• რეკლამა
  • კონტაქტი
01:25, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყველა ჩემი რესურსით წინააღმდეგი ვიქნები ბეტონის ბახმაროს – ნინო ქათამაძე „ორბი ჯგუფს“

ალია ავტორი - ალია
11:09 02-10-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81

მომღერალი ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და „ორბი ჯგუფს” უპირისპირდება.

„მთელი დღე ვფიქრობდი როგორ გამეცა პასუხი იმ თავხედობისთვის, როდესაც საკუთარი აზრის გამოხატვის გამო „დიდი კომპანიის” დიდებული „პიარ ტექნოლოგი”, ან „მასების ფსიქოლოგი” მირეკავს და პასუხს მთხოვს საკუთარი აზრის გამო რომ სამწუხაროა თუ ორბი ჯგუფის მშენებლობა ბახმაროს მოსპობს!

დიახ, მე ნინო ქათამაძე ვფიქრობ რომ ბახმაროში გაურკვეველი მასშტაბის მშებლობა და ბეტონის ქაოსი, გამოიწვევს მის სამუდამო განადგურებას და ბახმარო დაკარგავს თავის უნიკალურობას!

ვინც ერთხელ მაინც ასულხართ ბახმაროში, წარმოიდგინეთ იმ ვიწრო და ულამაზეს გზაზე მოძრავი სატვირთოები საკურორტო სეზონზე, ეს 4 სეზონიანს კი არ გახდის ბახმაროს, იმ ერთ სეზონსაც წაართმევს თბილ და კეთილ ადამიანებს რომელთა მოლოდინი წლიდან წლამდე უსაზღვროა, მათთვის მცირედ შემოსავალზე მეტად მნიშვნელოვანი დღესასწაულის ხარისხში აყვანილი შეხვედრაა, პირველი შეხვედრისას რომ გაისმის „მრავალ ბახმაროობას დაესწარი”! მე მინდა რომ მუდმივად ეს ტექსტი ისმოდეს სადღესასწაულო განწყობით, თბილად, გურულ-აჭარულად და არა გაურკვევლად გილოცავთ ორბობას, ბეტონობას, უჰაერობას ზღვის დონიდან 2050 მეტრზე! როდესაც საუბარია მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორების ჯგუფზე, ვინც ახალი ბახმაროს გალამაზება უნდა შემოგვთავაზოს, დაიდოს თითოეულის სახელი და გვარი, იმ ბახმაროს მსგავსი მთის კურორტების პროექტები და ჩამონათვალი რომელიც მათ გაალამაზეს და აჩუქეს მსოფლიოს! ვიდრე მსოფლიოში საუკეთესო არქიტექტორებს დაუწყებდით ძებნას, მოგენახათ ის ადამიანები და შეიძლება ითქვას ბახმაროს ექსპერტები, რომელთან საკუთარი შრომით, გამძლეობით, ამტანობით და ბევრი ფიზიკური ტკივილის ფასად არ დათმეს ბახმარო ბნელ 90-იან წლებში, არ მიატოვეს გასანადგურებლად, მათ ზუსტად იციან როგორი უნდა იყოს მომავლის ბახმარო, სწორედ მათ იციან რა შეიძლება და რა არა ბახმაროში! განვითარების და უკეთესის წინაღმდეგი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში „ორბს” გპირდებით რომ ყველა ჩემი რესურსით წინააღმდეგი ვიქნები ბეტონის ბახმაროს! თუ გაგვაცნობთ ზუსტ კონცეფციას, გაითვალისწინებთ თითოეული ბახმაროელის აზრს, არ წაართმევთ ამ კურორტს მომავალს და განავითარებთ ბეტონის გარეშე, მე მხოლოდ თანადგომას გამოგიცხადებთ!

P.S. არ გაბედოს არც ერთმა „კეთილის მსურველმა ორბელმა” ჩემთან დარეკვა და კითხვების დასმა, ყველაფერი გარკვევით დავწერე ზემოთ!

პატივისცემით!

ნინო ქათამაძე”, – წერს მომღერალი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved