევროპული საქართველოს ხმებს თუ ვერ მიიღებს, პრობლემა არ იქნება. ეს ყველაზე კარგად სწორედ პარტიის ლიდერებმა იციან, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა ამ ეტაპზე არ შეიძლება. თავად განსაჯეთ, ორი კვირაა აბურთავებენ დიდუბისა და საბურთალოს ოლქებს და წესით, ამ ორი ოლქის აღება ნებისმიერ, საკუთარ თავში დარწმუნებულ ლიდერს უნდა აწყობდეს, თუმცა ნურას უკაცრავად – კიდევ გავიმეორებთ, ოპოზიციას სასტიკი მარცხის ეშინია.

ახლა საინტერესო ის არის, თუ რითი გახლავთ ეს შიში გამოწვეული. პირველ რიგში იმით, რომ მმართველმა გუნდმა 8 მარტის შეთანხმება შეთანხმების მონაწილეების გარეშე შეასრულა, რამაც დასავლელი პარტნიორების თვალში მათ დიდი პლუსი ჩაუწერა, ოპოზიცია კი აშკარად უხერხულ მდგომარეობაშია – ხმაური ატეხა, პროპორციული არჩევნები მოითხოვა და შემდეგ მხარი აღარ დაუჭირა. ამის გამო, განსაკუთრებით ევროპულ საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა ყური აუწიეს და ეს ზედ წინასაარჩევნოდ ძალიან დიდი შეცდომა იყო. მითუმეტეს, იმის ფონზე, როცა გერმანიის ელჩმა გასაგებად თქვა, შეთანხმებაში გიორგი რურუაზე არაფერი ეწერაო და ამ დროს ოპოზიციამ იმის ნაცვლად, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის მხარი დაეჭირათ, ელჩის კრიტიკა დაიწყეს, რაც დასავლეთს არ მოეწონა. ეს ჩვენ გვიჭირს ერთად დგომა, ქართველებს, თორემ დასავლელმა ელჩებმა ერთად დგომა რომ იციან, ყველაზე კარგად სწორედ ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა იცოდნენ.

ანი დვალიშვილი, ალია №23

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved