დეკანოზი, ილია ჭიღლაძე:
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია აღიდგინა 1917 წელს! რეებს მიედმოედება სააკაშვილი და მისი ფანკლუბის ზოგი წევრი?! მათ შორის ლევან სანიკიძე??? შესაბამისი ლიტერატურა რომ გადაშალოთ და წაიკითხოთ, ან ინტერნეტი მაინც გამოიყენოთ ამ ინფორმაციულ ეპოქაში, ძალიან ძნელია?!
ილია მეორემ ავტოკეფალია კი არ აღადგინა ან დააბრუნა, არამედ არსებული ავტოკეფალიის და საპატრიარქო წოდების აღიარება კონსტანტინოპოლის ბერძნული საპატრიარქოსაგან მოიპოვა 1990 წელს. ეს ნამდვილად კარგი საქმე იყო, მაგრამ არ უკავშირდება მის რაიმე პიროვნულ განსაკუთრებულობას, უბრალოდ შესაფერისი ეპოქა და გარემოებები დაემთხვა მის სასარგებლოდ, ისევე როგორც დაკეტილი ეკლესიების გახსნის და ახალი ტაძრების მშენებლობის ტალღა. და არა ის, რომ წინა პატრიარქები უუნარონი იყვნენ და ეს აღმოჩნდა რაღაც განსაკუთრებული ხვითო და გაუკეთებელი გააკეთა, როგორც ამ ტუგადუმების ნააზრევიდან გამოსჭვივის.
განსაკუთრებული იყო სიმდიდრის და ძალაუფლების მოხვეჭაში, საკუთარი კულტის შექმნის ამბავში! ასეთი რამ ნამდვილად ვერცერთმა წინამორბედმა კათალიკოს-პატრიარქმა ვერ შეძლო და არ იკადრა საუკუნეთა მანძილზე.
“ის იმყოფებოდა სრული კონტროლის ქვეშ” – რას წერს სააკაშვილი ილია მეორეზე














კომენტარები