• რეკლამა
  • კონტაქტი
07:02, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რეალში რონალდუს ჩრდილში იყო და ნაკრებში მესის – დიდი კაცი წავიდა სანაკრებო ფეხბურთიდან!” – ყურაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:28 07-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,934

ბლოგერი, ლევან ყურაშვილი:

დღეს დიდი კაცი წავიდა სანაკრებო ფეხბურთიდან!
ლეგენდა კაცი – ანხელ დი მარია!
კაცი clutch player-ი!
კაცი, რომელიც ფინალებისთვის იყო დაბადებული.
რომ არა დი მარია, საკითხავია, ბოლო 20 წელიწადში, არგენტინას რამე ტიტული საერთოდ ექნებოდა თუ არა.
ჯერ კიდევ 2008-ის ოლიმპიადიდან მოყოლებული, სადაც მისი ერთადერთი გოლით მოიგო მესიმ პირველი ტიტული ნაკრებში.
და შეიძლება ეს ყოფილიყო უკანასკნელიც, რომ არა ისევ დი მარია, 13 წლის თავზე და ისევ ერთადერთი გოლით ბრაზილიასთან ფინალში, მარაკანაზე, 2021 წელს.
და პირველი სერიოზული ტიტული არგენტინისთვის, 28 წლის განმავლობაში.
მერე იყო “ფინალისიმა” იტალიასთან, სადაც კიდევ გაიტანა.
მერე იყო მსოფლიო, სადაც გამოვიდა ფინალში და ისევ გაიტანა (ვინ იცის, 2014-ის ფინალში რომ გვყოლოდა გერმანიასთან, იქნებ…)!
იცოდი, რომ დასარტყმელ პოზიციაზე თუ გავიდოდა, არგენტინელების აბსოლუტური უმრავლესობისგან განსხვავებით, ფაფხურს არ დაიწყებდა და ცივსისხლიანად შეასრულებდა (მარტო ბრაზილიასთან გოლი რად ღირს – მშვიდად, თავზე რომ გადაუგდო ედერსონს).
ხო ყველაფერს მიაღწია, ხო ყველაფერი მოიგო, მაგრამ მაინც დაუფასებელი კაცია.
იმაზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე გულშემატკივრების უმრავლესობა თვლის.
რეალში რონალდუს ჩრდილში იყო და ნაკრებში მესის.
არადა, კიდევ ერთხელ: რომ არა დი მარია, ლეოს საერთოდ ან ექნებოდა სანაკრებო ტიტული ან არა.
დღეს დილითაც, 117 წუთი ითამაშა, ბეზოხერხით მორბენალ კოლუმბიელებთან და მხოლოდ მას შემდეგ გავიდა მინდორიდან, რაც ლაუტარომ გაიტანა.
სხვათა შორის, მისი ნაკრებში გამოჩენიდან პირველი ფინალია, სადაც დი მარიამ ვერ გაიტანა და არგენტინამ მაინც მოიგო.
მადლობა ყველაფრისთვის, ანხელიტო! 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved