• რეკლამა
  • კონტაქტი
11:22, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რეფორმა წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან – ლექტორების განცხადება

ალია ავტორი - ალია
16:43 10-20-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
175

ფოტო – On.ge

პროფესორ-მასწავლებლებისა და მკვლევრების გაერთიანებამ “ქართული განათლება საფრთხეშიამ” გაავრცელა საერთო განცხადება.

 

“ჩვენ, საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, კონცეფციას” და მივიჩნევთ, რომ უნივერსიტეტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები არც ერთ ეტაპზე არ უნდა იქნას მიღებული უნივერსიტეტების გარეშე.

საუნივერსიტეტო რეფორმა არ არის პოლიტიკის რიგითი საკითხი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ჩვენ გამოვიარეთ არაერთი ნაჩქარევი და ცუდად დაგეგმილი რეფორმა. ამიტომ, აღარ გვაქვს ისეთი შეცდომების დაშვების უფლება, რომლებსაც შეუქცევადი შედეგები მოჰყვება ჩვენი მომავალი თაობებისთვის.

წარმოდგენილი კონცეფცია წინააღმდეგობაშია საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, რადგან არღვევს აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტების ავტონომიურობის პრინციპებს (მუხლი 27/3), ეწინააღმდეგება საქართველოში უმაღლესი განათლების კანონით გაცხადებულ მიზნებს (მუხლი 3), ზღუდავს განათლების ხელმისაწვდომობასა და თანასწორობას, არ არის თავსებადი უნივერსიტეტების დიდ ქარტიასთან და ბოლონიის პროცესთან — საფრთხეს უქმნის ქართული აკადემიურ სივრცის საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციასა და მონაწილეობას.

წარმოდგენილი კონცეფცია, აგრეთვე, ვერ აკმაყოფილებს საჯარო პოლიტიკის ფორმირების მინიმალურ მოთხოვნებს:

საზოგადოებისთვის არ არის ცნობილი მტკიცებულებები, კვლევები და ანალიზი, რომლებსაც ეს კონცეფცია ეყრდნობა.

არ არის გაანალიზებული შესაძლო შედეგები, პოტენციური საფრთხეები, დაფინანსების წყაროები.

კონცეფცია შემუშავებულია გაუმჭვირვალედ. არ არის ცნობილი პროცესში საუნივერსიტეტოს საზოგადოების წარმადგენლების — პროფესორებისა და სტუდენტების, განათლების ექსპერტების მონაწილეობის დეტალები.

კონცეფციაში უალტერნატივოდ არის წარმოდგენილი გამოწვევების გადაწყვეტის გზები.

პოლიტიკური კრიზისისა და საზოგადოების პოლარიზაციის პირობებში, დახურულ კარს მიღმა შექმნილი დოკუმენტი ზღუდავს ქმედითი და კონსტრუქციული დისკუსიის შესაძლებლობებს. იგი არ ემსახურება უნივერსიტეტის განვითარებას და აკადემიური სივრცის შეზღუდვის, იზოლაციისა და დასუსტების პოლიტიკური ინსტრუმენტია.

მოვუწოდებთ აკადემიურ საზოგადოებას, ამ კრიტიკულ მომენტში ერთობლივად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მომავალზე — გავხადოთ დისკუსია ღია და საჯარო მთელი საუნივერსიტეტო სივრცისთვის.

უნივერსიტეტი არ არის პოლიტიკური კონტროლის ობიექტი. უნივერსიტეტების გარეშე უნივერსიტეტებზე გადაწყვეტილება არ მიიღება,” – გაერთიანების განცხადება ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა, მანანა რატიანმა წაიკითხა.

სტუდენტები და აკადემიური საზოგადოება დღეს ორ საპროტესტო შეკრებას გეგმავენ:

18:00 საათზე – განათლების სამინისტროსთან სტუდენტური აქცია,

20:00 საათზე – პირველი გიმნაზიის ეზოში განათლების სფეროს წარმომადგენელთა საერთო შეკრება.

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved